„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.05.2011
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/448/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 10 ✗ 20
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “პ” ქვეპუნქტი: “პ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატზე.” 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის “პ” ქვეპუნქტისა).” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში “პ” ქვეპუნქტის დამატებასა და მე-3 პუნქტიდან “ე” ქვეპუნქტის ცვლილებას. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, როელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატზე, ადგილობრივი გადასახადების რიცხვს მიეკუთვნება. შესაბამისად, მოსაკრებლის განაკვეთი დიფერენცირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მათი შემოღება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამოსილებაა, რაც შეუძლებელს ხდის ამ მეტად სპეციფიური სფეროს ერთგვაროვან რეგულირებას. თუმცა, ბიუჯეტში ამ სახის მოსაკრებლის გადახდის შედეგად აკუმულირებული თანხების სოლიდურობა, ასევე სათამაშო ბიზნესის სფეროს საგადასახადო რეგულირების ერთიანი სისტემის არსებობის აუცილებლობა განაპირობებს აღნიშნული მოსაკრებლის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ შემოღების საჭიროებას. მეორე მხრივ, აღნიშნული მოსაკრებელი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს, რადგან იგი შეეხება ბიზნეს სექტორის შედარებით ვიწრო სეგმენტს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: სათამაშო აპარატების მოწყობის სფეროში გატარდება ერთიანი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსულობების ზრდას და იმავდროულად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც არ იქონიებს გავლენას, რადგან იგი შეეხება ბიზნეს სექტორის შედარებით ვიწრო სეგმენტს. აღნიშნული მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხები სათამაშო ბიზნესის განხორციელების ადგილის მიხედვით ჩაირიცხება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდევინება სათამაშO აპარატებზე გახდება საერთოსახელმწიფოებრივი ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოსაკრებელი დაწესდება კანონით, ხოლო ტერიტორიული ერთეულებისა მიხედვით კანონით განსაზღვრული განაკვეთის ფარგლებში დიფერენცირებულ მოსაკრებლის კონკრეტულ წლიურ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ მოითხოვს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღნიშნული კანონის ამოქმედებით მოსალოდნელია ბიუჯეტის შემოსულობების ცვლილება, კერძოდ კი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხების ზრდა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ მოითხოვს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს. ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის თანახმად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ხდება საერთო- სახელმწიფოებრივი ხასიათის. ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეხება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის დ.ა) მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი