ბრძანება N 925

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2025
№ დოკუმენტი 925
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 925

30 იანვარი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2024 წლის 29 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის №24368/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) 2024 წლის 29 ოქტომბრის №92587/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №081-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებული დანაკლისის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებად განხილვას და მისი რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმომ იანვრის თვის დეკლარაციაში ასახა 2 175 ტონა ცემენტის დანაკლისი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სრული მუშა პროცესის დროს არსებულ საწარმოო დანაკლისს. მომჩივანის განმარტებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შემოწმების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული და საწარმოს მიერ დანაკლისად დეკლარირებული ცემენტით შემოწმებამ აწარმოა ბეტონი და ჩათვალა რეალიზებულად, რაც არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, იმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებმაც არ დაადასტურეს სასაქონლო ზედნადებებით ცემენტის შეძენის ფაქტი, ცემენტის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებას, მისგან წარმოებული ბეტონის რეალიზებულად განხილვას და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანმა წარმოადგინა არამეწარმე ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, სადაც ფიზიკური პირები ადასტურებენ საწარმოსგან ცემენტის შესყიდვის ფაქტს. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნული მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხებს. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას არა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ აღნიშნული მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილები.

4. გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2617 და 21 აგვისტოს №19108 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 8 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის პირველი ოქტომბრის №21470 ბრძანება და ამავე თარიღის №081-202 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 439 368 ლარი, მათ შორის გადასახადი 178 703 ლარი, ჯარიმა 181 869 ლარი და საურავი 78 796 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 ნოემბრის №24009 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 30 დეკემბრის №24368/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №24009 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 ნოემბრის №24009 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 30 დეკემბრის №24368/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №24009 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის №24368/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივნის მიერ საჩივარზე დამატებით წარმოდგენილია „--------“-ის დასკვნა (№------), გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 25 ნოემბრის მიმართვის, კერძოდ წარმოების დროს ცემენტის დანაკარგის პროცენტული რაოდენობის დადგენის შესახებ და მის საფუძველზე შედგენილი გაანგარიშების ცხრილები.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, ამასთან ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რაც როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ გაუსაჩივრებია, მაგრამ საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მიწვევის შემთხვევაში, წარდგენილ საჩივარზე დამატებით, გადასახადის გადამხდელი იგივე მოთხოვნებს დააზუსტებდა/წარადგენდა.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, ამასთან ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რაც როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ გაუსაჩივრებია, მაგრამ საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მიწვევის შემთხვევაში, წარდგენილ საჩივარზე დამატებით, გადასახადის გადამხდელი იგივე მოთხოვნებს დააზუსტებდა/წარადგენდა.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასაჩივრებს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობას, ამასთან ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რაც როგორც ირკვევა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით არ გაუსაჩივრებია, მაგრამ საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მიწვევის შემთხვევაში, წარდგენილ საჩივარზე დამატებით, გადასახადის გადამხდელი იგივე მოთხოვნებს დააზუსტებდა/წარადგენდა.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასაქონლო ბეტონის წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შემოწმების ბრძანების გამოცემის (2024 წლის 9 თებერვალი) შემდგომ, 2024 წლის 13 თებერვალს საწარმომ წარმოადგინა 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (შემოწმების ბრძანების გამოცემის დროს საწარმოს არ ჰქონდა წარმოდგენილი იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია) და 2 175 ტონა საქონლის (ცემენტი) დანაკლისი 543 750 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულებით დაბეგრა დღგით. აღნიშნული დანაკლისი პირის მიერ ასევე დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით.

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ცემენტის შემძენებმა არ დაადასტურეს საქონლის შეძენის ფაქტი (შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება ცემენტის რეალიზაცია).

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში სამჯერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. ორ შემთხვევაში საწარმოს შეეფარდა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის), ხოლო ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული 2 175 ტონა ცემენტის ღირებულება, 543 750 ლარი, დაექვემდებარა სრულად შემცირებას. აღნიშნული საქონლიდან განხორციელდა მზა სასაქონლო ბეტონის წარმოება და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაცია, კერძოდ: შემოწმებით საქონლის წარმოება განხორციელდა საწარმოს მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) რაოდენობების პროპორციულად, ხოლო სარეალიზაციო ფასი გაანგარიშებული იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის (სასაქონლო ბეტონი) რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 831 141 ლარით (დღგ-ის გარეშე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, დადგენილი სხვაობა, 287 391 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამის პერიოდებში. ასევე, საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

● შემოწმების მიმდინარეობისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში არამეწარმე ფიზიკურ პირებზე დაფიქსირებული ოპერაციების ნაწილი, კერძოდ, გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ასახული საქონლის (ცემენტი) შესყიდვა არ შეესაბამება სინამდვილეს და არამეწარმე ფიზიკურ პირებს არ შეუძენიათ აღნიშნული საქონელი. შესაბამისად, შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა (64 804 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების ჯამურად 279.6 ტონა), რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში და ჩაითვალა გამოანგარიშებული წარმოებული სასაქონლო ბეტონის რეალიზაციად. წარმოების შედეგად მიღებულ სასაქონლო ბეტონის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამის პერიოდში დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასი. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 109 399 ლარი (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დამატებით მიღებული შემოსავალი 44 595 ლარი (დღგ-ის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალს (შემოწმებით წარმოებული საქონლის დოკუმენტების გარეშე რეალიზაციიდან მიღებული ფულადი შემოსავალი) გამოაკლდა დამატებით წარმოებული პროდუქციის (სასაქონლო ბეტონი) შესაბამისი პროპორციული წილის მიხედვით გამოყენებული სხვა ნედლეულის რაოდენობის შესაბამისი ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, შედეგად, შემოწმებით წარმოებაში საჭირო სხვა ნედლეულების ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა 195 803 ლარი (გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული იგივე საქონლის წლის მინიმალური შეძენის ფასის მიხედვით). დამატებით მიღებულმა შემოსავალმა ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, შეადგინა 837 565 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დადგენილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „--------“ №------- ექსპერტის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც არსებული ტექნოლოგიების პირობებში, ექსპერტიზაზე დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ცემენტმზიდი ავტომობილიდან შესანახ სილოსში გადატვირთული ცემენტის და შემდგომ ამავე ცემენტის სილოსიდან ბეტონის წარმოების პროცესში გაშვებისას მიღებული დანაკარგის პროცენტული რაოდენობის მაჩვენებელი, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე შეადგენს 2.22 პროცენტს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბეტონის წარმოების პროცესში გაითვალისწინოს სსიპ „-------“ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ცემენტის დანაკარგი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 , 22 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით თანახმად:

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის კონკრეტული ნაწილებით, განსაზღვრული ჯარიმები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მითითებას 275-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას, ვერ იქნება გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მიერ, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია ეხება მხოლოდ აღნიშნული მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმის ოდენობას, ხოლო საგადასახადო შემოწმებით საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გარდა, ასევე, დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე და 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შესაბამისი ჯარიმები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბეტონის წარმოების პროცესში გაითვალისწინოს სსიპ „--------- -ის “ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ცემენტის დანაკარგი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებული დანაკლისის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებად განხილვას და მისი რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება, იმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებმაც არ დაადასტურეს სასაქონლო ზედნადებებით ცემენტის შეძენის ფაქტი, ცემენტის მზა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში გამოყენებას, მისგან წარმოებული ბეტონის რეალიზებულად განხილვას და დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას.

3.მომჩივანი მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას არა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, არამედ აღნიშნული მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილები.

4. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასაქონლო ბეტონის წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოში სამჯერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. ორ შემთხვევაში საწარმოს შეეფარდა გაფრთხილება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით , ხოლო ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების,სსკ-ის 136-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმებით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოწმებით საქონლის წარმოება განხორციელდა საწარმოს მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების პროპორციულად, ხოლო სარეალიზაციო ფასი გაანგარიშებული იქნა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული კონკრეტული მზა პროდუქციის შესაბამისი თვის საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დამატებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 831 141 ლარით.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, დადგენილი სხვაობა,სსკ-ის159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამის პერიოდებში. ასევე, საწარმო დაჯარიმდა.

●შემოწმებით, ცემენტის ის რაოდენობა,რომლის შესყიდვის ფაქტიც არ დადასტურდა არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ, გამოყენებულ იქნა სასაქონლო ბეტონის წარმოებაში და ჩაითვალა გამოანგარიშებული წარმოებული სასაქონლო ბეტონის რეალიზაციად. წარმოების შედეგად მიღებულ სასაქონლო ბეტონის რაოდენობაზე გავრცელდა შესაბამის პერიოდში დოკუმენტებით რეალიზებული სასაქონლო ბეტონის საშუალო შეწონილი ფასი. შემოწმების შედეგად დამატებით მიღებული შემოსავალი,სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. პირს დაერიცხა გადასახადი და ასევე ჯარიმა.

● შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დამატებით წარმოებული პროდუქციის შესაბამისი პროპორციული წილის მიხედვით გამოყენებული სხვა ნედლეულის რაოდენობის შესაბამისი ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, შედეგად, შემოწმებით წარმოებაში საჭირო სხვა ნედლეულების ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: დამატებით მიღებულმა შემოსავალმა ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულად, შეადგინა 837 565 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სსკ-ის 73-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დადგენილი თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბეტონის წარმოების პროცესში გაითვალისწინოს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ცემენტის დანაკარგი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შესაბამისი ჯარიმები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,159,163,164,269(7),291.