გადაწყვეტილება №19875/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19875/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19875/2/2023).
დავის საგანი:
1. იმ მისამართებზე მიტანილი მასალების რეალიზებულად ჩათვლა, სადაც საწარმოს პროექტი არ განუხორციელებია;
2. 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი № ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მაისის თვეში დაბეგვრა;
3. სალაროს ნაშთის ოდენობის და შესაბამისად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
4. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო დღგ-ში მიღებული ჩათვლის შემცირება და ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;
5. ბანკიდან გადარიცხული სახელფასო განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
6. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის №038-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 308 205 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 188 846
დღგ - 47 128
მოგების გადასახადი - 1 744
საშემოსავლო გადასახადი - 139 974
ჯარიმა - 94 047
საურავი - 25 312
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში და ასევე არის სხვადასხვა იურიდიული პირების ქვეკონტრაქტორი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 7 ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.02.2023 წლის №3435 ბრძანება და №038-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა არის თუ არა კომპანიის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. იმ მისამართებზე მიტანილი მასალების რეალიზებულად ჩათვლა, სადაც საწარმოს პროექტი არ განუხორციელებია
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო საქმიანობდა ქუთაისის, აჭარის და იმერეთის ტერიტორიებზე. გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო აღრიცხვა, შესაბამისად, მის მიერ არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. შესასრულებელ სამუშაოებს ასრულებდა დაქირავებული მუშახელით და ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. შემოწმების მიერ შესწავლილია სატენდერო ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების და ფორმა 2-ების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გაანგარიშებული მონაცემები შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა. კერძოდ, გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის დეკლარირებული სატენდერო ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად. აგრეთვე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით სხვადასხვა სამშენებლო მასალები, რომლებიც გადაზიდულია ისეთ მისამართებზე, სადაც არ განხორციელებულა სამშენებლო პროექტი. კერძოდ, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ზუგდიდი. შემოწმებით მოხდა აღნიშნული ზედნადებების შესწავლა და ანალიზი. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რითიც დადასტურდებოდა აღნიშნულ მისამართებზე პირის სასაწყობე, საოფისე ან/და სხვა ტიპის ფართის არსებობის ფაქტი. შემოწმებით ისეთ მისამართებზე მიტანილი მასალები, სადაც გადამხდელს პროექტი არ განუხორციელებია, ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე და 154-ე მუხლებით.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივნის განმარტებით, აქტში აღნიშნულია, რომ შეძენილი ზედნადებები მიდის ისეთ მისამართებზე სადაც პროექტი (სამუშაოები) არ გააჩნია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად, შპს ------- (ს/ნ -------) №------- სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 37 000 ლარის მასალები, ზედნადები გამოწერილია ტრანსპორტირების გარეშე, ხოლო №-------, №------- და №------- შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებით მიდის ობიექტზე, რაც ასევე დასტურდება ტენდერის ინსპექტირების ანგარიშით (ექსპერტიზით) (ზედნადებში ასახული მასალები ექსპერტიზის სურათებშიც იდენტიფიცირდება). №-------, №------- და №------- სასაქონლო ზედნადების დასრულების მისამართში მითითებულია „-------“, 2022 წლის მაისი თვეში მომსახურება გაუწია „-------“ (ს/ნ -------). შპს ------- სამუშაოები მიმდინარეობდა -------, შემმოწმებლების მიერ ის ზედნადებები, რომლის დასრულების ადგილიცაა -------, გაუყიდა. შპს ------- იურიდიული მისამართია -------, სოფელი -------. აღნიშნულ მისამართზე მისული ზედნადებებიც განხილულია რეალიზებულად. სხვა დანარჩენ ზედნადებებშიც მსგავსი სიტუაციაა ან/და შეცდომით ძველი/მიმდინარე პროექტის მისამართებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას და მასალების რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მაისის თვეში დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ამ ნაწილში დარიცხვის შინაარსი გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა არის თუ არა კომპანიის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი თანხა (გარდა მასალის რეალიზებულად განხილვისა) გაზრდილია მხოლოდ ერთ თვეში, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზით: მის მიერ 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი გვაქვს №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე ერთი თვით ადრე. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილია მაისის თვეში. მისი აზრით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდია ივნისის თვე, რაზეც გამოწერილი აქვს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილიც არის. ითხოვს, აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის კორექტირებას (შემცირებას).
იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ითხოვს გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჯარიმა დაეკისროს, როგორც საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას და მასალების რეალიზებულად განხილვის შედეგად დარიცხული დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა არის თუ არა კომპანიის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. სალაროს ნაშთის ოდენობის და შესაბამისად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორ/კრედიტორების ურთიერთშედარების აქტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაანგარიშდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, აღნიშნული მეთოდით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს მიღებული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე და 154-ე მუხლებით და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დაშვებულია არაერთი ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც არასწორად არის გაანგარიშებული სალაროს ნაშთი. მაგალითად, კრედიტორებისათვის გადახდილად მიჩნეულია მხოლოდ ბანკით გადახდილი თანხა. მის მიერ (შემოწმებისას 2022 წლის 8 ნოემბერს) გაგზავნილია 2022 წლის 27 იანვრის სალაროს გასავლის ორდერი, რომელითაც დასტურდება შპს „-------“-სთან ნაღდი ანგარიშსწორების (სალაროდან) ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა შემოწმების დროს, აღნიშნული სალაროს გასავლის ორდერი სალაროს მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს (შეიძლება დასრულდა კიდეც) შპს „-------“-ს საგადასახდო შემოწმებაც. აქტის შედგენის შემდეგ დაიწყო კრედიტორებთან შედარების აქტების შედგენის (ასევე საბუღალტრო ბარათების გამოგზავნის) პროცესი, რის საფუძველზეც ასევე, დადასტურდა ნაღდი ანგარიშსწორებით კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტი. ითხოვს, წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით ფულის მოძრაობის (სალაროს) დამატებით შესწავლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
2021 წლის 31 დეკემბერს ბანკომატიდან გამოტანილია 3500 (3000+1500) ლარი, რომელიც ამონაწერში ასახულია 1.01.2022 წელს (ამონაწერშივე ჩანს თანხის გატანის ზუსტი თარიღი, 31.12.2021). კომპანია შემოწმებულია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 31 დეკემბერს ბანკომატიდან გატანილი წინა შემოწმების მიერ ერთხელ უკვე განხილულია სალაროში შეტანილი თანხა, რის გამოც დუბლირებულადაა ეს თანხა დაბეგრილი. ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით ფულის მოძრაობის (სალაროს) დამატებით შესწავლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, კომპანიის ბარათით ტერმინალებზე (ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში) გადახდილი თანხები, სადაც იდენტიფიცირდება, რომელ მომწოდებელთან განხორციელდა გადახდა (არსებობს შესაბამისი ზედნადებებიც), განხილულია სალაროში შეტანილ თანხად და დაბეგრილია გაცემულ ხელფასად. ითხოვს, წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით ფულის მოძრაობის (სალაროს) დამატებით შესწავლას, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
დამხდელს. შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის გამო დღგ-ში მიღებული ჩათვლის შემცირება და ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით საწვავის შეძენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის გასს-ის მონაცემების მიხედვით, კომპანიას ტექნიკა, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა შეძენილი საწვავი, არც საკუთრებაში და არც იჯარით აღებული არ უფიქსირდება. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით არ დასტურდება აღნიშნული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შემოწმებისას შემცირდა საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შეძენილი საწვავი გამოყენებულია შემდეგ საქმიანობაში: შესამოწმებელ პერიოდში საწვავი გახარჯულია ტრანსპორტის მომსახურებაზე, რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას. ასევე ფაქტურებით გინდება ტექნიკის, „სატკეპნის“ დაქირავებაც, რაც საწვავს საჭიროებს. მის მიერ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ტექნიკის მიერ, რაზეც გახარჯულია საწვავი. ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების (ნაწილი წარდგენილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) გათვალისწინებას, მისი მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას, დარიცხული დღგ-ის და მოგების გადასახადის სრულად შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
5. ბანკიდან გადარიცხული სახელფასო განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას შესწავლილ იქნა საბანკო ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდებზე გადამხდელის მიერ წარდგენილი „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული და დაკავებული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ მონაცემებისგან, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული განაცემები ნულის ტოლია, ხოლო ბანკიდან გადარიცხულმა სახელფასო განაცემმა შეადგინა 4 800 ლარი. შედეგად, შემოწმებისას დაკორექტირდა და გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ახდენდა მომწოდებლებისაგან სხვადასხვა მასალების შესყიდვას ნაღდი ფულით რა დროსაც ხდებოდა სალარო აპარატების ჩეკების წამოღება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მომწოდებლებმა არ მოახდინეს სასაქონლო ზედნადების დროული გამოწერა. ამჟამად ცდილობს კომუნიკაცია დაამყაროს მომწოდებლებთან და მოიპოვოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც წარმოადგენს მტკიცებულებების სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
6. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის №038-3 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 94 047 ლარი და საურავი - 25 312 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში და ასევე არის სხვადასხვა იურიდიული პირების ქვეკონტრაქტორი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11288 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 160(1, 3); 163(1,2); 164; 175; 982(1-ბ); 269(7); 275