„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე, ვახტანგ ბალავაძე და კახაბერ ანჯაფარიძე
ნომერი
#07-3/481/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ამ კანონის მე-13 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.’’; 2 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 მუხლი: 2 „მუხლი 23 . პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის 1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობების, (ზონებში) რომლებიც მათ შორის აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით, განვითარების მიზნით მესაკუთრე ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა–ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგიისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ადრე მდგომი შენობა– ნაგებობა დანგრეულია ან თვითონ დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძლდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა–ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც. 3. მშენებლობის ნებართვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. 4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამრღვევის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. 5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა შეწყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვის ვადაში. 6. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“. 7. შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ თუ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება დამრღვევის საკუთრებაში არსებული მითითებით განსაზღვრული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება მის მიერ ქონების შეძენის დღიდან. 9. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლით დადგენილ ვადებში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს უკანასკნელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მას ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.’’. 3. ამ კანონის 31–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–19 პუნქტი: ,,19. მათთვის, ვისთვისაც 232 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყების საფუძველი წარმოიშვა ამ პუნქტის ამოქმედებამდე, 6 თვიანი ვადის დინება დაიწყება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის ზოგიერთი დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება, ასევე კანონის მოქმედების ეფექტურობის გაზრდა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, განისაზღვროს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილება გამოსცენ აქტი (დადგენილება) სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებათვოდ განხორციელებული მშენებლობის (როდესაც შეუძლებელია მშნებლობის მწარმოებელი პირის დადგენა) დემონტაჟის მიზნით. კანონპროექტის მიზანია ასევე დადგინდეს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო დაკავშირებული ზოგიერთი ზედამხედველობის ორგანოების აქტის გასაჩივრებასთან პროცედურული საკითხი. კანონპროექტის მიზანია, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების მიერ (ხოლო ქ. თბილისში-ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობების განვითარება და ამ მიზნით შესაბამისი პროცედურების დადგენა, შენობა-ნაგებობების მესაკუთრეთა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა. კანონპროექტის მიზანია ასევე განისაზღვროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის აღსრულების პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან გამოსცენ დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, როდესაც უნებართვო მშენებლობა განხორციელებულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში და როდესაც ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტი. კანონპროექტით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების გასაჩივრება, რომელიც გამოცემულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. კანონპროექტის თანახმად, კანონმდებლობით განსაზღვრულ ზონებში განთავსებული არაფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობების მესაკუთრენი ვალდებულნი არიან შენობა- ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში მიიღონ მშენებლობის ნებართვა ამ შენობანაგებობების განვითარების მიზნით. კანონპროექტი ადგენს, აღნიშნულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილებას, შესაბამისი პროცედურების დაცვით დააჯარიმოს შენობანაგებობის მესაკუთრე. კანონპროექტით ასევე დგინდება ჯარიმის აღსრულების წესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. ან/და გ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: andro vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე alaviZე, გ.დ) პროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: andro alaviZე, vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე