საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
III მოსმენა
✓ 67 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის,
აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული
შემოსავლისა;“.
2. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის,
აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება,
გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;“;
3. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში),
აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის
მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს,
ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის
ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული
ვალდებულებები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
`საქართველოს საგადასახადო კოდექში ცვლილების შეტანის შესახებ~
საქართველოს კანონის პროექტზე
a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
განსახორციელებელ
შემუშავების
მიზეზს
ცვლილებებთან
წარმოადგენს
საქართველოს
სათამაშო
ბიზნესის
საგადასახადო
სფეროში
კანონმდებლობის
შესაბამისობაში მოყვანა, რომლის მიხედვითაც, ხდება ახალი სანებართვო საქმიანობის შემოღება აზარტული კლუბის მოწყობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
სათამაშო ბიზნესის სფეროში განსახორციელებულ
ცვლილებებთან დაბეგვრის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს საგადასახადო
კოდექსის:
- 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი (რომლის თანახმად საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აგრეთვე
ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი,
გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა);
- 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი( რომლის მიხედვითაც: მოგების
გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო
აპარატების სალონის მომწყობი პირის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ
აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით
თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა);
- 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან
გადახდილი თანხის დაკავების ვალდებულება წარმოეშვება ასევე აზარტული კლუბის მომწყობ
პირს - აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში - რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
თუმცა რა ოდენობით მოხდება შემცირება (თუ მოხდა), ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ფინანსური კუთხით იმ პირებზე, რომლებზეც
გავრცელდება აღნიშნული კანონპროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებით
წესდება ახალი საგადასახადო შეღავათები აზარტული კლუბის მომწყობი პირებისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.