„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
III მოსმენა
✓ 66 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-7 მუხლის:
ა) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) აზარტული კლუბის მოწყობა - წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით;“
ბ) 105 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„10 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობისა და აზარტული
კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.“
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „106“ და „107“ პუნქტები:
„106. ქ. თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ
ტერიტორიაზე თავისუფლდება არაუმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად
დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.
107. ქ. თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი
საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან.“
2.
მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებელი
გადაიხდება
ნაღდი
ან
უნაღდო
ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10
პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 106 და 107
პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის
ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ
4
5
ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 10 და 10
პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან
არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს,
აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის
სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. ამასთან,
აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად
სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის
დასრულებამდე
დარჩენილი
დღეების
მიუხედავად,
რომლის
საფუძველზეც
გაცემულია
აღნიშნული ნებართვა.
1
2 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვების
მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ
ეკისრებათ. “
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 მაისამდე დაადგინოს აზარტული კლუბის
მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები.
მუხლი
3.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლისა,
გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
ამოქმედდეს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”
და „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს კანონების პროექტებით,
რომელთა მიხედვითაც ხდება ახალი სანებართვო საქმიანობის შემოღება - აზარტული კლუბის
მოწყობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ლატარიების, აზარტული და სხვა
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” და
„ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონებში განსახორციელებელ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
პროექტის
თანახმად,
წესდება
მოსაკრებელი
აზარტული
კლუბის
მოწყობისათვის - წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც
მთავრობა დააწესებს მოსაკრებლის ოდენობებს ტერიტორიების მიხედვით.
ამასთან, ქ. თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს შეუძლია უფასოდ
მოაწყოს 3 აზარტული კლუბი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ხოლო ქ. თბილისში
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს შეუძლია უფასოდ მოაწყოს 1
აზარტული კლუბი.
აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებელს ორგანიზატორი გადაიხდის იგივე
პრინციპით, როგორც ეს დადგენილია სამორინეზე (წლების პროპორციულად). რაც შეეხება
აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელს, იგი გადაიხდება
სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ
ნებართვის
მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზეც
გაცემულია აღნიშნული ნებართვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე
იქიდან,
რომ
წესდება
ახალი
სანებართვო
საქმიანობა
-
აზარტული
კლუბის
მოწყობა,
რომლისთვისაც დგინდება სანებართვო მოსაკრებელი, ასევე დაწესდება სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებელიც აზარტული კლუბის მაგიდისათვის. ხოლო წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა
ოდენობით მოხდება საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, რა თქმა უნდა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სანებართვო
საქმიანობისათვის
დაწესდება
სანებართვო
მოსაკრებელი
და
ასევე
სათამაშო
ბიზნესის
მოსაკრებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით წესდება სანებართვო მოსაკრებელი აზარტული კლუბის მოწყობისათვის.
მოსაკრებლის ოდენობა არის წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით. აღნიშნული
ოდენობა განისაზღვრა სათამაშო ბიზნესის სფეროს ანალიზის შედეგად. ამასთანავე, აღნიშნული
ზღვრული ოდენობების ფარგლებში ზუსტ სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა, რა დროსაც ასევე იქნება გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის სფეროს
სპეციფიკა და თავისებურებანი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.