გადაწყვეტილება №26153/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26153/2/2025
16 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 11.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26153/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №001-195 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.10.2025 წლის №23793 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 771,53 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 88 843,54
ჯარიმა - 0,01
საურავი - 32 927,98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №001-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 14.12.2023 წლის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №001-80 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანებას გაეცნო ამავე წლის 23 ივლისს, ხოლო გადაანგარიშების თარიღისთვის შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების ეტაპზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული ჯარიმა 46 411 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.08.2025 წლის №001-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.10.2025 წლის №23793 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე 11 ოქტომბრის მდგომარეობით უფიქსირდება მიღებული (დაუდასტურებული) ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მიღებული სასაქონლო ზედნადებები (ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე) ჯამურად 54 521 ლარის ოდენობით, რომლებზეც უკვე შედგა მოლაპარაკება მომწოდებელ მხარესთან და გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში,აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმემ სრულად შეაჩერა ფუნქციონირება მიმდინარე წელს, ყველა პრობლემასთან ერთად კომპანიაში ბოლო პერიოდის პრობლემების ფონზე თავი იჩინა არაერთმა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ, მათ შორის ბუღალტრის უშუალო დაუდევრობამ და შესაბამისმა უყურადღებობამ (საგადასახადო შემოწმების შესახებ გაიგო მას შემდეგ, რაც დაგროვდა დავალიანება ბიუჯეტის წინაშე და საბანკო ანგარიშებზე წარედგინა ინკასო), ამიტომ, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან შეიცვალა მოქმედი ბუღალტერი, ასევე სრულად გამოსწორდა და შეიცვალა ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის წარმოებაც, განხორციელდა მომწოდებლებთან კომუნიკაცია, გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და გაკეთებულ იქნა შესაბამისი ურთიერთშედარებები. შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ეპატია ჯარიმის თანხა, ხოლო თხოვნის მიუხედავად საურავი დარჩა უცვლელი და არ იქნა ნაპატიები.
სუბიექტურად ყოველთვის ეგონა, რომ სწორად აკეთებდა საქმეს და იხდიდა შესაბამის, კუთვნილ პროპორციულ გადასახადს, სწამდა, რომ ქმედება იყო კანონიერი სახელმწიფოს წინაშე. გულწრფელად აღნიშნავს, რომ არ იცოდა, რომ ნდობით აღჭურვილი ადამიანს შეეძლო ამ სამართალდარღვევის ჩადენა, არც კი ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია ან ცუდი საქმის ჩადენის შეგნება. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და ეპატიოს ეს შეცდომა. მზად არის გადაიხადოს დარიცხული გადასახადი სრულად და რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწევს არის საურავი (დაერიცხა წარსულ პერიოდზე 4 წლის ჯამი ერთად, მანამდეც არ შემოწმებულა საგადასახადო ორგანოს მიერ, რომ რაიმე რეკომენდაცია გაეცათ ან მიექცია ყურადღება და ეს ყველაფერი დღეს ერთიანად ძალიან უჭირს).
მიზანი არ არის ვალდებულების დატოვება სახელმწიფოს მიმართ, შესაბამისად ითხოვს ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტური და სამართლიანი გარემოებების გათვალისწინებას.
დარჩენილ თანხებთან მიმართებით, ვინაიდან ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიზნად არ ისახავდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდებას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემოწმების დაწყებამდე, ნებაყოფლობით მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე, რის შემდეგაც იხდიდა კიდევაც გადასახადებს. ხოლო, 2022 წლის პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის თავის არიდება არ მომხდარა განზრახ ქმედებებით, არამედ ბუღალტრის შეცდომით და არ ცოდნით, მათ შორის მომჩივნის გამოუცდელობითაც, კერძოდ,არასრულად აღირიცხა 12 უწყვეტი თვის შემოსავლები და შესაბამისად არ იცოდა, რომ უნდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად (ბუღალტრის მიერ ასევე არ იყო მიღებული, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები ჩათვლილი, ამასთან მიღებული ანგარიშ-ფაქტურები ასევე არ იყო დადასტურებული თითქმის არცერთი), ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეს ეპატიოს დაკისრებული საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს - საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ, საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ასევე ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 14.12.2023 წლის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის №001-80 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანებას გაეცნო ამავე წლის 23 ივლისს, ხოლო გადაანგარიშების თარიღისთვის შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების ეტაპზე. აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული ჯარიმა 46 411 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 29.10.2025 წლის №23793 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 14.12.2023 წლის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.10.2025 წლის №23793 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეს ეპატიოს დაკისრებული საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს გაყინული ხორცპროდუქტებითა და ნახევარფაბრიკატებით ვაჭრობა. მომჩივანი 2022 წლის პირველ მაისს რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 99 398 ლარს, ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხაა 18 278 ლარი. მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს 2022 წლის 11 მარტს, ხოლო მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება სსკ-ის შესაბამისად არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. შემოწმებით გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 11 მარტი, შედეგად დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 865 805 ლარს,შესაბამისად, სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე და 282-ე მუხლების მოთხოვნათა მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16435 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
174,175,176.