„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
- „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 57 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-80 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს,
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს,
აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს,
რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე“.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე
უცხოეთის მოქალაქეებისა, რომელთა უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს
მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო სასწავლო
გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის
არა უმეტეს 2%-ის ფარლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან
ნაცვალგების პრინციპით.
2. კანონის მე‐801 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს,
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, აგრეთვე
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით
დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე
უცხოეთის მოქალაქეებისა, რომელთა უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს
მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო
შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულის
უმაღლესი
განათლების
დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება საქართველოს
მოქალაქესთან ერთად აქვს აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, რომელიც ამ კანონით
დადგენილი წესით ჩაირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, სახელმწიფო
ბიუჯეტიდან მოხდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უმაღლესი განათლების დაფინანსება.
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2012 წლის 1 მარტიდან და შესაბამისი საბიუჯეტო
დანახარჯები აისახება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. ბიუჯეტიდან
გასული თანხების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, ვინაიდან უცნობია, თუ რამდენი პირი
მიიღებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას.
ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთ მიმართ ვრცელდება ამ
კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები,
რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და
ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.