„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/350/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 65 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრინციპები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში და ჩამოაყალიბოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები ამ პოლიტიკის განხორციელებაში, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი. მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში 1. საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის, ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებასა და მათ დაბრუნებას საქართველოში. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას; ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან და/ან მისი მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ– კავკასიურ ენათა ოჯახს; გ) წარმომავლობა საქართველოდან – პირის ან მისი წინაპრების კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად; დ) წინაპარი – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის აღმავალი შტოს ხუთი თაობა; ე) ახლო ნათესავი – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი; ვ) დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული დიასპორის საერთო კოორდინაციას საქართველოს სახელმწიფოსთან და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი; ზ) დიასპორული ორგანიზაცია – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურული, სამეცნიერო–ტექნიკური, სპორტული და ა.შ. თანამშრომლობის მიზნით; თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან არსებული რეესტრი – ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბაზა; ი) დიასპორა – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა. დიასპორული მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ბ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან და/ან მისი მშობლიური ენა მიეკუთვნებოდა ქართულ–კავკასიურ ენათა ოჯახს. 2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი წარმომავლობას საქართველოდან ან მისი მშობლიური ენის კუთვნილებას ქართულ–კავკასიურ ენათა ოჯახისადმი ადასტურებს ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებით ან მტკიცებულებებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ან იმ მოწმეების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, აგრეთვე იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხებით. 3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, მშობლების განცხადების საფუძველზე, მიენიჭება მათ არასრულწლოვან შვილს, რომლის ერთ–ერთი მშობელიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე. 4. საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში უფლება აქვს ამ მუხლში გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მხოლოდ მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების საფუძველზე. მუხლი 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო საბუთები 1. განცხადებასთან ერთად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) 2 ფოტოსურათი; ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; გ) დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი; დ) ავტობიოგრაფია; ე) დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს წარმომავლობას საქართველოდან ან პირის მშობლიური ენის კუთვნილებას ქართულ–კავკასიური ენობრივი ოჯახისადმი; ვ) სამოტივაციო წერილი; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. დოკუმენტებს შესაძლებელია თან დაერთოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება–შუამდგომლობა, რომლის წევრსაც წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი. 3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განცხადება პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). უცხოეთში მყოფ პირებს შეუძლიათ განცხადება წარუდგინონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც განცხადებას შესაძლებლობის ფარგლებში უმოკლეს ვადაში გადაუგზავნიან სააგენტოს. 2. განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნას ელექტრონული ფორმით, სააგენტოს შესაბამის ვებ–გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით. 3. განცხადება ივსება ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე. 4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, მას განესაზღვრება გონივრული ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება დატოვოს განუხილველი. 5. სააგენტო ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. ამ მიზნით, იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქმის მასალებს გადაუგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ– კავკასიურ ენათა ჯგუფისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ამ პირისათვის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის. 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ–კავკასიურ ენათა ჯგუფისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტებისა და ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით. 7. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან სააგენტოს დასკვნა წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში. 8. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის გამო, სააგენტოს მიერ განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად. 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო პირზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას. 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზე, რომელთაც აღარ მოეთხოვებათ მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა. 11. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის განმავლობაში. 12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 13. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას პირი უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელეტრონული ფოსტის მეშვეობით. მუხლი 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსათვის განმეორებით მიმართვის საუძვლები 1. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებაზე ამ კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. 2. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებაზე ამ კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არ აქვს უფლება განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად. მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს. 2. მოწმობა პირის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე; გ) დაბადების ადგილი; დ) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული სპეციალური ნომერი; ე) პირადი ხელმოწერა; ვ) მოქალაქეობა; ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა; კ) მოწმობის ნომერი. 3. მოწმობის ფორმას, მისი გაცემის და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პირი მიმართავს სააგენტოს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 5. სახელის, გვარის, მოქალაქეობის, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას მოწმობის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა. 6. პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) ხმარებისათვის გამოუსადეგობისას ან დაკარგვისას. 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა კარგავს ძალას. მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ განხორციელებული ქმედების შესახებ ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე; ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განზრახ არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა; გ) ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა. 2. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. 3. სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემემულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღება არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე; ბ) ამ კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ ნებაყოფლობითი განცხადების წარდგენა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ; დ) საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 3. თუ პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მის მიმართ სტატუსის შეწყვეტის საკითხიც გადაწყდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ეცნობება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები და მოვალეობები 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემემულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც კანონიერი საფუძვლით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობენ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მათ დამატებით გააჩნიათ შემდეგი პრივილეგიები: ა) სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში; ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა. გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების შეტანისას იხდის მომსახურების საფასურს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათიანი პირობებით; დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში. 2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებში. მუხლი 12. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების მიმართ 1. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაზე საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. 2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი 1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი 3 წლის ვადით. აღნიშნული ვადის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს ამა თუ იმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შესაძლებელია რამდენიმე ქვეყანაში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი. 3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და აუცილებელი პიროვნული თვისებები მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის; ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან; გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას; დ) შეუძლია განახორციელოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე. 4. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი პირობები: ა) სასურველია მას თავისი საქმიანობით გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე; ბ) სასურველია ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. 5. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით. 6. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისას; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას; დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას; ვ) გარდაცვალებისას. 7. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. 8. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი: ა) ხელს უწყობს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების განვითარებასა და გაფართოებას; ბ) ახორციელებს ქართული დიასპორისა და საზღვარგარეთ მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას; გ) ხელს უწყობს ქართული დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობას; ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ვ) აქტიურად მონაწილეობს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ საქმიანობას; ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას ქართულ დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ; თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს; ი) ხელს უწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას; კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს. 9. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. 10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე სხვა სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით. 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და/ან საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ. 15. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და წარმოადგინოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინაშე ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 16. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომელსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი. 17. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მოადგილე ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 14. დიასპორული ორგანიზაციები 1. დიასპორული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს შორის კულტურულ-სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტურობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას. 2. დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი (შემდგომში – რეესტრი). 3. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ორგანიზაციის სრული დასახელება; ბ) იურიდიული მისამართი; გ) მონაცემები ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ; დ) ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები; ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. რეესტრში დასარეგისტრირებლად ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი პირობები: ა) შექმნილი უნდა იყვნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ორგანიზაციის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე; გ) მათი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს; 5. დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა. 6. ორგანიზაციები ურთიერთობას ამყარებენ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით. მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ კანონის დებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს „დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის N 761 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. 3. ამ კანონით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მუხლი 16. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. საყოველთოდ ცნობილია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები იმყოფებიან ეკონომიკურად, ეთნიკურად, კონფესიურად, ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით უცხო გარემოში, რაც ობიექტურად უამრავი საფრთხის შემცველია, ისტორიული თავისთვადობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის თვალსაზრისით. ამიტომაც აქვთ სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის, მამულის მონატრების გამძაფრებული გრძნობა, საკუთრი სამშობლოს მხარდაჭერის მოლოდინი. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, უმნიშნელოვანესია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერა. სახელწიფოსა და საზოგადოებრივი განვითარების ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. ამ მისიის შესრულება განპირობებულია სახელწიფოს პოლიტიკური ნებით, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ყველა ვისაც გააჩნია წარმომავლობა საქართველოდან და საკუთარ ისტორიულ სამშობლოდ საქართველოს აღიარებს, უფლებამოსილია მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთან მჭიდრო, ფართო სპექტრის კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს: საქართველოსთან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ურთიერთობის სამართლებრივი დარეგულირება; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმის შექმნა; საქართველოს სახელწიფო პოლიტიკისა და პრინციპების განსაზღვრა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთნ მიმართებაში და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლების ჩამოყალიბება ამ პოლიტიკის განხორციელებაში; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქმიანობის, ასევე, საქართველოს ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია; დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სამართლებრივ სტატუსს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადებებს განიხილავს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ და გასცეს სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. კანონპროექტში განსაზღვრულია ის სამართლებრივი გარანტიები, რომლებსაც ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზეც. კანონპროექტში განსაზღვრულია დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსიც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის საფასური ჩაირიცხება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ამ კუთხით კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე განისაზღვრება დამატებული ღირებულების გადასახადის ბიუჯეტში ჩარიცხვის კუთხით. ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ზოგადი და უმაღლესი განათლების დაფინანსება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის მიღების და მინიჭებისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების და მინიჭებისას გათვალისწინებული მომსახურების გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები 25 პროცენტით. კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2012 წლის 1 მარტიდან და შესაბამისი საბიუჯეტო დანახარჯები აისახება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. ბიუჯეტიდან გასული თანხების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, ვინაიდან უცნობია, თუ რამდენი პირი მიიღებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას და უცხოეთში მცხოვრები რამდენი თანამემამულე მიმართავს სააგენტოს განცხადებით მოქალაქეობის მიღების ან მინიჭების თაობაზე; ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთ მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტი იქონიებს გარკვეულ ფინანსურ შედეგებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. კერძოდ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისთვის, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მიღებისთვის ისინი გადაიხდიან შესაბამისი მომსახურების საფასურს. ამასთან, ზემოაღნიშნულ პირებს ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმაღლესი (სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების სახით) და ზოგადი განათლების დაფინანსების მიღების უფლება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურს, რომლის ოდენობაც განისაზღვრება „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.