„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს კანონში
დამატების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„ომისა
და
სამხედრო
ძალების
ვეტერანების
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 2000 წელი,
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მუხ. 113) 21–ე მუხლს დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე–4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით განსაზღვრული სარიტუალო მომსახურების ხარჯები არ უნდა შეადგენდეს „სამშობლოს
დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“
საქართველოს კანონის მე–11 მუხლით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლებს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ამ კანონის არსებული რედაქციით არ
არის დადგენილი ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო
მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი ხარჯების მინიმალური ოდენობა, განსხვავებით „სამშობლოს
დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“
საქართველოს კანონისგან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, მათი
გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო მომსახურების ხარჯების მინიმალური ოდენობის განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს, ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანების
სარიტუალო მომსახურების ხარჯების მინიმალური ოდენობის საკანონმდებლო აქტით დადგენას ამ
სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის მექანიზმების გამყარების მიზნით.
აღნიშნული სარიტუალო მომსახურების მინიმალური ოდენობები განსაზღვრულია
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლით და შეადგენს:
ა) ქ. თბილისში – 350 ლარს;
ბ) სხვა ქალაქებში – 300 ლარს;
გ) რაიონებში – 250 ლარს;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას და ბიუჯეტის
ხარჯების ოპტიმიზაციას სოციალური ხარჯების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი ადგენს ომისა და სამხედრო ძალების
გარდაცვლილი ვეტერანების სარიტუალო მომსახურების ხარჯების მინიმალურ ოდენობას, რომლის
ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ამ პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე ამ
ხარჯების ოდენობა იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, ვისაც ამ კანონის თანახმად, ეკისრება სარიტუალო
მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, შესაძლებელია შეადგენდეს კანონპროექტით განსაზღვრულ
მინიმალურ ოდენობაზე მეტს, შეუძლებელია დათვლა, თუ რა ოდენობით გამოიწვევს აღნიშნული
კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთა
მიმართ, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება იმ კონკრეტულ პირთა ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
7.
ან/და
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო–უკვლოდ დაკარგულ
მებრძოლთა მოძრაობის ფონდი „მოლოდინი“;
8.
„არასამთავრობო
ორგანიზაციათა
და
ფიზიკურ
პირთა
საერთაშორისო
არარეგისტრირებული გაერთიანება „ქვეყნისა და ხალხისათვის“;
9.
აიპ „საქართველოს ლეგიონი“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ექსპერტების დასკვნები არ არსებობს.
(დაწესებულების)
ან/და
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.