გადაწყვეტილება №23308/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23308/2/2024
30 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23308/2/2024).
დავის საგანი:
გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №056-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13601 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 058,57 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 15 639
ჯარიმა - 1 700
საურავი - 4 719,57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა გადაზიდვის მომსახურება, ასევე სხვადასხვა სამშენებლო და --- მასალების მიწოდება-ტრანსპორტირება, საძირკველის გაჭრის და მიწის გატანის სამუშაოები.
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის ივნისის, 2023 წლის თებერვლის, აპრილის, ივლისი, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი დაფუძნებულია 3.09.2019 წლის. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მის სახელზე სალარო აპარატი რეგისტრირებული არ არის. გატანილი აქვს ჩგდ-ები ------ დიაპაზონში. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების ბაზის მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ფაქტურებსა და ზედნადებებს. გადასახადების ადმინისტრირების ბაზის მონაცემებით გადამხდელს განხორციელებული აქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციები, რაზედაც გამოწერილი და მიღებულია ზედნადებები და ფაქტურები, მათ შორის ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, შეძენილი აქვს ----- მასალები, საწვავი და გაწეული აქვს ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციისათვის საჭირო დანახარჯები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგით დასაბეგრი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობები არის ტექნიკური ხასიათის. კერძოდ, რიგ შემთხვევაში გამოწერილი ფაქტურების მიბმა ხდებოდა ოპერაციის განხორციელების პერიოდებისგან განსხვავებულ პერიოდზე და ამავე (არა შესამოწმებელი) პერიოდის დეკლარაციებში აისახებოდა ბრუნვაში (ასეთი გამოწერილი ფაქტურებია: ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, ეა------, , ეა------, ). თუმცა გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვებში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში (ასეთი ფაქტურებია: ეა------, ეა------, ეა------, ). გადასახადის შემცირებისათვის საზოგადოებას დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ნორმების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №056-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ სრულად არის დაბეგრილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა რაც კი გამოწერილია, აცხადებს, რომ შესაძლოა რამდენჯერმე მოხდა ფაქტი იმისა, რომ გამოწერილი ანაგრიშ-ფაქტურები არ დაიბეგრა ოპერაციის განხორციელების პერიოდის დეკლარაციაში, მაგრამ სრულად არის დაბეგრილი ყველა ანგარიშ-ფაქტურები. ითხოვს, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვისგან. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ასახვა ხდებოდა არაშესამოწმებელი პერიოდის დეკლარაციებში, თუმცა გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვაში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დღგის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის სექტემბრის, 2022 წლის ივნისის, 2023 წლის თებერვლის, აპრილის, ივლისი, აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი დაფუძნებულია 3.09.2019 წლის. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მის სახელზე სალარო აპარატი რეგისტრირებული არ არის. გატანილი აქვს ჩგდ-ები .
გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების ბაზის მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ფაქტურებსა და ზედნადებებს.გადასახადების ადმინისტრირების ბაზის მონაცემებით გადამხდელს განხორციელებული აქვს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული ეკონომიკური ოპერაციები, რაზედაც გამოწერილი და მიღებულია ზედნადებები და ფაქტურები. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი და მომსახურება განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგით დასაბეგრი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობები არის ტექნიკური ხასიათის. კერძოდ, რიგ შემთხვევაში გამოწერილი ფაქტურების მიბმა ხდებოდა ოპერაციის განხორციელების პერიოდებისგან განსხვავებულ პერიოდზე და ამავე (არა შესამოწმებელი) პერიოდის დეკლარაციებში აისახებოდა ბრუნვაში.თუმცა გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოწერილი ფაქტურა არც მიბმული პერიოდის დეკლარაციის ბრუნვებში არ აისახებოდა და არც ოპერაციის განხორციელების შესაბამის პერიოდში . შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 175- ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. გადასახდელი დღგ გაიზარდა 15 639 ლარით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №056-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №13601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“); 176(1 ,,ა“);