გადაწყვეტილება №23632/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.10.2024
№ დოკუმენტი 23632/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23632/2/2024

17 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ს 3.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23632/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13564 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 222 991.32 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 86 338.79

ჯარიმა - 86 338.79

საურავი - 50 313.747

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №26125 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სახელზე 31.08.2019წ. საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 18.10.2022 წლის №------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

აღნიშნულ დეკლარაციებში მითითებულია, რომ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი თურქეთიდან. დეკლარაციები, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და თურქეთის შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტები. საპასუხო 3.12.2021 წლის №-------- წერილით მიღებულია ექსპორტის დეკლარაციების დამოწმებული ასლები.

საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული და თურქეთიდან მიწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა, ამასთან, 31.08.2019წ. №იმპორტის დეკლარაციებში მიწოდების პირობად დაფიქსირებულია „CIP -------“, ხოლო შესატყვის ექსპორტის დოკუმენტებში „FCA გაზიანტეპი“. მიღებული დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა და ვინაიდან აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოძიებულია თითქმის იმავე დროს იმპორტირებული, თითქმის იგივე რაოდენობის იდენტური საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის გათვალისწინებით ტრანსპორტირების ღირებულებამ შეადგინა ერთ პარტიაზე 1 700 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 31.08.2019წ. №------ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანით, საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირდა ჯამში 479 420,56 ლარით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება.

შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - დამატებული ღირებულების გადასახადი 86 338,79 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 86 338,79 ლარი.

ამავდროულად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის 8.02.2023 წლის №"-------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გაგზავნილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება. აქედან გამომდინარე, იმოქმედოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №27131 ბრძანება და 28.10.2022 წლის №056-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 28.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა:

- დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსასრულებლად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.10.2023 წლის №------- დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 8.09.2023 წლის №"-------" წერილით გადამხდელისგან მოთხოვნილია დამატებითი მტკიცებულებები (აღნიშნულ წერილს გადამხდელი გაეცნო 15.09.2023 წელს), თუმცა კომპანიას საბაჟო დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მისაღებ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა დარიცხული თანხის კორექტირება.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №26088 ბრძანება და ამავე თარიღის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 9.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.03.2024 წლის №21767/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36743) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიუთითა საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 10.06.2024 წლის №13564 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13564 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე10 ნაწილებზე, 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე2 და მე-4 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს მითითებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა.

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, 96-ე და 97-ე მუხლებზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბაჟო დეპარტამენტს ასევე დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში განმარტებული არ იყო კონკრეტულად რა სახის დოკუმენტებია საჭირო. საქმისთვის საჭირო, სრული, ორიგინალი დოკუმენტაცია წარადგინა, მათ შორის, თურქეთის საბაჟოს მიერ დადეკლარირებული ექსპორტის საბუთები. ამჟამად, სხვა სახის დოკუმენტი ფიზიკურად ვერ წარადგინა, რადგან საქმეში არსებული თურქული ექსპორტიორი კომპანია აღარ ფუნქციონირებს. კომპანიის მიმართვის საფუძველზე თურქული კომპანიის დირექტორი დაპირდა, რომ გამოაგზავნის წერილს, სადაც დაადასტურებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გახლავთ ზუსტი. მან ასევე განაცხადა, რომ შეუძლებელია რაიმე სხვაობა გამოვლენილიყო, ვინაიდან მის მიერ არის ექსპორტის დეკლარაცია დაბეჭდილი და წარდგენილი თურქეთის საბაჟო ტერმინალზე. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ვერანაირი სხვაობის გამოვლენა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ თურქეთის საბაჟო ტერმინალიდან აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს „დარღვევა“.

ამდენად, აქვს ორიგინალი დოკუმენტები და თურქეთის მხარე ადასტურებს დოკუმენტაციის სისწორეს და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოაგზავნის წერილს, სადაც აღნიშნული იქნება დოკუმენტების შესაბამისობა და რასაც წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტს, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქცია შეესაბამება ინვოისის ფასებს. რეალიზაციის 65% გაყიდულია სასაქონლო ზედნადებით, რომლითაც თვალნათლივ დასტურდება, რომ თვითღირებულება ინვოისის მიხედვით არის შედგენილი. საშუალო მარჟა არ აღემატება 20%-ს. აუდიტორის მიერ მითითებული გარემოების შესაბამისად გამოდის რომ, პროდუქცია შეიძინა საშუალოდ 300%-ით ძვირად, ვიდრე ინვოისშია მითითებული. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ პროდუქცია გაყიდა ზარალით, რაც წარმოუდგენელია. ზემოაღნიშნული თურქული კომპანიისგან იმპორტი განხორციელებული აქვს 43-ჯერ. პროდუქცია ყოველთვის იყო ერთი და იგივე და ერთნაირი ღირებულებით (კურსის შესაბამისად უმნიშვნელო ცვლილებით ), ამდენად, გაუგებარია რის საფუძველზე დადგინდა 12 იმპორტის შემთხვევაში დარღვევა, თუ დანარჩენ 31 იმპორტზე იგივე ფასია იგივე პროდუქციაზე.

საჩივარს თან ერთვის ორიგინალი ბეჭდიანი EUR1; თურქეთის საბაჟო ორგანოს მიერ დაბეჭდილი ექსპორტის დეკლარაცია; ინვოისები; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო დოკუმენტი. ითხოვს წარმოდგენილი ორიგინალი საბუთების გათვალისწინებით განხორციელდეს გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა:

- დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების შედეგად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.10.2023 წლის №------ დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 8.09.2023 წლის №"-------"წერილით გადამხდელისგან მოთხოვნილია დამატებითი მტკიცებულებები (აღნიშნულ წერილს გადამხდელი გაეცნო 15.09.2023 წელს), თუმცა კომპანიას საბაჟო დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მისაღებ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა დარიცხული თანხის კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა 5.12.2023 წლის №30305 ბრძანებით მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია 14.02.2023 წლის №2715 ბრძანება მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 7.03.2024 წლის №21767/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36743) გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანება და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები, მიიჩნია რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში განმარტებული არ იყო კონკრეტულად რა სახის დოკუმენტები უნდა წარედგინა. ორიგინალი დოკუმენტები წარადგინა, მათ შორის, თურქეთის საბაჟოს მიერ დადეკლარირებული ექსპორტის საბუთები. ამჟამად, სხვა სახის დოკუმენტი ფიზიკურად ვერ წარადგინა, რადგან საქმეში არსებული თურქული ექსპორტიორი კომპანია აღარ ფუნქციონირებს. ამდენად, აქვს ორიგინალი დოკუმენტები და თურქეთის მხარე ადასტურებს დოკუმენტაციის სისწორეს და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოაგზავნის წერილს, სადაც აღნიშნული იქნება დოკუმენტების შესაბამისობა და რასაც წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტს, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქცია შეესაბამება ინვოისის ფასებს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საჩივარს თან ერთვის ორიგინალი ბეჭდიანი EUR1; თურქეთის საბაჟო ორგანოს მიერ დაბეჭდილი ექსპორტის დეკლარაცია; ინვოისები; შეფუთვის ფურცელი; სატრანსპორტო დოკუმენტი. ითხოვს წარდგენილი ორიგინალი საბუთების გათვალისწინებით განხორციელდეს გადაანგარიშება.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 10.06.2024 წლის №13564 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13564 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი ორიგინალი საბუთების გათვალისწინებით განხორციელდეს გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დეკლარაციებში მითითებულია, რომ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი თურქეთიდან. დეკლარაციები, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და თურქეთის შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტები. საპასუხო წერილით მიღებულია ექსპორტის დეკლარაციების დამოწმებული ასლები.

საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული და თურქეთიდან მიწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა,იმპორტის დეკლარაციებში მიწოდების პირობად დაფიქსირებულია,ხოლო შესატყვის ექსპორტის დოკუმენტებში.მიღებული დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა და ვინაიდან აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოძიებულია თითქმის იმავე დროს იმპორტირებული, თითქმის იგივე რაოდენობის იდენტური საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,167.