„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-03-14
ბიუროს ნომერი 170
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
№2, 10.01.2005, მუხ.4) 891-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„2¹. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით
განსაზღვრულ პირთა და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებით განსაზღვრულ პირთა შვილების საჯარო სამართლის იურიდიული პირში – უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით
გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ
პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ კანონის არსებული რედაქცია არ
ახდენს დაშვებას, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში
გამოყოფილი თანხა აღემატებოდეს ამავე კანონით დადგენილ სოციალური პროგრამის ფარგლებში
გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო
მოქმედების,
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდთა შვილების, ასევე საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ
დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილებისთვის, განსხვავებით 2007 წლის 7
აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული პირებისგან,
რომელთა მიმართ კანონი ითვალისწინებს აღნიშნულ პირობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია, რომ შესაძლებელი გახდეს მეორე მსოფლიო ომის, სხვა
სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდების შვილებმა, ასევე
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ,
უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრლობების შედეგად გარდაცვლილთა შვილებმა უმაღლესი
განათლების დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიიღონ ამავე კანონით დადგენილ
სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტი დაფინანსება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ადგენს, რომ მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე
საბრძოლო
მოქმედების,
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა
და
დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ინვალიდთა შვილების, ასევე საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ
დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილების უმაღლესი განათლების
დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შესაძლებელია აღემატებოდეს
დადგენილი სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც
ამავე კანონის შესაბამისად, შეადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტების, მათ შორის სამაგისტრო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას და ბიუჯეტის
ხარჯების ოპტიმიზაციას სოციალური ხარჯების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი ახდენს მხოლოდ დაშვებას, რომ აღნიშნულ
პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი
თანხა, შეიძლება აღემატებოდეს ამავე კანონით დადგენილი სოციალური პროგრამის ფარგლებში
გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას (სახელმწიფო სასწავლო გრანტების, მათ შორის სამაგისტრო
გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ი), ხოლო თავად სახელმწიფო სასწავლო
გრანტით დაფინანსების ოდენობას და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, მოცემულ ეტაპზე
შეუძლებელია დათვლა, თუ რა ოდენობით გამოიწვევს აღნიშნული კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთა
მიმართ, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და გააუმჯობესებს მათ სოციალურ–
ეკონომიკურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ან/და
13.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის უგზო–უკვლოდ დაკარგულ
მებრძოლთა მოძრაობის ფონდი „მოლოდინი“;
14.
„არასამთავრობო
ორგანიზაციათა
და
ფიზიკურ
პირთა
საერთაშორისო
არარეგისტრირებული გაერთიანება „ქვეყნისა და ხალხისათვის“;
15.
აიპ „საქართველოს ლეგიონი“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ექსპერტების დასკვნები არ არსებობს.
(დაწესებულების)
ან/და
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.