ბრძანება N 7176
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7176
15 აპრილი 2025
ბრძანება
ი/მ"-------"-ის ს/ნ "--------")
(ფაქტ. მის.:"---------")
2024 წლის 4 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის №24846/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ "---------" (ს/ნ "------------") 2024 წლის 4 აგვისტოს №91198/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №007-181 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს, კერძოდ, შემოწმებით 2021 წელს დადგენილ ფასნამატს 154%-ს, 2022 წელს 178%-ს, 2023 წელს 131%-ს, ხოლო 2024 წელს 116%-ს. განმარტავს, რომ მისი ობიექტი მდებარეობს "------"-ს ბაზრობაზე, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს განათებებით ვაჭრობა. გადამხდელის მხრიდან არასწორი სააღრიცხვო პოლიტიკის და სასაქონლო კოდების ზედნადებებში რიგ შემთხვევებში არასწორად მინიჭებისა და შემმოწმებლის მიერ საკმაოდ მცირე რაოდენობით დაკავშირებული რეალიზებული და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამო, შემოწმების მიერ წლების მიხედვით დაანგარიშებული ფასნამატები აცდენილია რეალობას. გაუგებარია შემოწმებამ რატომ არ იხელმძღვანელა მესამე პირების (აუდირებული) ფასნამატით. ანალოგიურ ტერიტორიაზე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციის ფასნამატი მერყეობს 40-დან 80 პროცენტამდე. ამასთან, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი ზოგიერთ პოზიციაზე 800%-ს სცდება, რაც სრულიად წარმოუდგენელია.
გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს და გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის წლების მიხედვით გადანაწილების მეთოდს. ასევე, არ ეთანხმება მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დარიცხვას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და განმარტავს, რომ იგი ვალდებული იყო 2024 წლის პერიოდში აღმოჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ეღიარებინა 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციით, ხოლო დღგ-ის ნაწილში კი გამოვლენის მომენტში, რაც აღარ გამოიწვევს საურავის დამატებით დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3448, 20 თებერვლის №3549 და 28 ივნისის №15337 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "---------"-ის ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16314 ბრძანება და №007-181 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 595 006 ლარი, მათ შორის, გადასახადი 326 467 ლარი, ჯარიმა 162 124 ლარი და საურავი 106 415 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 18 სექტემბრის №20531 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 დეკემბრის №24073/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №20531 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით), ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 დეკემბრის №24073/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2025 წლის 12 თებერვლის №2412 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, რომელიც თავის მხრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. აღნიშნულზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გამოსცა 2025 წლის 3 აპრილის №24846/2/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 თებერვლის №2412 ბრძანება და ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------" ) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის №24846/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭომ 21.11.2024 წლის №24073/2/2024 გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №8898 ბრძანებით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2412 ბრძანებაში მითითებულ გარემოებებზე, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდს მისაკუთვნებელი საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის სფეროს წარმოადგენს განათებებით ვაჭრობა "-------"-ს ტერიტორიაზე. საქონელი შემოაქვს იმპორტით ძირითადად ჩინეთიდან. მეწარმეს საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხულია ინვოისში დაფიქსირებული კოდების მიხედვით, თუმცა საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ვერ ხდება რეალიზებული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იდენტიფიცირება და დაკავშირება ერთმანეთთან. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის N8898 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით, ხოლო რაც ვერ დაიდენტიფიცირდა გავრცელდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთიდან დოკუმენტური ფასნამატის ამოღებით. ამასთან, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების კორექტირების გამო. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად
დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებაზე, რომლითაც 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას დაემატა დანართი №10 და რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმეს საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, თუმცა საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ვერ ხდება რეალიზებული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იდენტიფიცირება და დაკავშირება ერთმანეთთან. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით, ხოლო რაც ვერ დაიდენტიფიცირდა გავრცელდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთიდან დოკუმენტური ფასნამატის ამოღებით. აგრეთვე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების კორექტირების გამო. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის.
ზემოაღნიშნულზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საანგარიშო პერიოდებზე გადანაწილება და რეალიზებულად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8898 ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე, არამედ სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს და გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის წლების მიხედვით გადანაწილების მეთოდს. ასევე, არ ეთანხმება მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დარიცხვას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს განათებებით ვაჭრობა.საქონელი შემოაქვს იმპორტით.მეწარმეს საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხულია ინვოისში დაფიქსირებული კოდების მიხედვით, თუმცა საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ვერ ხდება რეალიზებული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იდენტიფიცირება და დაკავშირება ერთმანეთთან.გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით, ხოლო რაც ვერ დაიდენტიფიცირდა გავრცელდა საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთიდან დოკუმენტური ფასნამატის ამოღებით. ამასთან, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების კორექტირების გამო. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე,საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),159,163,164.