გადაწყვეტილება №19705/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19705/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19705/2/2023

05 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 17.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19705/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10779 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2023 წლის 18 აპრილს მომჩივანმა მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასი: ----------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით.

დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 18 დეკემბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2023 წლის 16 თებერვალი.

გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, 2023 წლის 18 აპრილს შედგა №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, იმავე დღეს გამოცემულ იქნა №EL11112/277 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი - 62,94 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა 2023 წლის 18 აპრილის №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს შემოიყვანა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც დეკლარირების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 18 მარტი. განახორციელა დეკლარირების ვადის გადავადება და დაუშვა შეცდომა, რადგან გადავადების ვადად მიიჩნია 120 დღე. ასევე ივარაუდა, რომ ბოლო უქმე დღე მომდევნო სამუშაო დღეს გადავიდოდა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მომჩივანს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას ასევე დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10779 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის 18 დეკემბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2023 წლის 16 თებერვალი. გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, 2023 წლის 18 აპრილს შედგა №EL206421 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა 2023 წლის 18 აპრილის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მაისის №10779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს შემოიყვანა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც დეკლარირების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 18 მარტი. განახორციელა დეკლარირების ვადის გადავადება და დაუშვა შეცდომა, რადგან გადავადების ვადად მიიჩნია 120 დღე. ასევე ივარაუდა, რომ ბოლო უქმე დღე მომდევნო სამუშაო დღეს გადავიდოდა. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

გადაწყვეტილება

არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას ასევე დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(15); 165,