ბრძანება N 4907

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.03.2026
№ დოკუმენტი 4907
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4907

05 მარტი 2026

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2026 წლის 2 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 2 თებერვლის №100510/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №001-298 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების ფარგლებში, დასაბეგრ ბრუნვად ჩათვლილია ბანკის ჩარიცხვების გაერთიანებული ბაზა (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის პირად საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხები), სალარო და POS ტერმინალის თანხები, რამაც რიგ შემთხვევებში გამოიწვია ოპერაციების არასწორი კლასიფიკაცია.

მიუთითებს, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა შემმოწმებელთან, არაერთ დიდ ჩარიცხვაზე, რომელიც პირად ანგარიშზე იყო მიღებული, თანხის ჩამრიცხავები მიყვანილი იქნა ნოტარიუსთან და დადასტურდა, რომ ოპერაციები იყო პირადი გადარიცხვა და არა რეალიზაცია. შემმოწმებელმა ასევე დამოუკიდებლად მოიძია რიგი ჩამრიცხავების საკონტაქტო მონაცემები და სატელეფონო გასაუბრების შედეგად მიიღო ინფორმაცია პირადი ხასიათის ჩარიცხვებთან დაკავშირებით.

გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მცირე მეწარმეობის პერიოდში (2022 წელი და 2024 წლის თებერვლამდე) პარალელურად მუშაობდა კონსულტანტად სპორტული ინვენტარის მაღაზიაში მცირე მეწარმე "------"-თან. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც მაღაზიის მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზით (მაგ.: კომფორტი, დისტანციური გადახდა, ბანკის გადარიცხვის მოთხოვნა) თანხას რიცხავდნენ მის პირად საბანკო ანგარიშზე, შემდგომ ხდებოდა თანხის ბანკომატიდან გამოტანა და მაღაზიის მეპატრონე უზრუნველყოფდა რეალიზაციის ჩეკის/გატარების შესრულებას მაღაზიაში. ამგვარი ოპერაციები ეკონომიკური შინაარსით წარმოადგენს მაღაზიის რეალიზაციის თანხას. მსგავსი ოპერაციები უნდა გამოირიცხოს დასაბეგრი ბრუნვიდან და არ უნდა გამოიყენებოდეს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარის დადგენისათვის.

გადამხდელი ასევე მიუთითებს სხვა პირად ჩარიცხვებზე, რომელიც მიღებული აქვს სესხის/პირადი ურთიერთდახმარების სახით და რომელიც შემდგომ უკან აქვს დაბრუნებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საკითხის, მათ შორის დღგის გადამხდელად რეგისტრაციის სისწორის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების შემცირებას/გაუქმებას. გადამხდელს ასევე საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

2. გადამხდელი მიუთითებს, რომ დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით და ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22170 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28146 ბრძანება და ამავე თარიღის №001-298 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 008 ლარი, მათ შორის გადასახადი 42 001 ლარი, ჯარიმა 12 099 ლარი და საურავი 16 908 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ი/მ "-------"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა, კერძოდ, 2022-2023 წლებში, სპორტული ინვენტარის ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა და ონლაინ რეალიზაცია, 2024-2025 წლებში სასურსათო მაღაზია ქ. "------"-ში, "------"-ის ქუჩაზე, ხოლო 2025 წლის ივნისიდან, სპორტული მაღაზია "------"-ის 11 ნომერში, "------"-ის მიმდებარედ. შემოსავალი მიღებულია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო ჩარიცხვებით და სასაქონლო ზედნადებებით. დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ "-------"-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 13 დეკემბერს, ბოლო ჩარიცხვით 4750 ლარი (ზედნადები №"-------", 13.12.2022წ.). 2025 წლის 16 დეკემბერს გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმებით დადგენილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის შესაბამისად. 2024 წლის ოქტომბრის თვეში, ბოლო 12 თვის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 58 757 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე, აღნიშნული მონაცემი 100 000 ლარიან ზღვარს არ სცდება. 2024 წლის პირველი ნოემბრიდან გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 2024 წლის ნოემბრის თვემდე, გადამხდელის სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხაში, რითაც შემცირდა დასარიცხი თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ხოლო, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავალი მიღებული აქვს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო ჩარიცხვებით და სასაქონლო ზედნადებებით. დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ "-------"-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 13 დეკემბერს. ამასთან, შემოწმებით 2024 წლის პირველი ნოემბრიდან გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 2024 წლის ნოემბრის თვემდე, ასევე გათვალისწინებულ იქნა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ საწარმო ახორციელებს სარესტორნე მომსახურებას, აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლების ძირითადი ნაწილის მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კერძოდ, ტერმინალის გზით. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (გაანგარიშების ცხრილები და სხვა სახის ინფორმაცია) ფაქტობრივ მონაცემებთან შედარებით გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, ცალკეულ თვეებში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აღემატება ფაქტობრივ მონაცემებს. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად გაანგარიშების ცხრილების დეტალურ გავლას და შესაბამისი საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორეტირებას/შემცირებას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მიუთითებს პირად ჩარიცხვებზე და აღნიშნავს, რომ თანხები მიღებული აქვს სესხის/პირადი ურთიერთდახმარების სახით და რომელიც შემდგომ უკან აქვს დაბრუნებული, კერძოდ:

- შემოწმების ფარგლებში, დასაბეგრ ბრუნვაში შეტანილია "------"-ის მიერ 2022 წლიდან განხორციელებული ჩარიცხვები, რომლებიც არ უკავშირდება გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს. აღნიშნული თანხები წარმოადგენდა ახლობლისგან მიღებულ სესხს/პირად ურთიერთდახმარებას და არა სპორტული ინვენტარის რეალიზაციას. სესხის ხასიათი და მისი არარეალიზაციური ბუნება ნათლად იკვეთება საბანკო ამონაწერებიდან: თანხის მიღებებს მოსდევს თანხების უკან დაბრუნებები ეტაპობრივად (ყოველდღიურად/კვირის განმავლობაში). ამასთან, თანხის უკან დაბრუნება ხდებოდა პერიოდულად ავთანდილ -ის მეუღლის საბანკო ანგარიშზე, რაც პრაქტიკაში ხშირია ოჯახურ ურთიერთობებში. აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო ამონაწერები/დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს სესხის მიღებისა და დაბრუნების ჯაჭვს.

- შემოწმების მიერ დასაბეგრ ბრუნვაში შეტანილია "-------"-ის ჩარიცხვები (2022 წელს - 100 ლარი, 2024 წელს - 300 ლარი), რომლებიც არ უკავშირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ რეალიზაციას. აღნიშნული თანხები წარმოადგენდა უახლოესი მეგობრისგან მიღებულ დროებით დახმარებას, თანხების მიღებას მოსდევს მათი უკან დაბრუნება.

- საბანკო ამონაწერებში იდენტიფიცირდება "-------"-ის ჩარიცხვები 2024–2025 წლებში, რომლებიც ასევე ატარებდა სესხის/დროებითი დახმარების ხასიათს და თანხები შემდგომში უკან იქნა დაბრუნებული.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული ჩარიცხვების ნაწილი იწყება 2024 წლის ნოემბრიდან, ხოლო ამ პერიოდიდან შემოწმების მასალების მიხედვით, უკვე გაუქმებულია დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. მიუხედავად ამისა, შემოწმების გაანგარიშებაში/ბრუნვაში აღნიშნულ თანხებს მაინც ენიჭება ადგილი, რაც დამატებით მიუთითებს საბანკო ოპერაციების ფორმალურად გაერთიანების რისკზე და მოითხოვს ოპერაციების შინაარსობრივ გადაფასებას.

ამასთან, გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ ნოტარიულად დამოწმებულ მტკიცებულებებთან, კერძოდ, "-------"-ის და "-------"-ის მიერ განხორციელებულ პირად გადარიცხვებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შემოწმების პროცესში და ასევე გათვალისწინებულ იქნა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმ ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან და რომლის უკან დაბრუნებაც განხორციელდა, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან და რომლის უკან დაბრუნებაც განხორციელდა:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი მიუთითებს, რომ დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით და ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობაშემოსავალი მიღებულია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო ჩარიცხვებით და სასაქონლო ზედნადებებით. დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2022 წლის 13 დეკემბერს.2025 წლის 16 დეკემბერს გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმებით დადგენილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება.2024 წლის ოქტომბრის თვეში, ბოლო 12 თვის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 58 757 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე, აღნიშნული მონაცემი 100 000 ლარიან ზღვარს არ სცდება. 2024 წლის პირველი ნოემბრიდან გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. 2024 წლის ნოემბრის თვემდე, გადამხდელის სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა ჩასათვლელ თანხაში, რითაც შემცირდა დასარიცხი თანხა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმ ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან და რომლის უკან დაბრუნებაც განხორციელდა, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

282.