ბრძანება N 5633

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5633
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5633

22.03.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 28 ოქტომბრის №75822/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 სექტემბრის №079-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე განხორციელებული ანაზღაურების დაქირავებით მუშაობად განხილვას. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტები ყოველგვრ საფუძველს მოკლებულია და დარიცხვის საფუძვლად მხოლოდ იმ არგუმენტის მითითება, რომ ამ გადამხდელების მონაცემებში მითითებულია კომპანიის ბუღალტრის ტელეფონის ნომერი და შპს „----------“-ის გარდა სხვაგან არ მუშაობენ, არ არის საკმარისი.

2. გადამხდელი განმარტავს, რომ ძირითად დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ კარგად რომ შესწავლილიყო ტენდერების რეესტრი, ვერ განხორციელდებოდა კოლოსალური თანხის საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხვა. ასევე აცხადებს, რომ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანების ჩაბარების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 30 აგვისტოს აუდიტორის ელ. ფოსტაზე გაგზავნილია გადამხდელის შენიშვნები. მიუთითებს, რომ აუდიტორი არ დალოდებია გადამხდელის პოზიციას და საგადასახადო შემოწმების აქტი გამოსცა მანამდე, როცა გადამხდელს ვადა ჰქონდა პოზიციის დაფიქსირების.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6328 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ნოემბრის №34429 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 სექტემბრის №24110 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №079-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 625 361 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 327 262 ლარი, ჯარიმა 193 867 ლარი და საურავი 104 232 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ "----------"-სა (პ/ნ ----------) და "----------"-ზე (პ/ნ ----------) გაცემულია თანხები 176 806 ლარის ოდენობით. "----------" მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის ივნისიდან, მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე აღნიშნულ პირს შპს „----------“ გარკვეული პერიოდის მანძილზე უნაზღაურებდა ხელფასს. "----------" მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის სექტემბრის თვიდან, აღნიშნული პერიოდიდან იწყება აღნიშნულ პირზე თანხების გაცემა. შემოწმებით შესწავლილი იქნა ორივე ფიზიკური პირის შესახებ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და მათ საინფორმაციო გვერდზე მითითებულია შპს „----------“-ის ბუღალტრის ტელეფონის ნომერი. აგრეთვე მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ პირები შემოსავალს იღებენ მხოლოდ შპს „----------“-დან და არ ემსახურებიან სხვა კომპანიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე ამ ფორმით განხორციელებული ანაზღაურებები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დაქირავებით დამსაქმებლისთვის გარკვეული სამუშაოს შესრულებად. შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდზე, შემდგომ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის შეადგენს 627 701 ლარს. დანარჩენ პერიოდზე ფულადი სახსრების ნაშთის შესწავლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით (მიღებული შემოსავალი გაიზარდა საწყისი დებიტორული დავალიანებით, საბოლოო კრედიტორული დავალიანებით, ბიუჯეტიდან დაბრუნებული გადასახადებით, ხოლო შემცირდა საბოლოო დებიტორული დავალიანებით, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ხელზე გაცემული ხელფასით, მომსახურების ანაზღაურებით, საწყისი კრედიტორული დავალიანებით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით, ბანკიდან გადახდილი სხვა ხარჯებით). შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, შემოწმებით დაკვალიფიცირებული იქნა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 22 თებერვალს 12:40 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ "----------"-სა (პ/ნ ----------) და "----------"-ზე (პ/ნ ----------) გაცემულია თანხები. "----------" მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის ივნისის თვიდან. მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე აღნიშნულ პირს შპს „----------“ ერთ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში უნაზღაურებდა ხელფასს. ხოლო "----------" მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის სექტემბრის თვიდან, აღნიშნული პერიოდიდან იწყება აღნიშნულ პირზე თანხების გაცემა. მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ პირები შემოსავალს იღებენ მხოლოდ შპს „----------“-დან და არ ემსახურებიან სხვა კომპანიას. აგრეთვე საინფორმაციო გვერდზე მითითებულია შპს „----------“-ის ბუღალტრის ტელეფონის ნომერი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში ორივე პიროვნებაზე შეივსო შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული კითხვარი სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ. ორივე შემთხვევაში სამუშაოს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა მართლზომიერად დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის შეადგენს 627 701 ლარს. დანარჩენ პერიოდზე ფულადი სახსრების ნაშთის შესწავლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. ამასთან, შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახდო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიცია და შენიშვნები, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას გადასახადების დარიცხვაში ცვლილება არ გამოუწვევია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახდო შემოწმების მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე განხორციელებული ანაზღაურების დაქირავებით მუშაობად განხილვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. მომჩივანის მიერ ორ მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე პირზე გაცემულია თანხები. ერთი მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის ივნისის თვიდან. მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე აღნიშნულ პირს მომჩივანი ერთ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში უნაზღაურებდა ხელფასს. ხოლო მეორე მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის სექტემბრის თვიდან, აღნიშნული პერიოდიდან იწყება აღნიშნულ პირზე თანხების გაცემა. მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ პირები შემოსავალს იღებენ მხოლოდ მომჩივანისგან და არ ემსახურებიან სხვა კომპანიას. აგრეთვე საინფორმაციო გვერდზე მითითებულია მომჩივანის ბუღალტრის ტელეფონის ნომერი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში ორივე პიროვნებაზე შეივსო შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული კითხვარი სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ. ორივე შემთხვევაში სამუშაოს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად.

2. კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის შეადგენს 627 701 ლარს. დანარჩენ პერიოდზე ფულადი სახსრების ნაშთის შესწავლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. ამასთან, შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახდო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პოზიცია და შენიშვნები, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას გადასახადების დარიცხვაში ცვლილება არ გამოუწვევია. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა მართლზომიერად დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახდო შემოწმების მიერ გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.