„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
- „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 61 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46,
22.12.2009, მუხ. 347) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29–ე და 30-ე ქვეპუნქტები:
„29. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადების შეტანიდან:
მინიჭების საკითხის განხილვისა და
ა) მე–80 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 150 ლარია;
ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 150
ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.
30. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი
შეტანიდან:
მოწმობის განცხადების
ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;
გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25
ლარია;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.”
2. მე–8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ამ კანონის მე–5 მუხლის მე–13 და მე–17 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის
გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები – 25 პროცენტით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი
მოწმობის გაცემისათვის საფასურის განსაზღვრა, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე
განცხადების შეტანისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი
მოწმობის გაცემისათვის პირი გადაიხდის გარკვეულ საფასურს, ხოლო მოქალაქეობის მიღებისას ან
მინიჭებისას ისარგებლებს შეღავათიანი პირობებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი
მოწმობის გაცემისათვის საფასური ჩაირიცხება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო ამ
კუთხით კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე განისაზღვრება დამატებული
ღირებულების გადასახადის ბიუჯეტში ჩარიცხვის კუთხით.
ბ.დ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროქტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,რომელთ მიმართ ვრცელდება ამ
კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს gamoiwvevs იმ პირთათვის, რომlebic moisurveben
თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობიs miRebas, კერძოდ, გადაიხდიან უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის საფასურს, romlis
odenobebic ganisazRvra mowmobis damzadebisa da gacemisaTvis gaweuli xarjebis
Sesabamisad. ამასთან,
საქართველოს მოქალაქეობის მიღების და მინიჭებისას გათვალისწინებული
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები –
25 პროცენტით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი
ითვალისწინებს
უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულის
სტატუსის
დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის საფასურს, romlis odenobebic ganisazRvra mowmobis
damzadebisa da gacemisaTvis gaweuli xarjebis Sesabamisad.
გ) კანონპროქტის მიმართება საერთშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები,
რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და
ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.