„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 18 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სათამაშო
ბიზნესის
მოსაკრებლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება
სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15
000-დან 30 000 ლარის ჩათვლით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან - 3 000
ლარის ჩათვლით;
გ)
ტოტალიზატორის,
ბინგოს,
ლოტოს
თითოეულ
სალაროზე
–
კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის - 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში - 12 000დან 90 000 ლარის ჩათვლით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან
მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.
2. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
განაკვეთის
ფარგლებში,
ტერიტორიული
ერთეულების
მიხედვით ადგენს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წლიური განაკვეთს.”.
მუხლი
2.
საქართველოს
მთავრობამ
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენა.
მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს.
მუხლი 4. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
კანონპროექტი ითვალისწინებს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ცვლილებას.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი,
რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატებზე, ადგილობრივი მოსაკრებელთა
რიცხვს
მიეკუთვნება.
შესაბამისად,
მოსაკრებლის
განაკვეთები
დიფერენცირებულია
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ტერიტორიული
ერთეულების მიხედვით და მისი შემოღება ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილებაა, რაც შეუძლებელს ხდის
ამ მეტად სპეციფიური სფეროს ერთგვაროვან რეგულირებას. თუმცა ბიუჯეტში
ამ სახის მოსაკრებლის გადახდის შედეგად აკუმულირებული თანხების
სოლიდურობა, ასევე სათამაშო ბიზნესის სფეროს საგადასახადო რეგულირების
ერთიანი სისტემის
არსებობის აუცილებლობა განაპირობებს აღნიშნული
მოსაკრებლის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ
დადგენის საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
სათამაშო აპარატების მოწყობის სფეროში გატარდება ერთიანი პოლიტიკა,
რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსულობების ზრდას და იმავდროულად
მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც არ იქონიებს გავლენას, რადგან იგი
შეეხება
ბიზნეს
სექტორის
შედარებით
ვიწრო
სეგმენტს.
აღნიშნული
მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხები სათამაშო ბიზნესის განხორციელების
ადგილის მიხედვით ჩაირიცხება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სათამაშო
ბიზნესის
მოსაკრებლის
შესახებ“
განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
განაკვეთის
საქართველოს
კანონში
მთავრობა ამ მუხლის
ფარგლებში,
ტერიტორიული
ერთეულების მიხედვით დაადგენს სათამაშო ბიზნესის (რომეიც გადაიხდევინება
სათამაშო აპარატებზე) მოსაკრებლის წლიური განაკვეთს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ
მოითხოვს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული
კანონის
ამოქმედებით
მოსალოდნელია
ბიუჯეტის
შემოსულობების ცვლილება, კერძოდ კი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით
გადახდილი თანხების ზრდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ
მოითხოვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს.
ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის
თანახმად
სათამაშო
ბიზნესის
მოსაკრებელი
ხდება
საერთო-სახელმწიფოებრივი ხასიათის.
ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეხება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეხება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის
დ.ა)
მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემის თანამშრომლები.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო
ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი