„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/430/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 პუნქტი: „371. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“. 2. 34-ე მუხლის: ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „4 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების 1 მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37 მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ბ) 41 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი: „42. სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, უქმდება აღნიშნული ნებართვების საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ნებართვის - აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის შემოღების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია შემოღებულ იქნას ნებართვის ახალი სახე აზარტული კლუბის მოწყობისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილების თანახმად კანონის 24-ე მუხლს (ნებართვის სახეების ჩამონათვალს) ემატება 371 პუნქტი - აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. ასევე ცვლილება შედის 34-ე მუხლში და ხდება ერთიანი მიდგომის დაწესება ნებართვის გაუქმების ნაწილში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ წესდება ახალი სანებართვო საქმიანობა, რომლისთვისაც დადგენილი იქნება სანებართვო მოსაკრებელი, ასევე დაწესდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც აზარტული კლუბის მაგიდისათვის. ხოლო წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით მოხდება საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, რა თქმა უნდა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სანებართვო საქმიანობისათვის დაწესდება სანებართვო მოსაკრებელი და ასევე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.