„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/350/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 62 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22–ე მუხლის მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირზე, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეზე. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება საერთაშორისო განისაზღვრება ხელშეკრულებით ნაცვალგების ან/და შეთანხმებით, პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე“. 2. 221 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „5. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეზე. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ზოგადი განათლების დაფინანსება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება საქართველოს მოქალაქესთან ერთად აქვს აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ზოგადი განათლების დაფინანსება. კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2012 წლის 1 მარტიდან და შესაბამისი საბიუჯეტო დანახარჯები აისახება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში. ბიუჯეტიდან გასული თანხების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, ვინაიდან უცნობია, თუ რამდენი პირი მიიღებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას; ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთ მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. პროექტი