ბრძანება N 27901
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27901
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 23 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის №20231/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------’’ (ს/ნ ----------) №81215/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №002-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შპს „----------“ მიწის ნაკვეთი ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შეიძინა შპს „----------“. ხელშეკრულების მიხედვით შპს „----------“ აშენებული საცხოვრებელი კორპუსიდან შპს „----------“ გადასცემდა 1003.7 კვ.მ-ს. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაცია. მიუთითებს, რომ შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაციის შემდგომ, მასზე გადასაცემი ფართები გადაცემულ იქნა შპს „----------“ დამფუძნებლებზე. შემოწმებამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ გადაცემაზე შპს „----------“ შპს „----------“ დამფუძნებლებისგან მიიღო ფულადი კომპენსაცია. გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი დადასტურება, რომ მიღებულ ფართებში დამფუძნებლებს თანხა არ გადაუხდიათ. ითხოვს შპს „----------“ გადასაცემი ფართების ღირებულება, რომელიც გაფორმებულია ფიზიკურ პირებზე და ყველა დოკუმენტით მტკიცდება, რომ შპს „----------“ თანხა არ მიუღია, ამოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხიდან. არ ეთანხმება ასევე შპს „----------“ გადაცემული ფართების ღირებულების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებას. აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში შპს „----------“ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შპს „----------“ გამოწერა საგადასახადო ანაგრიშ-ფაქტურები. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხები დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში. აცხადებს, რომ შპს „----------“ მიერ საგადასახადო ანაგრიშფაქტურებში დაფიქსირებული თანხების გადახდა არ მომხდარა (თანდართულია შპს „----------“ განმარტება). ასევე, შპს „----------“ მიერ შპს „----------“ დამფუძნებელზე რეალიზებულია ფართი, რომლის რეალიზაციის თანხა ანაზღაურებულია შპს „----------“. აცხადებს, რომ შემოწმებამ აღნიშნული ოპერაციის შედეგად საშემოსავლო გადასახადი დაარიცხა შპს „----------“. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ჩაეტარებინა შპს „----------“ საგადასახადო შემოწმება და აღნიშნული ოპერაციები უნდა ასახულიყო შპს „----------“ შემოწმების შედეგებში.
2. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა შპს „----------’’ ფულადი ნაკადების შემოსვლას და ხარჯვას. განმარტავს, რომ სს „----------“ 2016 წელს აღებული აქვს კრედიტი, რომელიც დაფარულია 2019 წელს. სს „----------’ აღებული კრედიტის დასაფარად გადამხდელმა აიღო სესხი 100 000 ლარის ოდენობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „----------“. აღნიშნული სესხი და საპროცენტო სარგებელი გადამხდელმა დაფარა 2019 წლის ოქტომბერში. შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული თანხები. აცხადებს, რომ ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული ასევე საჯარო რეესტრში ფართების გადაფორმებაზე გადახდილი 6 524 ლარი, შპს „----------“ 2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები 7 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ---------- მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით, რომელიც გადარიცხულია საბანკო ანგარიშიდან.
3. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართები შპს „----------“ დღგ-ის დეკლარაციაში ასახა 2019 წლის ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში და შესაბამისად დაბეგრა. აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი დასმული ჰქონდათ აუდიტორებთან. მიუთითებს, რომ მათი მხრიდან დაირღვა მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი, ხოლო ძირითადი თანხები სრულად იყო დაბეგრილი. ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №19423 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 აპრილის №002-68 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) 2022 წლის 31 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის №19423 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 57 865 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 38 578 ლარით და ჯარიმა 19 287 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 აპრილის №002-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 26 ივნისის №14584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 ოქტომბრის №20231/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14584 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შპს „----------’’ მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული ბინების ნაწილი მიწოდებულია/გადაფორმებულია შპს „----------’’ (ს/ნ ----------) დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული განპირობებული იყო შპს ,,----------’’ გაკოტრებით. შემოწმებისათვის წარმოდგენილია შპს ,,----------’’ დამფუძნებელი ფიზიკური პირების განცხადება, რომლის მიხედვით ისინი თანახმა არიან შპს ,,----------ს’’ მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადაფორმდეს მათ საკუთრებაში. თუმცა, არ არის წარმოდგენილი ამ უფლების/თანხმობის წარმოშობის საფუძველი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში ფიქსირდება 2016 წლის შეთანხმება შპს ,,----------’’ და შპს ,,----------’’ შორის ვალდებულებების გაუქმებაზე, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია სასყიდლიანი ხელშეკრულებები. რაც შეეხება შპს ,,----------’’ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებას, დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, შპს ,,----------’’ მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია შპს ,,----------’’ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაანგარიშების დასკვნით, აღნიშნულ საკითხებში დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოწმებით დადგენილი დამატებით დაბეგრილი ხელფასის ოდენობა გაანგარიშებულია პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერების) დაყრდნობით და მასზე გავლენას ვერ მოახდენდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ ბიუჯეტში შეტანილი თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატებოდა შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია (მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ), რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი. 2019 წლის მაისსა და ნოემბრის თვეში შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვები სრულად გაანგარიშებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში აღნიშნულ რეალიზაციასთან დაკავშირებული ავანსის მიღება და დეკლარირება შემოწმების მონაცემებით არ დასტურდება. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული იჯარის თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩასათვლელი თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების საკითხი. აღნიშნულის შესწავლის და ანალიზის შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, შპს „----------“ მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია შპს „----------“ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმომ მიწის ნაკვეთი ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შეიძინა შპს „----------“. ხელშეკრულების მიხედვით შპს „----------“ აშენებული საცხოვრებელი კორპუსიდან შპს „----------“ გადასცემდა 1003.7 კვ.მ-ს. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაცია. მიუთითებს, რომ შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაციის შემდგომ, მასზე გადასაცემი ფართები გადაცემულ იქნა შპს „----------“ დამფუძნებლებზე. შემოწმებამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ გადაცემაზე შპს „----------“ შპს „----------“ დამფუძნებლებისგან მიიღო ფულადი კომპენსაცია. გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი დადასტურება, რომ მიღებულ ფართებში დამფუძნებლებს თანხა არ გადაუხდიათ. შესაბამისად, გადამხდელი თვლის, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი შეისწავლოს, შპს „----------“ საქმესთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საჯარო რეესტრში ფართების გადაფორმებაზე გადახდილი 6 524 ლარი, შპს ,,----------“ 2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები 7 000 ლარის ოდენობით და ---------- მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმომ 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართები დღგ-ის დეკლარაციაში ასახა და დაბეგრა 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბერის თვეში, რომელი პერიოდებიც შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ თემატურად. მიუთითებს, ორმაგ დაბეგვრაზე და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი შეისწავლოს, შპს „----------“ საქმესთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.
3. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, კომპანიის მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია მომჩივანის ურთიერთდამოკიდებულ პირებზე. კომპანიისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საჯარო რეესტრში ფართების გადაფორმებაზე გადახდილი 6 524 ლარი, 2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები 7 000 ლარის ოდენობით და მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
3. საწარმომ 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართები დღგ-ის დეკლარაციაში ასახა და დაბეგრა 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბერის თვეში, რომელი პერიოდებიც შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ თემატურად. მიუთითებს, ორმაგ დაბეგვრაზე და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი შეისწავლოს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)