„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/430/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
III მოსმენა
✓ 65 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-03-19
ბიუროს ნომერი 232

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. „ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი; “ 4. მე-5 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით;“. ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ სამორინეს ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“ 5. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამორინეს მოწყობის, აზარტული კლუბის მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდის და სათამაშო აპარატებისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდის და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.“. მუხლი 2. სამორინეს ნებართვის მფლობელი თვისუფლდება 2012 წლის მე-2 კვარტლის კლუბის მაგიდისათვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან იმ კლუბის მაგიდაზე, რომელზეც ამ კანონის ამოქმედებამდე გადახდილი აქვს 2012 წლის მე-2 კვარტლის სათამაშო მაგიდისათვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტით, რომლის მიხედვითაც ხდება ახალი სანებართვო საქმიანობის შემოღება - აზარტული კლუბის მოწყობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, კერძოდ, დაბეგვრის ობიექტებია - სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი, გამომდინარე იქიდან, რომ სათამაშო მაგიდის ნაცვლად შემოღებულ იქნა სამორინეს მაგიდა და კლუბის მაგიდა. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი - „თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით. მე-5 მუხლს ემატება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ახალი სახე აზარტული კლუბისათვის - თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. ამასთან, აზარტული ტურნირის ორგანიზატორი თავისუფლდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის გადახდის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება ხდება მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის. ცვლილება შედის მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, რომლის თანახმად მოქმედი რეგულაციები გავრცელდება აზარტულ კლუბებზეც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ წესდება ახალი სანებართვო საქმიანობა - აზარტული კლუბის მოწყობა, რომლისთვისაც დგინდება სანებართვო მოსაკრებელი, ასევე წესდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კლუბის მაგიდისათვის. ხოლო წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით მოხდება საშემოსავლო ნაწილის გაზრდა, რა თქმა უნდა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სანებართვო საქმიანობისათვის დაწესდება სანებართვო მოსაკრებელი და ასევე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კლუბის მაგიდისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით წესდება ახალი სახის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კლუბის მაგიდისათვის. მოსაკრებლის ოდენობა არის კვარტალში 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. აღნიშნული ოდენობა განისაზღვრა სათამაშო ბიზნესის სფეროს ანალიზის შედეგად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.