გადაწყვეტილება №3/3785-15

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 31.05.2016
№ დოკუმენტი 3/3785-15
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N3/3785-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2016 წელი

ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - იდოლდა ლოსაბერიმე

 

მოსარჩელე - „_______________“

წარმომადგენელი - „_______________“

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლეზის სამსახური.

წარმომადგენელი - ,მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

წარმომადგენელი -

 

დავის საგანი · ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალდებულება.

 

აღწერილოზითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 205 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა „_______________“ ადმინისტრაციული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება, რომლითაც „_______________“ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს არსებითად განიხილოს „_______________“ ადმინისტრაციული საჩივარი ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 ნოემბრის 48394 ბრძანებასა და 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 საგადასახადო მოთხოვნაზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წელს ჩატარდა „_______________“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 01 აპრილამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული იქნა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების დარიცხვის თაობაზე, „_______________“ საპატიო მიზეზებით (აქტების გახსნის იურიდიული შედეგის არცოდნის და ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო) გაუშვა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადები. აღნიშნულის გამო შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო დავების განხილვის საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა საჩივრის განხილვის არცერთ სტადიაზე ადმინისტრატიულმა ორგანომ არ იმსჯელა ჰქონდა თუ არა მეწარმეს საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ადმინისტრაგიული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით მომჩივანის მიერ მითითებული გარემოებები არ იყო საპატიო მიზეზი, რათა მიჩნეული ყოფილიყო, რომ მეწარმემ გასაჩივრების ვადა გაუშვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (იხ. სხდომის ოქმი).

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითსოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საჩივრის ავტორი სათანადო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებდა, რომ აქტის გასაჩივრების ვადა გაუშვა საპატიო მიზეზით (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს „_______________“ მიმართ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 32-40);

 

3.1,2. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ნოემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 21 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება N48394, რომლის თანახმად „_______________“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 102972 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი 70562 ლარი და ჯარიმა 32410 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 ნოემბრის ბრძანება N48394 (ს.ფ. 31).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ნოემბრის N48394 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N064-12.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 30).

 

3.1.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა M064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და “_____________ “ მითითებით 25 ნოემბერს გაეცნო “_____________ “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მხარეთა ახსნა-განმარტება.

– შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის N165544-21-14 მიმართვა (ს.ფ. 77);

- მოწმე “_____________ “ ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი)

 

3.1.5. დადგენილია, რომ “_____________ “ 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N064-12 საგადასახდო მოთხოვნის გაუქმება, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით “_____________ “ საჩივარი დარჩა განუხილველი-საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება (ს.ფ. 29).

– “_____________ “ საჩივარი (ს,ფ. 25-28);

 

3.1.6. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა “_____________“ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მეწარმე ითხოვდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანების გაუქმებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ს.ფ. 20-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უწდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული თაორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღითან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული, თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსახღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით – ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „____________“ 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მომართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დემარტამენტის, 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლეები სამსახურის 2015 ყლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა ელექტრონული ფორმით 2014 წლის 25 ნოემბერს, ხოლო გადამხდელმა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა 2015 წლის 30 იანვარს.

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;

 

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

 

ამავე მუხლის მე-9 წაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნა N064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და 25 ნოემბერს გაეცნო „_____________“ დავალებით „___________“.

 

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 30 იანვარს „___________“ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის, მოითხოვა 2014 წლის 24 ნოემბრის N064-2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და ამასთან მიუთითა, რომ საჩივრის დაგვიანებით წარდგენა განპირობებულია ოჯახის წევრის ავადმყოფობით.

 

საქმეში წამოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ „___________“ დედა „___________“, რომელიც დაავადებული იყო ონკოლოგიური დაავადებით, გარდაიცვალა 2015 წლის 8 თებერვალს (იხ: ცნობა შპს ,,---------იდან”, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „___________“ დაბადების მოწმობა ს.ფ. 5156).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა „___________“ განმარტა, რომ იგი იყო სოფელ „___________“, „___________“ აწ გარდაცვლილი დედის მკურნალი ექიმი. მოწმის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე გახდა 2014 წლის სექტემბრის თვიდან, არ შეეძლოთ გადაადგილება და მისი მომვლელი იყო „___________“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, სოფელ -----ში „___________“ მეზობლად მცხოვრებმა პირებმა, „___________“ და „___________“ განმარტეს, რომ 2014 წლის ბოლოს „___________“ დედა იყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფი და მასთან მუდმივად ყოფნა უწევდა მოსარჩელეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა „___________“ განმარტა, რომ იგი სპეციალობით არის ბუღალტერი, თუმცა არანაირი სამსახურეობრივი ურთიერთობა არ აკავშირებს „___________“. შემოწმების დასრულების შემდეგ მას დაუკავშირდა ტელეფონით „___________“ და სთხოვა მის ელექტრონულ პორტალზე გაცნობოდა საგადასახადო დოკუმენტებს. დოკუმენტების გაცნობიდან რამდენიმე დღეში იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა „___________“ და აცნობა, რომ გადასახდელად დარიცხული ჰქონდა სოლიდური თანხა, თუმცა ვინაიდან საუბრობდნენ ტელეფონით, დარიცხვის კანონიერების შესახებ მეწარმისათვის არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით „___________“ თხოვნით გაეცნო აქტს და ვინაიდან მასში დაშვებული იყო შეცდომა, ისევ „___________“ თხოვნით თავად გააგზავნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად - დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრცნელი ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარუმრებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა „___________“ გაუშვა საპატიო მიზეზით. მისი ოჯახის წევრის - დედის ავადმყოფობის გამო მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას წვდომა ჰქონოდა მის მიმართ გამოცემულ აქტებზე, აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა საგადასახადო ორგანომ „___________“ საჩივრის განხილვის დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საჩივარი განუხილველი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე საჩივარში უთითებდა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზებზე.

 

6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს იმ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისდ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ და შემოსავლების სამსახურმა ისე მიიღეს გადაწყვეტილება „___________“ საჩივარზე, რომ საერთოდ არ გაითვალისწინეს და არ დაასაბუთეს, რატომ ეუბნებოდნენ მომჩივანს უარს აქტის გასაჩივრების ვადის აღდგენაზე. ამასთან სასამრთლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების მიერ უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ მეწარმეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც არ ეთანხმებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმიწისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მოხდეს მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი უნდა დავმაყოფილდეს, მოპასუხეეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება. |

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. „___________“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა „___________“ ადმინისტრაციული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემზრის N064-12 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.

3. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ზრძანება, რომლითაც „___________“ ადმინისტრაციფლი საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს არსებითად განიხილოს „___________“ ადმინისტრაციული საჩივარი ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის

2014 წლის 21 ნოემბრის N48394 ბრძანებასა და 2014 წლის 24 წოემბრის N0064-12 საგადასახადო მოთხოვნაზე.

5. დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამიწისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურს „___________“ სასარგებლოდ თანაბარწილად სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა 1932) ქუთალსის, საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11). მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე