ბრძანება N 18740
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18740
14 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის (ოქმი №21), 6 ივნისის (ოქმი №60) და პირველი აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №83) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 იანვრის №20770/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 იანვრის №78375/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-674 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის გაცემად განხილვას. შესაბამისად, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელი პერიოდულად მის მიერ შპს „----------“ სესხის სახით შეტანილი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფდა კომპანიის ფუნქციონირებას. შესაბამისად, კომპანიას მის მიმართ წარმოექმნა თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც განახორციელა კიდეც.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ კანონი არ აწესებს კომპანიის არანაირ ვალდებულებას დივიდენდის სახით მიღებული თანხის ამავე დანიშნულებით გაცემაზე, ასევე, კანონი არ კრძალავს, დივიდენდის სახით მიღებული თანხით თავისი კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის დამფუძნებლისგან მიღებული სესხის გადახდას და კანონი არ აწესებს რაიმე რიგითობას კომპანიის სამეურნეო ოპერაციაზე, როდესაც დამფუძნებლის მიმართ შესაძლებელია მოხდეს სესხის დაფარვაც და დივიდენდის გაცემაც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15532 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33429 ბრძანება და ამავე თარიღის №006-674 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 518 484 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 245 770 ლარი, ჯარიმა 122 885 ლარი და საურავი 149 829 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 23 იანვრის წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19964 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 26 იანვრის №20770/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19964 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 იანვრის №20770/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის და შესაბამისად, საწარმოს დამფუძნებელზე გადახდილის სესხის და პროცენტის თანხების ამავე დამფუძნებელზე დივიდენდის სახით განაცემად ჩათვლის საკითხი არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“ 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევდა საწარმოებს, წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს. შესრულებული სამუშაოების 100%-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არსებობს მიღება-ჩაბარებები. ასევე, ხარჯების უმრავლესობას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მომსახურება. 2021 წლიდან გადამხდელს შემოსავალი აქვს მხოლოდ კომპანიებზე გაცემული სესხიდან.
საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შპს „----------“ 100% წილი 2 020 326 ლარად, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან ---------- აღებული სესხი. წილის შესაძენად გადარიცხვა მოხდა ორ ტრანზაქციად: 2017 წლის 26 ივნისს - 144 660 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან, ამავე დღესაა ჩარიცხული დამფუძნებლის (----------) მიერ გაცემული სესხი ---------- ბანკში 144 660 ლარის ოდენობის სესხი. 2017 წლის 18 ივლისს - 1 875 666 ლარი გადაირიცხა ---------- ბანკიდან და ამავე დღესაა 1 875 666 ლარის სესხი აღებული ---------- ბანკისგან. აღნიშნული ---------- ბანკის სესხი გადაფარულია 2018 წლის 3 მაისს. ამავე დღეს, ---------- ბანკის ანგარიშზე ჩარიცხულია კომპანიაზე დამფუძნებლის მიერ გაცემული სესხი 1 875 666 ლარის ოდენობით. 2019 წლის 28 მაისს შპს „----------“ მიერ განაწილებულია შპს „----------“ 910 000 ლარის დივიდენდი, ჩარიცხულია კომპანიის ---------- ბანკის ანგარიშზე და ამავე დღეს შპს „----------“ მიერ დაფარულია 910 000 ლარის დამფუძნებლის სესხი, აღნიშნულიც ---------- ბანკის ანგარიშიდან. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხული დივიდენდით (72 302 ლარი) იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.
საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 130-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით შპს „----------“ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გასული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;
თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შპს „----------“ 100%-იანი წილი 2 020 326 ლარად. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებულის სესხი. თუმცა ამავე დროს გადამხდელს უფიქსირდება ---------- ბანკის სესხი, რომელსაც საწარმო ფარავს დამფუძნებლისგან აღებული სესხის თანხებით. 2019 წლის 28 მაისს შპს „----------“ მიერ განაწილებულია შპს „----------“ 910 000 ლარის დივიდენდი და ამავე დღეს შპს „----------“ მიერ დაფარულია 910 000 ლარის ოდენობით დამფუძნებლის სესხი. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხულია დივიდენდი 72 302 ლარი, რომლითაც იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, განსახილველი სამეურნეო ოპერაციები შეაფასა მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლის, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი არის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით შპს „----------“ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გადარიცხული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, შპს „----------“ მიერ დამფუძნებელზე გადახდილი თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა მასზე გაცემულ დივიდენდად, დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, აღნიშნული თანხის პროცენტად განხილვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი, კერძოდ, თუ დასტურდება აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა (დეკლარაციაში ასახვა), ამ ნაწილში განახორციელოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი, კერძოდ, თუ დასტურდება აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა (დეკლარაციაში ასახვა), ამ ნაწილში განახორციელოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის გაცემად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს კომპანიისგან 100%-იანი წილი 2 020 326 ლარად. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებულის სესხი. თუმცა ამავე დროს გადამხდელს უფიქსირდება ბანკის სესხი, რომელსაც საწარმო ფარავს დამფუძნებლისგან აღებული სესხის თანხებით. 2019 წლის 28 მაისს კომპანიის მიერ განაწილებულია მომჩივანზე 910 000 ლარის დივიდენდი და ამავე დღეს მომჩივანის მიერ დაფარულია 910 000 ლარის ოდენობით დამფუძნებლის სესხი. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხულია დივიდენდი 72 302 ლარი, რომლითაც იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, განსახილველი სამეურნეო ოპერაციები შეაფასა მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლის, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი არის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით მომჩივანისგან დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გადარიცხული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანის მიერ დამფუძნებელზე გადახდილი თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა მასზე გაცემულ დივიდენდად, დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, აღნიშნული თანხის პროცენტად განხილვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი, კერძოდ, თუ დასტურდება აღნიშნული პროცენტის თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა (დეკლარაციაში ასახვა), ამ ნაწილში განახორციელოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 130(1); 131(1); 154(1„ზ,თ“); 275.