ბრძანება N 4657
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4657
18 მარტი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.:„--------“)
2025 წლის 11 თებერვლის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „------- - ის“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 11 თებერვლის №94135/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №005-184 საგადასახადო მოთხოვნასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის ID:„--------“, 2024 წლის 8 იანვრის ID:„--------“, 2024 წლის 29 მაისის ID:„--------“, 2024 წლის 23 ივლისის ID:„--------“და 2024 წლის 29 ოქტომბრის ID:„--------“კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებებთან და ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს 2022 წლის დღგ-ის დეკლარაციები.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნას.
პირველ სადავო საკითხთან, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №005-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25702 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 დეკემბრის №26682 ბრძანება და ამავე თარიღის №005–184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 347 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 348 ლარი, ჯარიმა 1 174 ლარი და საურავი 825 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილია 141 509 ლარის (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 128 465 ლარი (სხვაობა 13 045 ლარი). 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია 107 498 ლარის (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 3 851 ლარი (სხვაობა 103 647 ლარი). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №002129 ბრძანებით, დეკემბრის თვეში გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ 18 656 ლარის ოდენობით. ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე უკვე განხორციელდა დარიცხვა, საგადასახადო შემოწმების შედეგად დეკემბრის თვეში დამატებით დასარიცხი თანხები არ გამოვლინდა. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლინდა უზუსტობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვაობების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მე-2 სადავო საკითხთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის ID:„--------“, 2024 წლის 8 იანვრის ID:„--------“, 2024 წლის 29 მაისის ID:„--------“, 2024 წლის 23 ივლისის ID:„--------“და 2024 წლის 29 ოქტომბრის ID:„--------“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ გადამხდელს 2023 წლის 27 სექტემბერს მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს წარმოდგენილი დეკლარაციებით დასაბეგრი ბრუნვები არ უფიქსირდებოდა, არ უფიქსირდებოდა იმპორტის ოპერაციები, არ ერიცხებოდა საკონტროლო-სალარო აპარატი, მიღებული და დასადასტურებელი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არ ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ანგარიში გახსნილი ჰქონდა სს „-------“ და „--------“ ბანკებში. განცხადების განხილვის პერიოდში, გადამხდელს არ წარმოუდგენია წერილობითი ახსნა-განმარტებითი ბარათი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზანი/მიზეზის შესახებ, აგრეთვე, მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა კვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 08.12.2023 წელს შპს „„--------“-ში“-ს მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, რადგან ბუღალტერთან სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ კომპანია იმ ეტაპზე ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა და კომპანიას საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა. 01.05.2024 წელს შპს „--------“-ს კვლავ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, რადგან წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ კომპანიას კვლავ შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა, თუმცა უფიქსირდებოდა ყოველთვიური ელექტრო-ენერგიის მოხმარება, რაზეც კომპანიას სს „--------“-სგან ყოველთვიურად ეგზავნებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, კომპანია კი აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებას ახორციელებდა. წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ ფართი, რომელიც შპს „------ - ის“ საკუთრებაში იყო, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა სხვა კომპანია, თუმცა ელექტრო-ენერგიის მრიცხველის გადაფორმება სხვა კომპანიაზე არ მომხდარა. შესაბამისად, კომპანიას კვლავ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი. 17.07.2024 და 23.10.2024 წელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება ვერ მოხერხდა, რაზეც კვლავ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმომ სარეკლამო საქმიანობა შეწყვიტა 2021 წელს და გადაწყვიტა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის დაწყება, თუმცა ლიცენზია არ ჰქონდა მიღებული. ამიტომ კომპანიის დამფუძნებელმა 2022 წლის 18 ოქტომბერს დააფუძნა სხვა კომპანია - შპს „N1“ (ს/ნ „--------“) და დღგ-ის გადამხდელად დაარეგისტრირა იმავე დღიდან, მაგრამ მიიღო არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და არ ჰქონდა უფლება, რომ დაედასტურებინა და შეეტანა 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „-N2“-ის მიერ შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებზე. ამიტომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი იყო შპს „-------“-ზე (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ„--------“- 110 674 ლარი (ოქტომბერი), ანგარიშ-ფაქტურა ავ-„--------“ - 30 960 ლარი (ნოემბერი) და ანგარიშ-ფაქტურა ავ-„--------“- 122 304 ლარი დეკემბერი)). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 2023 წლის 22 აგვისტოს გადაიგზავნა გაუქმებაზე. შპს „-------- - -ს ფილიალი საქართველოში“ მიხედვით, დღგ-ს დეკლარაციით დაბეგრილი აქვს შემდეგი ბრუნვები: სექტემბრის თვეში 43 447 ლარი, ნოემბრის თვეში 128 465 ლარი და დეკემბრის თვეში 3 851 ლარი, ჯამში 175 763 ლარი. შპს „N1“-მა 2023 წლის 23 აგვისტოს დააზუსტა შესრულებული სამუშაოების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-„--------“ 146 634 ლარის ოდენობით (2022 წლის დეკემბრის თვე). ამდენად, მომჩივნის განმარტებით, კომპანიამ ზედმეტად აღნიშნა შესრულება 29 129 ლარის ოდენობით და გადაიხადა 5 243 ლარი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „------ -ში “ (ს/ნ „--------“) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №002129 ბრძანებასა და ამავე თარიღის №005-12 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 10 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 11 თებერვალს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს --------- -ს ფილიალი საქართველოშის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი პირველ სადავო საკითხთან, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 დეკემბრის №005-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. შპს „------- - ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს 2022 წლის დღგ-ის დეკლარაციები.
2. გადამხდელი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია.2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულია 3 851 ლარი.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №002129 ბრძანებით, დეკემბრის თვეში გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ 18 656 ლარის ოდენობით. ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე უკვე განხორციელდა დარიცხვა, საგადასახადო შემოწმების შედეგად დეკემბრის თვეში დამატებით დასარიცხი თანხები არ გამოვლინდა. რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლინდა უზუსტობები. 2022 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვაობების შედეგად, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №005-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,164,174,176,299,301(ე).