„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
- „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 59 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N24-25/3, 6 ნოემბერი,
1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი:
„4. sportis
Sesaბamis
saxeobaSi
saerTaSoriso
federaciis
Tanxmobis
SemTxvevaSi,
უცხოეთში მცხოვრები თანამემემულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს ufleba aqvT
monawileoba miiRon sportul SejibrebebSi saqarTvelos saxeliT erovnuli nakrebis
SemadgenlobaSi“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიანიჭოს უფლება მონაწილეობა
მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, sportis Sesaბamis saxeobaSi saerTaSoriso federaciis
Tanxmobis SemTxvevaSi, ucxoeTSi mcxovreb Tanamemamuleebs ufleba aqvT monawileoba
miiRon sportul SejibrebebSi saqarTvelos saxeliT erovnuli nakrebis SemadgenlobaSi.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთ მიმართ ვრცელდება ამ
კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები,
რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და
ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.