„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.03.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/414/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №51, 31.12.2006, მუხ.448) 26–ე მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „2¹. 2011 წლის 1 მაისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი №5, მუხ.35) განსაზღვრული საყოფაცხოვრებო სუბსიდიების გაზრდა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციასთან მიმართებაში იმ საყოფაცხოვრებო სუბსიდიების მცირე ოდენობა, რომელთა მონეტიზაცია განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს მიღებული დადგენილებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდეს უკვე დადგენილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიების გადაანგარიშება გაზრდის კუთხით და მონეტიზაცია მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, განხორციელდეს არსებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიების ზრდა და მონეტიზაცია კანონპროექტით დადგენილ ვადაში, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მე–4 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მიმართ: ა) ბ) გ) დ) ე) ვ) ზ) თ) ი) კ) მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდები; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილები 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილები ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლები (თითოეული ოჯახი); მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები; მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილები 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილები ასაკის მიუხედავად, მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლები (თითოეული ოჯახი); სამხედრო ძალების ვეტერანები მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას; ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირები; ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები; ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღები ოჯახები; ლ) მ) ნ) ო) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრები; ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლები, შრომისუუნარო მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები; ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას და ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციას სოციალური ხარჯების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, გაზარდოს საყოფაცხოვრებო სუბსიდიები შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამ ეტაპზე შეუძლებელია დათვლა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის იმ ხარჯების, რომელიც დადგინდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის შემდგომ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და გააუმჯობესებს მათ სოციალურ– ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ან/და 10. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო–უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძრაობის ფონდი „მოლოდინი“; 11. „არასამთავრობო ორგანიზაციათა და ფიზიკურ პირთა საერთაშორისო არარეგისტრირებული გაერთიანება „ქვეყნისა და ხალხისათვის“; 12. აიპ „საქართველოს ლეგიონი“. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს. (დაწესებულების) ან/და დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.