ბრძანება N 13794
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13794
12 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მაისის №22017/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 13 ნოემბრის №84994/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-521 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. ფულადი სახსრების სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, საიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი აქვს და შემცირებული საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება (ბანკის გადახდის ქვითარშიც მიზნობრიობად მითითებულია კაპიტალის შემცირება (გაბრიაძე გიორგი)). აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებად და 199 590 ლარი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს წინა პერიოდის დოკუმენტებს და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რაც დაადასტურებს ზემოაღნიშნული თანხის საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებას. გადამხდელი ითხოვს დაბრუნებული თანხებით (გატანილი კაპიტალის თანხით) საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2016 წელს ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) გაფორმებული აქვს წინარე ხელშეკრულებები. საწარმოს აღნიშნული პირებისგან ავანსის თანხა მიღებული აქვს 2016 წელს, ხოლო აღნიშნული პროექტის მშენებლობა დამთავრებულია 2017 წელს სრულად და შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა შესრულებულია მხარეებთა მიერ. გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების გადაფორმება საჯარო რეესტრში მოხდა გვიან 2019 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ბინების დაბეგვრა განხორციელდა 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ბინების დაბეგვრის პერიოდს წარმოადგენს არაუგვიანეს 2017 წელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 29 283 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 522 ლარი, ჯარიმა 9 761 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-521 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32690 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32690 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 13 მაისის №22017/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32690 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 მაისის №22017/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13971 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის უცნობია და არ არის წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მ.შ საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, ახსნა-განმარტება სესხის გაცემასა და შემდგომში დაფარვასთან დაკავშირებით) შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს 2019 წლის 2 მაისს ფ/პ ------- აღებული აქვს სესხი (59 600 ლარი) წლიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტი (29 600 ლარი) დაბრუნებულია 2020 წლის 29 დეკემბერს. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის პერიოდის შესაბამისად, ხოლო სხვაობა გადახდილი პროცენტის თანხასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამის ოდენობას შორის დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, რომლის რელიზაციიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი და საწარმოს შემცირებული აქვს მის მიმართ არსებული ვალდებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსალების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს აღებული აქვს სესხი წლიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტი დაბრუნებულია. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხა, დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის პერიოდის შესაბამისად.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტმა შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 131(1); 101;154; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161;