„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/414/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 2000 წელი, მუხ. 113) მე–11 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო– უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1–ლი მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული პირების ოჯახის წევრი უნდა დაიკრძალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხარჯზე. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქ. თბილისში – 350 ლარს, სხვა ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო რაიონებში – 250 ლარს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ამ კანონის არსებული რედაქციით არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაღაურებას, რაც დადებით გავლენას მოახდეს ამ პირთა ოჯახის წევრების მძიმე მორალურ მდგომარეობაზე და წარმოადგენს ამ სტატუსის მქონე პირთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის აუცილებელ დამატებით ზომას. კანონპროექტის მიღებით სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, სამშობლოს დაცვისას დაღუპულ და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომრებთან ერთად, ასევე წარმოიშობა აღნიშნულ პირთა და 2008 წლის 01 აგვისტოდან საომარი მოქმედებების გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და/ან გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრების მიმართ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას და ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციას სოციალური ხარჯების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი ადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრების და 2008 წლის 01 აგვისტოდან საომარი მოქმედებების გაუქმებამდე საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და/ან გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრების სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას და ოდენობას, რომლის დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ამ პირების გარდაცვალების შემთხვევაში, შეუძლებელია დათვლა, თუ რა ოდენობით გამოიწვევს აღნიშნული კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 4. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მოძრაობის ფონდი „მოლოდინი“; უგზო–უკვლოდ ან/და დაკარგულ 5. „არასამთავრობო ორგანიზაციათა და ფიზიკურ პირთა არარეგისტრირებული გაერთიანება „ქვეყნისა და ხალხისათვის“; 6. აიპ „საქართველოს ლეგიონი“. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. საერთაშორისო (დაწესებულების) ან/და დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.