„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUltJ
alqlEUSt
Jr4nild0ll
oj0o N 232
19 0ct6go. 2012 $CRo
toj.r6o3gqoU d!6(,6(,L J6(,Cdo0.o: ,,R,10.1600}0l,, .)t.r'1OiRo q.r 0o066iosEo o,:D.r?o6nto!
0o$noloU lnL.>b61" Uoj.rrioggqoU ;sSoGlo
ts6sR,5Lot.)Ro 1op6jU?o gnqognlou ?ggsSoL ?
tsjsclog6got,],'5r'r5?o O0RoR0loU ?00s5
0oLr;rtlglqgdot ?gUrb66" trJ.:rlongqot 3.r6rt
lotSgUoU 8o!s3dr6lRol, ?0U,5bAl" Urjr6o6nqolr ;.>6o5?o gSqoqglol, ?0OJ5ot t0Lrt0I",
rqSo6ot06s0olR tDes'6oJRR.)'6(00Csou ;oq6Ju?o g6qoqndotr ?6g.r5ob fnb.rt6l"
"l,njsr4o6gqot
lr.rJr6o'3gqoU
JoRoooJol, Jc,ao6Coo;
3 - 6 oJr6"qo
l0 - 13 cJr6ogo
opt6oqonq Lc6ooboo 6o&$p$o.
rrhdda
4aAJpar sbl,n6r L'r,op,a'Jt)4-o"
L;j.:t6ar3nq'oL Jsr'rqs3n5$ob 6o1t6r'r ;q6n6b:
q;
L.:j.:r6or3nq,r'rb J.>r6qr0n5gob Jr'rAo0000dLr
L.:Jsrvrq'.:3n5ggr 8dr;igogd?o
q.:o$gorL 5r'rr63,>go2qo sJgoL Jr4rnnjgoL 6.:5boq,3.>
brj,:<6or3ngnb J,:r4q';3n5gob
cDsAAXR(')Ar60
Rr3oo, ard6rd0
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,Ja,J60ACsTmU A0lJ36t'f bJ
bsjot6o6gq,ol, Jc6qrAC6Ol,
b.:j.r6or3gqcrb Jclbb6o633oob 67-1 0gbq,ob ts3brb$obq.o
It3r6n60qrgbq,r'r o6o6or6ogoU $glroor $vt6ogoq6g6or l.tjr6orgq,ol:
3;6cr6olr J6r'r3j63btr:,,q,ror6oCbob, .ib;6ggqo q,J 0o05g0o16o
or.:0r0<.rbgbob 0<'r$gc'rbotr 0glr.lbgO" b:jtr6or39qolr
0Cos6ob BCbrbCb", ,,btjr6o69qcrb lt6rqrrb:bsqgo
3s6<.r60o 6q,oqpbob
3r'rqrgjl-rtso 63q,oqrgbotr
tsCor6ob Bgbrbgb",,,qo696bogbol_rr q,r 6gb.:6or39bob 0gu.rb0o,,
brj.l6or33qob Jr6o6tso O3q,oq,Cbob AC6rboir 6gb.)bC0,,,,,b;q,o6g6tom q.:
tl>6g0u6or3o 0<'rLs36gbq,gbob 03lrb3b" lrj,:6o6gq,ob
3r6cr60o
6qoqgboll tsX6,:6ob 0gtrtbgb",,,lr;or.:6;0r'r bobEgtrob 0r,rl.t36gbqob
63bibg0" l-b j.:6o3gq,('rt.r 3;6r,r6tso @q,oq,C6ob ts96.:6ob Egbrb3b., qr.:
,,tttj.:6o63q<'rtr rqr0o6olrg6r6q3qr b;0s6orrqqr.:6qgCgroD 3r.rqrOjboo
03q)oqrCbob ACOrEoU EglJJb3b,,.
.:q6o06gqr JrScrbJ6<'rCCOCbbg lrsjrr6orgXq,ob Js6rqrr0g66ob
l.tr3r'r0o636o qD Jqp6;r6gqr bbqFrag0bg 0<,r0bbg6g0qrrq qrr6oB63q,o.>
bjr6or3Xq,r'rlr gofu 6lrot 0o6ob66olr 0<.tq6oq,g
36000"島 5om60
N 1/49
16032012
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806b▽
060
trJdJ60[J0,rl(r)L BOJi,6O)A0b 2012 V,{01, 15 A)6Oob t,beOB0L
N・ 10(1)J∂
ORヽ
「
l
IX. UrCJ6o,3Cq,('ll, J)6o6ob Jdx'r3j6g6o ,,q,Jor6o0bolr, r<br6o3go Cgr Aala&J6or6o
otaJ8obCaotr oo$gobob ts31.r,>fu6' t rdb6(rrgCq,(.)t Jr6o6tso Ogq)oq,Cbob ACOrEoL
t3b.:b30", ,,U.>j.r6o63q,ml, LrAieJDbrqoo Jr.reCj[tso g3qrr,q,3bolr 6g6.r6ob
83LrbXb", ,,q,og6bqbobr (or bCbJ6ol3Cbob aCbrbCb' lr.rjr6ogq,c r 3r&'166o
O3goq,Cbob ACOc6oL, BCUrbCb", ,,l.tq'o6gbtrx'r qt lt6Cbr6ogr.r 0olr,r363bq,gbob
ACUrbCb" lrrCJ6ogCq'olr 3r&'r6tso ogcpoqCboL BCOJEob ACbJbCb.,, ,.Lrror$.>6o
6o'b63bob 0ott36rg\,o1, 6Cl)rbC6' lrrCr6ogCq,s,b Jr6o6ao Ogq'oq,C6ob 6COr6oL
tsCLJbCb",,,b$J6ogCqxrb rqoAoboUO6JOoUq, brar6oJq,(oJ6egCaro)r JoeCCLAo
63q,oq,9boU 03g.r6ob agljsb3A" eJ brjr6crgCE caLr Ao)rg6(.laoL 6,r63st66gq1bol.r
J6('lCjOo ,,6.JC0uq,rt6orb bj.u6or33q'<'rlr 0orr3ttro6ob b3,>6o66qg3bq,ar o6o6orOo3oo $r6eAC6oq, JrEoEJd,oCCOCbtC Ao0buC6Cbq,re qr,>6ots36o1 03Lrrb3b"
(aoabUgfub3qo t{.r6o30q,(')b gobJ6ljoJ ao6olro6o (}.AgobQrdC)
1. 0c)$cl6CbUq, oC6Cl., $J6ac)(,oC6oq,o JrOclEJ6crCdOo qr.r 6rqrrggSb brjr6o3gq'oU
V
J.>t6qt$36$b 6,$brbcqggq,49.
2. 0o$o63b:lq, oj6gU Sstr(,eAC6(q,o 6,)bJr6agq,Cbot Jf)m&loo.
IrJs6or36qoL Jt6nf oXt6-3o5oLg6o
L; j.:6m31q,rntr 3o.r36odotr
,1.'5133q,;6ooL 1";dro,Lo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) ”ა” და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ
დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა),
სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და
სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას
იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია
მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში;“;
ა1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს ნებართვის
მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის და არ
იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის
დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, უფლება არ აქვს აზარტული ტურნირის
ჩატარებიდან მიიღის შემოსავალი.
აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც
სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის
გარეთ;“;
ბ) „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა
სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ
თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;
დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის
მიზნებისთვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური
სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;
დ1) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც
მოთამაშეებს
შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქოს დარიგება შესაძლოა
განახორციელოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა)
წარმომადგენელმა;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) აზარტული კლუბი - სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის
ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია კლუბის
მაგიდა/მაგიდები, რომელიც არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;“;
დ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული
ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის
საშუალებით ხორციელდება მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების
გაცემა;“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის
სფეროში
საქმიანობის
დაკავშირებული
განმახორციელებლი
მომსახურების გაწევა, გარდა
პირისათვის
აღნიშნულ
საქართველოს
ფინანსთა
საქმიანობასთან
მინისტრის
მიერ
დადგენილი შემთხვევისა.“.
3. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;
ბ) სამორინეს მოწყობა;
გ) ტოტალიზატორის მოწყობა;
დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
ე) ლოტოს მოწყობა;
ვ) ბინგოს მოწყობა;
ზ) აზარტული კლუბის მოწყობა.“;
ბ) 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის
მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის
ცალკე ნებართვა არ გაიცემა.”;
გ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „23 “ პუნქტი:
„23) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქ. თბილისში სამორინეს
ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი
უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზის ან/და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად,
ცალკე ობიექტად.“;
დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები –
5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა - სამორინეს ან სათამაშო
აპარატების სალონის იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზეც
გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოსა
და
ბინგოს
მოწყობის
ნებართვები
გაიცემა
თითოეული
ობიექტის
ფუნქციონირებისთვის.“;
ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და
ტოტალიზატორის მისამართების შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის
გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი
მისამართისთვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს,
სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის და ტოტალიზატორის მოწყობისთვის,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს ახალი ნებართვები.“.
4. მე–12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის
28-ე
მუხლის
მე-2
და
მე-3
პუნქტების
საფუძველზე
−
სალაროს
მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის
ვადა;“.
5. მე–19 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
სამორინეში
არსებული
სამორინეს
მაგიდების
ან/და
კლუბის
მაგიდების
ჩამონათვალი,
სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით;
მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის
წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; კლუბის მაგიდის არსებობის შემთხვევაში –
მომსახურების პროცენტის ოდენობა. მოგების გაცემის ვადა და ადგილი; პრეტენზიის განხილვის
ვადა.“;
ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის
28-ე
მუხლის
მე-2
და
მე-3
პუნქტების
საფუძველზე
−
სალაროს
მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის
ვადა;“.
6. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191
1.
აზარტული
„ლიცენზიებისა
და
კლუბის
მოწყობის
ნებართვების
ნებართვის
შესახებ“
მისაღებად
საქართველოს
ნებართვის
კანონის
მაძიებელმა,
25-ე
მუხლით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს
აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო
ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე
მომსახურების პროცენტის ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში
მოქცევის წესები და მიმდინარე თამაშობების წესები;
სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
2.
აკრძალულია
აზარტულ
კლუბში
იმ
თამაშობის
გამართვა,
რომელიც
გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“.
7. მე–20 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის
28-ე
მუხლის
მე-2
და
მე-3
პუნქტების
საფუძველზე
−
სალაროს
მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის
ვადა;“.
8. 201 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის
გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის
სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების
პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების
თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“.
9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის
შეცვლის შემთხვევაში, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა
წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).
2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეს, აზარტული კლუბის
და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში
ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში –
ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს
შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე.
3. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის
განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან 2
სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
10. 24–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ
შვიდი სამორინეს მაგიდა, მათგან ერთი – სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ.“.
11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურთავის სახელზე გაცემული
ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, გამოიყენოს
სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის
მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს,
სხვა პირებზე გაცემული სამორინეს,
აზარტული
ან/და
კლუბის,
სათამაშო
აპარატების
სალონის
ტოტალიზატორის
მოწყობის
ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.
3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის
შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო.“.
12. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის,
ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი
დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე
დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
დარბაზში,
სალაროსთან
და
შემოსასვლელში
ვიდეოჩაწერა
უნდა
მიმდინარეობდეს
ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბის და სათამაშო აპარატების
სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის
შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა
უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე
წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.
სალარო აღჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი
საგანგაშო სიგნალით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე
სესხის გაცემა ფსონის დასადებად.“.
13. 311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ლატარიასთან
დაკავშირებული
საკითხების
განხილვისა
და
შესაბამისი
სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო),
რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.
14. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 21 წლამდე პირისთვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე
პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონში და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) მოწყობის ადგილებში შესვლა ან/და თამაშობებში (მათ შორის, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში) მონაწილეობა აკრძალულია.
აზარტული
ან/და
მომგებიანი
თამაშობების
ორგანიზატორი
ვალდებულია
პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული
ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.
15. 33–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
1. სამორინეს მაგიდები,
კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო
ინვენტარი, რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის, შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის
ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.
2. სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდების და სათამაშო აპარატების გამოყენება
თამაშობაში დასაშვებია მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის
შემთხვევაში.“.
16. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განაპირობა ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი
თამაშობების
ბიზნესში
არსებული
პრობლემების
გადაჭრისა
და
ტექნიკური
სიახლეებთან კანონის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. წარმოდგენილი კანონპროექტი
მიზანია ასევე ნებართვით რეგულირებული აზარტული თამაშობის - აზარტული კლუბის
მოწყობის წესისა და პირობების განსაზღვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების დარეგულირება და ბაზარზე არსებულ
მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და აზარტული თამაშობის - აზარტული კლუბის
მოწყობის წესისა და პირობების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების თანახმად შემოდის ნებართვის ახალი სახე.
კერძოდ, აზარტული თამაშობის
გამართვა შესაძლებელი იქნება, როგორც სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში, ასევე
აზარტულ კლუბში.
აზარტული ტურნირის ჩატარების უფლება მიეცემა სამორინესთან ერთად აზარტული
კლუბის ორგანიზატორსაც.
სათამაშო მაგიდები იყოფა ორ ნაწილად. ერთი სამორინესათვის - სამორინეს მაგიდა,
რომელზეც თამაშობა მიდის სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეებს შორის და მეორე კლუბის მაგიდა, რომელზეც მხოლოდ მოთამაშეები თამაშობენ ერთმანეთში და რომლის დადგმა
შესაძლებელია როგორც სამორინეში, ასევე, აზარტულ კლუბში.
აზარტულ კლუბში დასაშვები ხდება
კლუბის მაგიდის გამოყენება, რომელზეც თამაშობა
მიმდინარეობს მხოლოდ მოთამაშეებს შორის ბანქოს საშუალებით, ორგანიზატორი თამაშობაში
უშუალოდ არ მონაწილეობს და იღებს მომსახურების საფასურს პროცენტის სახით. ამასთან,
აზარტული
კლუბი
უნდა
მოეწყოს
სამორინეს
ან
სათამაშო
აპარატების
სალონისგან
დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.
პროექტის თანახმად, იცვლება სალაროს ცნება და განისაზღვრება აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
სალაროს ცნება.
მე-11
მუხლის
პირველ
პუნქტში
ტექნიკურად
გასწორდა
ნებართვის
გაცემას
დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი.
პროექტის მიხედვით, აზარტული კლუბის მოწყობა შეუძლია ქ. თბილისში სამორინეს ან/და
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს. აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვა გაიცემა სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის იმ ნებართვის მოქმედების
დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზეც გაცემულია აღნიშნული ნებართვა.
უქმდება წამახალისებელი გათამაშების თამაშობის ზოგადი წესის შეთანხმება საბჭოსთან.
ტოტალიზატორის თამაშობის წესში, სამორინეს რეგლამენტსა და სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის წესში დამატებით უნდა მიეთითოს ასევე პრეტენზიის განხილვის ვადა.
კანონს ემატება 191 მუხლი - აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღება საჭირო
დოკუმენტების ჩამონათვალი.
201 მუხლის მე-2 პუნქტში სამორინეს ნაცვლად, არსებული ვალდებულება - აზარტული
ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე,
ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ტურნირის მოწყობისა და
ჩატარების პირობები, რომელშიც ასევე მიუთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და
დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას - წესდება აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის მფლობელზე.
ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 21-ე მუხლი. სამორინეს, სათამაშო აპარატების
სალონთან ერთად აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაშიც შემოსავლების
სამსახურს თამაშობის ორგანიზატორმა უნდა წარუდგინოს
პირობები (რეგლამენტი).
შესაბამისი თამაშობის მოწყობის
აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეს,
აზარტული კლუბის და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და
თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა
ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში,
ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე.
28-ე მუხლით განსაზღვრული სალაროს მოწყობის წესები ვრცელდება აზარტული კლუბის
მოწყობის ნებართვის მფლობელზეც.
29-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულებები (სამორინეს,
სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად
მოწყობილი შენობა-ნაგებობების მოწყობის წესები) ვრცელდება ასევე აზარტული კლუბისათვის
მოწყობილ შენობა-ნაგებობებზე.
29-ე მუხლის მე-2 პუნქტში გასწორდა დაშვებული უზუსტობა, კერძოდ ამოღებულ იქნა
„სამორინე“, გამომდინარე იქიდან, რომ აზარტული თამაშობა ისედაც მოიცავს სამორინეს.
პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წამახალისებელ გათამაშებასთან
და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო იცვლება ლატარიასთან
დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოთი.
32-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, 21-წლამდე პირს
ეკრძალება სამორინეს და ასევე აზარტული კლუბის თამაშობებში მონაწილეობა.
33-ე მულში ცვლილება განაპირობა სათამაშო მაგიდის ცნების ცვლილებამ.
წესდება ჯარიმა აზარტული კლუბის ნებართვის მფლობელის მიმართ სანებართვო პირობების
დარღვევისთვის 2000 ლარის, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის 10000 ლარის ოდენობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე
იქიდან, რომ წესდება ახალი სანებართვო საქმიანობა, რომლისთვისაც დადგენილი იქნება
სანებართვო მოსაკრებელი, ასევე დაწესდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც აზარტული
კლუბის მაგიდისათვის. ხოლო წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით მოხდება
საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, რა თქმა უნდა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სანებართვო
საქმიანობისათვის
დაწესდება
სანებართვო
მოსაკრებელი
და
ასევე
სათამაშო
ბიზნესის
მოსაკრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
ეს
კანონპროექტით
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
გადასახდელის ოდენობს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
სხვა
სახის
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.