„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნას ცვლილება:
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 და 22 პუნქტები:
,,21.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო
უფლებამოსილია
მისადმი
დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე
ადგილობრივი
მოსაკრებლის
შემოღების
შესახებ
გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს „საქართველოს კურორტების, საკურორტო
ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის
სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ
სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანო
უფლებამოსილია
მისდამი
22.
დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე
შემოიღოს
მოსაკრებელი
მხოლოდ
„საქართველოს
კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის
სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და
საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968
ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო
ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო
ტერიტორიებზე დაამტკიცოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის
პერიოდულობა და ვადა.’’.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის მიზეზია კანონის მოქმედების ეფექტურობის გაზრდა და თვითმმართველი
ერთეულების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, თვითმმართველ ერთეულებს მიენიჭოთ დამატებითი
უფლებამოსილებანი ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა, მათი ოდენობის განსაზღვრისა
და მოქმედების საკითხში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება
შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც იმოქმედებს მისდამი დაქვემდებარებულ მთელ
ტერიტორიაზე, გარდა ამავე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონებისა. ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება მისდამი დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე არსებულ სარეკრეაციო ზონებში შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც
იმოქმედებს მხოლოდ ამავე სარეკრეაციო ზონაში.
ამავე კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
დაამტკიცოს
ადგილობრივი
მოსაკრებლის
განსხვავებული
ოდენობები
დაქვემდებარებულ ტერიტორიისა და სარეკრეაციო ტერიტორიის მიხედვით),
პერიოდულობა და ვადა.
შეეძლება
(მისდამი
გადახდის
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლების მოექცევიან ამ
კანონპროექტის რეგულირების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო, არასახელმწიფო და
საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს.
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება.
გ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის
vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე
წევრები:
andro
alaviZე,
წევრები:
andro
გ.დ) პროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის
alaviZე, vaxtang balavaZე da kaxaber anjafariZე