„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.09.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე, ვახტანგ ბალავაძე და კახაბერ ანჯაფარიძე
ნომერი
#07-3/481/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 29, 27/07/2007) შევიდეს ცვლილება და ამ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: ,,მუხლი 101. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. 2. იმ შემთხვევაში თუ პირველ პუნქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან/და ახალი ინდვიდუალური საკუთრების საგანის წარმოშობას, სამუშაოების დასაშვებობის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3‐ს გადაწვეტილებით. 3. იმ შემთხვევაში თუ პირველ პუნქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ ამხანაგობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3‐ს გადაწვეტილებით.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს კანონის დახვეწა. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობის შესახებ’’ ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიღების მიზანია, განისაზღვროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები, როდესაც ის გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; წევრთა კანონპროექტით, განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დემონტაჟისათვის გადაწვეტილების მისაღებად ამხანაგობის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება; ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. და ადგილობრივი ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): მოსაკრებლის ან სხვა სახის პროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: andro alaviZე, vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე andro alaviZე,