ბრძანება N 29913
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29913
01 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №85121/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №001-242 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობას და აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ღირებულება შეადგენს 223 020.38 ლარს, მიღებული მომსახურების ღირებულება - 93 548.82 ლარს, ხოლო ჩათვლას ექვემდებარება 48 290.22 ლარი. მომჩივანი ითხოვს, შემოწმებით განსაზღვრული, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ოდენობის გაზრდას და დარიცხული ჯარიმა-საურავის კორექტირებას.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17795 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 ოქტომბრის №25714 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 125 135 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 85 373 ლარი, ჯარიმა 23 715 ლარი და საურავი 16 047 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 17 ოქტომბერს დაექვემდებარა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციას და აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სულ 544 237 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა დღგ-ის 18%-ით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 175-ე და 176-ე მუხლების მიხედვით, დაექვემდებარა ჩათვლას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირს შემოწმების მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 17 ოქტომბერი. აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, პირის საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (544 237 ლარი) დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით დაექვემდებარა ჩათვლას.
გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პირი მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში შეძენილი მომსახურების ღირებულება, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ვინაიდან, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირს ნაშთად არ გააჩნდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების მარაგები. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შემოწმების დასრულებამდე პერიოდში შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა სრულადაა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც არ ეხება შესამოწმებელი პერიოდს და მიღებულია შესამოწმებელი პერიოდი შემდგომ, ვერ იქნება გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისათვის ნაშთად არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე ჩასათვლელი თანხები სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიმართ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იქნებოდა საგადასახდო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირს შემოწმების მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 17 ოქტომბერი. აღნიშნული მომენტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, პირის საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (544 237 ლარი) დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. ამასთან, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ სულ 12 580 ლარი შემოწმებით დაექვემდებარა ჩათვლას. გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პირი მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციამდე პერიოდში შეძენილი მომსახურების ღირებულება, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ვინაიდან, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირს ნაშთად არ გააჩნდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების მარაგები. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციიდან შემოწმების დასრულებამდე პერიოდში შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხა სრულადაა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც არ ეხება შესამოწმებელი პერიოდს და მიღებულია შესამოწმებელი პერიოდი შემდგომ, ვერ იქნება გათვალისწინებული შემოწმების მიერ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისათვის ნაშთად არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგები, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდზე შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე ჩასათვლელი თანხები სრულად იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიმართ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იქნებოდა საგადასახდო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“„ბ“); 175(1„ა“); 176(1„ა“).