ბრძანება N 4631
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4631
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები №14 და №19) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 27 იანვრის №93943/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №081-260 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვას და აცხადებს, რომ საწარმო იმყოფება რეაბილიტაციის პროცესში, ამდენად, მოვალე პირებს, მათ შორის დირექტორებს ევალებათ მიღებული თანხების შესაბამისი სარგებლით დაბრუნება. ასევე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ თარიღში ხდება სესხის გაცემა და როგორ მოხდა დარიცხული გადასახადის გამოანგარიშება. მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას კომპანიის წარმომადგენელთან ერთად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები ან ოპერაციები, რომელიც საფუძვლად დაედო აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ შეფასებას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გაუგებარია თუ საიდან დაადგინა აუდიტის დეპარტამენტმა სხვაობა. იმ შემთხვევაში თუ სხვაობის მიზეზს წარმოადგენს საჯარო რეესტრში გადაფორმებული ბინების დღგ-ით სრულად დაბეგვრა, აღნიშნული არასწორია, რადგან განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მშენებარე უძრავი ქონებების გადაცემას, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით დადგენილია, რომ თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში. შესაბამისად, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარიცხვის საფუძველი ზემოთ მითითებული გარემოებაა, არამედ იმის გამო, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი უძრავი ქონების მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხის დღგ-ით დაბეგვრას და ასევე დადგენილი შემოსავალის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში მოხდა კომპანიის ოპერაციების შესწავლა გადახდისუუნარობის მასის სწორად დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოიკვეთა სადავო ხელშეკრულებების ბათილობის და ასევე კომპანიის დირექტორების მიერ კომპანიის ქონების მითვისების ნიშნები. შესაბამისად, კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულებები უძრავი ქონების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) თაობაზე, მოითხოვა ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონებებზე საკუთრების უფლების კომპანიის სახელზე აღრიცხვა. კომპანიამ ასევე განცხადებით მიმართა ------- პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება საქმის გარემოებების შესწავლისა და შპს „-------“ დაკავშირებული პირის/პირების, დირექტორების ქმედებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, რადგან მათ ქმედებებში არის სისხლის სამართლის კოდექსის, ეკონომიკური დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულებების ნიშნები. კერძოდ, განცხადებაში აღინიშნა, რომ პირადად დირექტორების მიერ შესაძლოა მითვისებული იყოს კომპანიის კუთვნილი თანხები. აღნიშნული გარემოებებიდან დასტურდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და ასევე ამ ეტაპზე არასწორია კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო ხელშეკრულებებით ბინების რეალიზებულად განხილვა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ ეს თანხები არ არის გადახდილი ან ადგილი არ ჰქონია ნასყიდობას (მოჩვენებითი გარიგებაა), სასამართლოს წესით მოხდება სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რაც თავისთავად გამორიცხავს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის არსებობას, ხოლო თუ გამოძიებით დადგინდება დირექტორების მიერ სადავო თანხების მიღება, მათ დაევალებათ კომპანიისგან მითვისებული თანხების დაბრუნება, რაც ცხადია ადასტურებს, რომ სახეზე არ არის ხელფასის გაცემა. ამდენად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.
4. გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-------“ გადახდილად ნაჩვენები თანხის და შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიისთვის არ არის მიწოდებული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებების სისწორე. შესაბამისად, მიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №15009 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27498 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-260 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 658 750 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 2 033 023 ლარი, ჯარიმა 1 070 108 ლარი და საურავი 555 619 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების და საწარმოში დანიშნული რეაბილიტაციის გუნდის მიერ წარმოდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ ფიზიკურ პირებზე (გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე) გაცემულია სესხი 2 954 770 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხიდან შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია 2 364 770 ლარი, ხოლო 590 000 ლარი გენერალურ დირექტორზე სესხის სახით გაცემულია 2020 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული სესხებზე, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით არ არის მისაღები სარგებელი დარიცხული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დირექტორებზე გაცემული სესხი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დირექტორებზე გაცემული სესხის თანხა 2 364 770 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე) დაიბეგრა მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის №34 ბრძანების პირველი ნაწილის შესაბამისად (წლიური საპროცენტო განაკვეთი 20%) გაანგარიშებული იქნა გენერალური დირექტორის და დირექტორის მიერ მიღებული სარგებლი, რაც განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დამატებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად 20%-იანი განაკვეთით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დეკლარირებული აქვს 7 255 373 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე (დღგ-ის დეკლარაციები, ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ინფორმაციებზე და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 490 345 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და შემოწმების პროცესში მონაწილე საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მოწოდებული გაანგარიშების ცხრილის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ტიპის ხელშეკრულებების (შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართები არ არის გამოსყიდული) საფუძველზე რეალიზებული აქვს „ბ“ ბლოკის ფართები. ხელშეკრულებების შინაარსის ანალიზით დგინდება, რომ მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. რეალიზებული ფართების ღირებულება შეადგენს 2 624 695 ლარს (დღგ-ის გარეშე), აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში და საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს მიღებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.
4. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით შპს „-------“ (ს/ნ -------) გადახდილად აქვს ნაჩვენები 779 181 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხით მცირდება საწარმოს სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას მესამე მხარეებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ კომპანიას გააჩნია დავალიანება 901 733 ლარი, ხოლო 779 181 ლარიდან 188 921 ლარი არ არის გადახდილი. შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით 188 921 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს არ აქვს აღრიცხული შპს „-------“ (ს/ნ -------) მიწოდებული საქონლის/მომსახურების (რაც დასტურდება გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასაახდო ანგარიშ-ფაქტურებით) შესაბამისი შემოსავალი 16 786 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 2 364 770 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. აღნიშნულ სესხებზე, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით არ არის მისაღები სარგებელი დარიცხული.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტოდ გაცემულ სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში დღგ-ის ბრუნვა (1410/3120 ანგარიშებიდან) უფიქსირდება 7 490 345 ლარი. შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ ბინების შემსყიდველი ფიზიკური პირები კომპანიას სისტემატიურად ურიცხავენ ბინის ღირებულებას საბანკო ანგარიშზე. კომპანიას აღნიშნული თანხები აღრიცხული აქვს პროგრამაში, მაგრამ დღგ-ის დეკლარაციებში ნაჩვენები არ აქვს, შესაბამისად შემოწმებით დადგინდა სხვაობა 234 972 ლარის ოდენობით, რაც დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.
საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული აქვს ფართები. მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. გადამხდელის მიერ აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში და საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად დაიბეგრა უძრავი ქონების მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა დღგ-ით. ასევე, მართლზომიერად ჩაითვალა შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით შპს „-------“(ს/ნ -------) გადახდილად ნაჩვენები აქვს 779 181 ლარი. მესამე მხარეებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „-------“ (ს/ნ -------) კომპანიას გააჩნია დავალიანება 901 733 ლარი, ხოლო 779 181 ლარიდან 188 921 ლარი არ არის გადახდილი. აგრეთვე, საწარმოს არ აქვს აღრიცხული შპს „-------“ (ს/ნ -------) მიწოდებული საქონლის/მომსახურების (რაც დასტურდება გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასაახდო ანგარიშ-ფაქტურებით) შესაბამისი შემოსავალი 16 786 ლარი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა განხილული შპს „-------“ (ს/ნ -------) გადახდილად ნაჩვენები 188 921 ლარის და ასევე შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;
2. დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა;
3. უძრავი ქონების მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა და შემოსავალის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
4. გადახდილად ნაჩვენები თანხის და მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დგინდება, რომ ფიზიკურ პირებზე (გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე) გაცემულია სესხი. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული სესხებზე, არ არის დარიცხული მისაღები სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორებზე გაცემული სესხი განხილულ იქნა უპროცენტოდ გაცემულ სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაანგარიშებული იქნა გენერალური დირექტორის და დირექტორის მიერ მიღებული სარგებლი, რაც განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დამატებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვსიგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
3. საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული აქვს ფართები. მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებისთ აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს მიღებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
4. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, არ აქვს აღრიცხული შპს-ზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების (რაც დასტურდება გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასაახდო ანგარიშ-ფაქტურებით), ასევე შპს-ზე გადახდილად აქვს ნაჩვენები თანხა, ხოლო მესამე მხარეებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს-ს მიმართ კომპანიას გააჩნია დავალიანება. შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და თანხის სალაროში არსებობის ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული ჩაითვალა დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ); 101; 154; 159; 163;