„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
II მოსმენა
✓ 63 ✗ 0
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-05-30
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹26, 5.09.2003, მუხ.
195) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება
სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
სავალდებულო გადასახდელი, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან
შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას
გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი
სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი
გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის
კანონით
განსაზღვრული
საქმიანობის
განხორციელების
უფლების
მინიჭებისათვის.”;
2. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
“ბ) სათამაშო აპარატების სალონის
ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით.
მოწყობა
–
წელიწადში
50
000
შენიშვნა: საქართველოს მთავრობა, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
განაკვეთის ფარგლებში, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთს;”.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორების წესით ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა თავისუფალი
საწყობის
საქმიანობის
და
სათამაშო
აპარატებოს
სალონის
მოწყობის
ნებართვებისა, რომელზედაც სანებართვო მოსაკრებელი
გადაიხდება 5 წლის
განმავლობაში ყოველწლიურად თანაბარზომიერი ოდენობებით არა უგვიანეს
ნებართვის აღების დღიდან 12 თვისა. ამასთანავე, თავისუფალი საწყობის
საქმიანობის ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მოსაკრებლის ოდენობის პირველი ნაწილის გადაიხდება წინასწარ, ნებართვის
აღებამდე.”.
4. მე-9 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის “21” პუნქტი:
“21. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე ადრე
გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს სანებართვო მოსაკრებლის
დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.”.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებემდე
უზრუნველყოს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთის დადგენა.
მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს.
მუხლი 4. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
კანონპროექტი
ითვალისწინებს
„სალიცენზიო
და
სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, მე-7 მუხლის “ბ”
ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის ცვლილებას.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
სათამაშო
აპარატების
სალონების
გამსხვილების
და
მათ
მიერ
გადასახადების
ადმინისტრირების
პროცესის
გამარტივების
საჭიროება,
გადამხდელთათვის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო
მოსაკრებლის გაზრდის სანაცვლოდ, გადახდის ხელსაყრელი პირობების
შეთავაზების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სათამაშო აპარატების სალონის
მოწყობისათვის სანებართვოს მოსაკრებლის თანხის გაზრდა წელიწადში 50 000
- 1 000 000 ლარამდე,
შედეგად კი - სათამაშო აპარატების სალონების
გამსხვილება და მათ მიერ გადასახადების ადმინისტრირების პროცესის
გამარტივება, გადამხდელთათვის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება,
კანონით განსაზღვრული განაკვეთის ფარგლებში, მოსაკრებლის კონკრეტული
ოდენობის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენა, სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ნებართვის მფლობელის სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის
გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
“სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს
კანონში განხორციელებული ცვლილებების საშუალებით სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი იზრდება და წელიწადში
მისი ოდენობა შეადგენს 50 000 - 1 000 000 ლარს. კანონით განსაზღვრული
განაკვეთის ფარგლებში კი, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სათამაშო
აპარატების
სალონის
მოწყობის
სანებართვო
მოსაკრებლის
კონკრეტულ
ოდენობას
დაადგენს
საქართველოს
მთავრობა.
ამასთან,
გადამხდელი
უფლებამოსილია, აღნიშნული მოსაკრებელი გადაიხადოს 5 წლის განმავლობაში
ყოველწლიურად თანაბარზომიერი ოდენობებით არა უგვიანეს ნებართვის აღების
დღიდან 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე
ადრე გაუქმების შემთხვევაში კი, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია,
სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილი არ გადაიხადოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ
მოითხოვს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული
კანონის
ამოქმედებით
მოსალოდნელი
არაა
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ცვლილება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ
მოითხოვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იღებს.
ბ.ე) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ეხება გადასახადის და/ან მოსაკრებლის განაკვეთებს.
ბ.ვ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეხება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეხება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის
დ.ა)
მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სისტემის თანამშრომლები.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო
ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი