ბრძანება N 15833
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15833
04 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19185/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად გადმოგზავნილი ------- (პ/ნ -------) №38780/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC10069 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი №38780/21-11 საჩივარში განმარტავდა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს უკვე დატოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. მანქანების გაყვანის დროს დაჯარიმებულ იქნა სხვა პიროვნებაც, რომელსაც ორივე ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10069 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადების დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო, საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №ELC10068 და №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამასთან, გამოიცა №EL7777/5463 და №EL7777/5464 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახდელი, ასევე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფროსის 10.03.2022 წლის №------- წერილით გაირკვა, რომ №------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებული „NISAN NOTE“- ის მარკის ავტომობილი (ს/ნ -------) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ იქნა 2022 წლის 14 თებერვალს – თბომავლით ,,-------“.
საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10068 და №ELC10069 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე თარიღის №EL7777/5463 (№023-5463) საგადასახადო მოთხოვნა 16.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2022 წლის №9345 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა 29.12.2021 წლის №ELC10068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, №EL7777/5463 (№023-5463) საგადასახადო მოთხოვნა და მათ საფუძველზე დაკისრებული თანხები; დაევალა საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10070 და №ELC10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და ამავე თარიღის №EL7777/5464 საგადასახადო მოთხოვნა 16.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 29.12.2021 წლის №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან; დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს №EL7777/5464 (№023-5464) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ შეუსრულებია ამავე ბრძანებით დადგენილი პირობები და შესაბამისად, სხვა ჯარიმების ბარათზე არ შემცირდა 29.12.2021 წლის №ELC10070 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმითა და №EL7777/5464 (№023- 5464) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა, თუმცა, სატრანსპორტო საშუალებამ საიდენტიფიკაციო ნომრით ------- საქართველოს ტერიტორია დატოვა 13.12.2022 საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ გავლით.
იმ საფუძვლით, რომ სადავო სატრანსპორტო საშუალებას უკვე ჰქონდა დატოვებული საქართველოს საბაჟო ტერიტორია, მომჩივანმა დარიცხული თანხების გაუქმების მოთხოვნით 15.12.2022 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343 ბრძანების მე-3 და მე-4 პუნქტის აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
ამგვარად, შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9343, №9345 და 17.02.2023 წლის №2931 ბრძანებებით მომჩივნის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადების დარღვევისთვის საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ECL10069 და №ECL10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 29.12.2021 წლის №ECL10069 და №ECL10071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმების მოთხოვნით 6.03.2023 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 13.03.2023 წლის №4675 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ვინაიდან მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა იმავე დავის საგანზე რომელზეც შემოსავლების სამსახურს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №4675 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია.
ამასთან, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს დოკუმენტები და მოყვანილი აქვს არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სადავო საკითხზე დავის განახლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19185/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი, ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებებით დავის განახლებასთან დაკავშირებით, განსახილველად გადმოეგზავნა შემოსავლების სამსახურს.
მომჩივანი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმები 1000 - 1000 ლარის ოდენობით, გადახდილია საბაჟოზე როდესაც ავტომობილებმა გადაკვეთეს საზღვარი (NISSAN NOTE 2022 წლის 14 თებერვალი. NISSAN TIIDA 2022 WLIS 13 დეკემბერი). როგორც მისთვის ცნობილია, მოხდა შეცდომით გადახდა აღნიშნული თანხების, გამოიწერა ახალი ოქმი სხვა პიროვნებაზე და მან გადაიხადა. ვინაიდან მას არ ჰქონდა ინფორმაცია თუ ვინ გაიყვანა აღნიშნული ავტომობილები, შესაბამისად ვერ მოიპოვა გადახდის დოკუმენტი NISSAN NOTE-ს შესახებ. რაც შეეხება NISSAN TIIDA-ს აქვს ფოტო, სადაც აღნიშნულია ოქმი და საბანკო ქვითარი.
არამართლზომიერად მიაჩნია მისი დაჯარიმება, რადგან ავტომობილებმა უკვე დატოვეს საქართველოს ტერიტორია და ჯარიმებიც გადახდილია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა საზღვრის კვეთა. მომჩივნისთვის გაურკვეველია თუ, რატომ მოხდა ახალი ოქმების გამოწერა, როდესაც უკვე არსებობდა აქტები. ასევე აღნიშნავს, რომ ავტომობილები არ წარმოადგენს მის საკუთრებას მან როგორც თანამშრომელმა გააკეთა რეექსპორტი.
აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდეს სადავო ჯარიმებისგან და თუ ვერ ხერხდება აღნიშნული ოქმების გაუქმება დავალიანება დაეწეროს კომპანიის მთავარ წარმომადგენელს თუ არის ამის შესაძლებლობა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს. მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხულ ჯარიმებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად გადმოგზავნილი საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადების დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165;