„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/448/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
II მოსმენა
✓ 62 ✗ 0
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამორინეს მოწყობის ნებართვა, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, ლოტოს მოწყობის ნებართვა, ბინგოს მოწყობის ნებართვა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა - 5 წლის ვადით.”; 2. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “გ1” ქვეპუნქტი: “გ1) სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;”. მუხლი 2. სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვებს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელთა განცხადების საფუძველზე, ვადა უგრძელდებათ 2012 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 3. 2012 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სათათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და 371 მუხლის ცვლილებას. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მოწყობის ნებართვა გაიცემოდა მხოლოდ 1 წლის ვადით, რაც გადასახადის გადამხდელს არ აძლევს საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმოს თავისი საქმიანობა. გარდა ამისა, მოსაკრებლის თანხის გაზრდის გამო, იზრდება გადასახადის გადამხდელთა მხრიდან მისთვის თავის არიდების რისკი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, გადასახადის გადამხდელებისათვის სრულყოფილი საგადასახადო გარემოს შექმნა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაცემის პირობებისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, რაც ნებართვის მფლობელს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმოს თავის საქმიანობა. თუ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი მოსაკრებელს იხდის ყოველწლიურად, გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი, იგი ვალდებულია, წინააღმდეგ დროულად შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვებს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელთა განცხადების საფუძველზე, ვადა გაუგრძელდებათ 2012 წლის 1 იანვრამდე. ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ნებართვებს აღარ ექნება იურიდიული ძალა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ მოითხოვს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღნიშნული კანონის ამოქმედებით მოსალოდნელი არაა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ეხება გადასახადის და/ან მოსაკრებლის განაკვეთებს. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეხება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის დ.ა) მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი