გადაწყვეტილება №20544/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20544/2/2023
09 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20544/2/2023).
დავის საგანი:
1. შპს „N2-ზე“ გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა;
2. დღგ-ის ჩათვლის შემცირება;
3. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №074-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17856 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 334 249 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 186 795
დღგ - 71 302
მოგების გადასახადი - 1 561
საშემოსავლო გადასახადი - 113 932
ჯარიმა - 93 497
საურავი - 53 957
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 1 ნოემბრის №34162 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №31282 ბრძანება და №074-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 334 249 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17856 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17856 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შპს „N2-ზე“ გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად, გადასახადი გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „N2-ზე“ (ს/ნ "------") გადარიცხული აქვს 8 845 ლარი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება არ ფიქსირდება (არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება/ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების ანგარიში). საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 72-ე, 96-ე, 97-ე, 982 , მე-2, 173- ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომსახურების გაწევას. ძირითადად მომსახურებას უწევს ქ. "------"-ის გამგეობას, რაც დასტურდება დადებული ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. საწარმოს შპს „N2-დან“ მიღებული მომსახურებები სრულად მიწოდებული აქვს ქ. "------"-ის მუნიციპალიტეტისთვის, რაც დასტურდება spa.ge-ზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტებით და ინსპექტირების ანგარიშით. შპს „N1-სგან “ მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სრულად მიწოდებულია შპს N3-ზე და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით. ასევე, აცხადებს, რომ მომჩივანს შპს „N1-სგან “ მიღებული აქვს მხოლოდ მომსახურებები (მიწის სამუშაოები, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოები), რაც დასტურდება, როგორც შპს N3-სა და შპს მომჩივანის შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით, ასევე მომჩივანის და შპს „N1-ს“ შორის არსებულით. ასევე, აღნიშნავს, რომ მომჩივანის შპს „N2-ის “ მიმართ უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 84 121 ლარი, რაც შემოწმების მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი გამოთქვამს მზაობას შემოწმებას წარუდგინოს მომჩივანის მიერ შპს „N2-სა“ და შპს „N1-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომსახურების გაწევას. ძირითადად კომპანია მომსახურებას უწევს ქ. "------"-ს გამგეობას (ს/ნ "------"), რომლის გაწევა დასტურდება (დადებული ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით). საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საწარმოს შპს „N2-ზე“ გადარიცხული აქვს 8 845 ლარი, რომლის სანაცვლოდაც მიღებული არ აქვს საქონელი/მომსახურება. აქტში მოყვანილი არგუმენტაცია არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც მომჩივანის და შპს „N2-ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რომელიც საწარმოს პირნათლად აქვს შესრულებული, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, საბანკო გადარიცხვებით და სალაროს გასავლის ორდერებით. მომჩივანის შპს „N2-დან “ მიღებული მომსახურებები სრულად მიწოდებული აქვს სახელმწიფოსთვის, რაც დასტურდება spa.ge ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტებში და ინსპექტირების ანგარიშში, სადაც ჩანს აღნიშნული მომსახურების გაწევა. შესაბამისად, საწარმოს შპს „N2-დან“ მიღებული მომსახურება სრულად გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში და აღნიშნული თანხის დაბეგვრა მოგების გადასახადით არ მიაჩნია მიზანშეწონილად. შემოწმებისთვის დამატებით იქნება წარდგენილი მომჩივანის და შპს „N2-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც დაადასტურებს მიღებული მომსახურების ეკ. საქმიანობაში გამოყენებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს შპს „N2-ზე“ გადარიცხული აქვს 8 845 ლარი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება არ ფიქსირდება (არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოების ანგარიში). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის შემცირება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შპს „N1-ისა“ (ს/ნ "------") და შპს „N2-სგან“ (ს/ნ "------") მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ჯამურად 467 562 ლარის. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 71 320 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურისგან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს გამოძიება საწარმოს მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, შპს „N1-ს“ და შპს „N2-ს“ არ უფიქსირდებათ საქონლის შეძენა, არ აქვთ საქონლის გადაზიდვის დოკუმენტები სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზემოჩამოთვლილ საწარმოებს დეკლარირებული აქვთ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი შემოსავალი, თუმცა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვთ შესრულებული. საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, აღნიშნულ საწარმოებთან გადახდა განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხის გადახდის დოკუმენტები არ არის წარდგენილი). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება/ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების ანგარიში) არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დასტურდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი მომსახურების მიღება. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების მიხედვით, განხორციელდა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის შემცირება. შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომსახურების გაწევას. ძირითადად კომპანია მომსახურებას უწევს ქ."------"-ის გამგეობას, რომლის გაწევა დასტურდება (დადებული ხელშეკრულებებით, მიღებაჩაბარების აქტებით და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით). საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „N1-ის“ (ს/ნ "------") და შპს „N2-სგან“ (ს/ნ"------") მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ჯამურად 467 562 ლარის. აღნიშნული ფაქტურების საფუძველზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 71 320 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმების მიერ გაუქმებული იქნა სრულად. აქტში მოყვანილი არგუმენტაცია არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც მომჩივანის და შპს „N1-ს“, შპს „N2-ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რაც დასტურდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და სალაროს გასავლის ორდერებით. მომჩივანის , შპს „N2-დან“ მიღებული მომსახურებები სრულად მიწოდებული აქვს სახელმწიფოსთვის, რაც დასტურდება spa.ge ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტებში და ინსპექტირების ანგარიშში. შესაბამისად, საწარმოს შპს „N2-დან“ მიღებული მომსახურება სრულად გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში (დღგით დასაბეგრ ოპერაციაში) და აღნიშნული თანხის დღგ-ის ჩათვლების შემცირება არ მიაჩნია მიზანშეწონილად. რაც შეეხება შპს „N1-ის“ მიღებულ მომსახურებას, ის სრულად მიწოდებულია შპს N3-ზე (ს/ნ "------") და დაბეგრილია დამატებული ღირებულების გადასახადით. აგრეთვე, მომჩივანის და შპს „N1-დან“ მიღებული აქვს მხოლოდ მომსახურებები (მიწის სამუშაოები, შენობანაგებობის დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოები), რაც დასტურდება როგორც შპს N3-სა და მომჩივანს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ით, ისევე მომჩივანს და შპს „N1-ის“ შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის დამატებით იქნება წარდგენილი მომჩივანის მიერ შპს „N2-სა“ და შპს „N1-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც დაადასტურებს მიღებული მომსახურების დასაბეგრ ოპერაციაში და ეკ. საქმიანობაში გამოყენებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციით გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და მომჩივანს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებთან 455 731 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, შემცირებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 455 731 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომსახურების გაწევას. ძირითადად კომპანია მომსახურებას უწევს ქ."------"-ის გამგეობას, რომლის გაწევა დასტურდება (დადებული ხელშეკრულებებით, მიღებაჩაბარების აქტებით და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით). საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების ანგარიში) არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დასტურდება მიღებული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი მომსახურების მიღება. საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, აღნიშნულ საწარმოებთან 455 731 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, შემცირებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 455 731 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. აქტში მოყვანილი არგუმენტაცია არ შეესაბამება რეალობას, რადგანაც მომჩივანს და შპს „N1-ს“, შპს „N2-ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები მომსახურების გაწევაზე, რაც დასტურდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და სალაროს გასავლის ორდერებით. მომჩივანს, შპს „N2-დან“ მიღებული მომსახურებები სრულად მიწოდებული აქვს სახელმწიფოსთვის , რაც დასტურდება spa.ge ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტებში და ინსპექტირების ანგარიშში. რაც შეეხება შპს „N1-ის“ მიღებულ მომსახურებას, ის სრულად მიწოდებულია შპს N3-ზე და დაბეგრილია გადასახადით. შესაბამისად, საწარმოს შპს „N2-დან“ და შპს „N1-დან“ მიღებული მომსახურება სრულად გამოყენებული აქვს ეკონომიკურ საქმიანობაში და აღნიშნული თანხების დირექტორზე -"------"-ზე (პ/ნ "------") ხელფასად განხილვა და საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არ მიაჩნია მართებულად. აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მომჩივანის შპს „N2-ის“ მიმართ უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 84 121 ლარი, ხოლო შემოწმების მიერ გადაუხდელი თანხები დაბეგრილია საშემოსავლო გადახდით, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის დამატებით იქნება წარდგენილი მომჩივანის მიერ შპს „N2-სა“ და შპს „N1-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც დაადასტურებს მიღებული მომსახურების დასაბეგრ ოპერაციაში და ეკ. საქმიანობაში გამოყენებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, ზემოაღნიშნულ საწარმოებთან 455 731 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, შემცირებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და მისცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სხვა შპს-ზე გადარიცხული აქვს თანხა, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება არ ფიქსირდება (არ არის წარდგენილი ხელშეკრულება, მიღება/ჩაბარება, შესრულებული სამუშაოების ანგარიში). საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2.შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, ვერ დასტურდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი მომსახურების მიღება. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების მიხედვით, განხორციელდა საწარმოებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი დღგ-ის ჩათვლის შემცირება. შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაეკისრა ჯარიმა.
3.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებზე და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებთან გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით თანხა. შესაბამისად, შემცირებულია სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი.შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9)136 (3),97,98,101,154,173,174,175,176.