ბრძანება N 27534
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27534
08 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---)
( მის.: ---) 2023 წლის 15 იანვრის და 29 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის №19597/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) №78054/1/2023 და №79992/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-690 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15253 და 26 დეკემბრის №32780 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2022 წლის 19 მაისის ჩათვლით საანაგრიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33737 ბრძანება და ამავე თარიღის №006-690 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 341 424 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 831 144 ლარი, ჯარიმა 984 532 ლარი, საურავი 525 748 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 აპრილის №87691 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8769 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19597/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აპრილის №8769 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია საბუღალტრო პროგრამაში ასახულ ოდენობაზე. საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის (17.05.2022 წლის) მომენტში გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. საწარმოს სალაროში მიღებული აქვს ბინების რეალიზაციიდან შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის და ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი მე-4 და მე-5 დავის საგნების ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მაისის N12332 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა შპს ,,---ის’’ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი (0 ლარი) ნაკლებია პროგრამა ინფო-ბუღალტერში ასახულზე (129 287.02 ლარი). შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის (დირექტორის) მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის (2022 წლის 17 მაისი) მომენტში გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ’’ მეთოდური მითითების მე-10 მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ საწარმოს სალაროში მიღებული აქვს ბინების რეალიზაციიდან შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების’’ შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს დირექტორზე სესხის გაცემად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის შემოტანის შემთხვევაში, რომლის შესახებაც დასტურდება, რომ წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოიშვა გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება. ამასთან, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის საფუძველზე, გაანგარიშდა 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდებში სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთზე საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა, რომელიც დაექევემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 26 ოქტომბერს, თუმცა გადასახადის გადამხდელი საჩივრების ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
შემოწმების მიხედვით დგინდება, რომ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია პროგრამა ინფო-ბუღალტერში ასახულზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების’’ შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს დირექტორზე სესხის გაცემად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 31 დეკემბრის N42109 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთზე საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გაუგებარია შემოწმების მიერ დადგენილი სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთებს შორის, ვინაიდან ბუღალტრული ნაშთი ედრება ფაქტიურს, გარდა ამისა, შემმოწმებლის მიერ სალაროს თანხების გაანგარიშებისას არ მოხდა იმ თანხების გამოკლება, რომელიც დამფუძნებელმა საწარმოს ასესხა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მეორე სადავო საკითხები შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლისას, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8769 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19597/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 აპრილის №8769 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მეორე სადავო საკითხები შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73 (9, 4); 982; 101; 154; 43.