გადაწყვეტილება №24962/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24962/2/2025
20 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 08.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----”-ის 25.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24962/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის N ---- - საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 04.03.2025 წლის N 3670 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 100 328,29 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 55 199,79
ჯარიმა - 27 599,90
საურავი - 17 528,60
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების შეძენა/რეალიზაცია და შემდეგ დაწყებული აქვს ტურ-ოპერატორული საქმიანობა.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, მაისისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, ასევე, გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა - განმარტებითი ბარათების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ჩასათვლელ თანხებსა და საგადასახადო შემოწმების შედეგებს შორის. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს 20 მაისი 2025 N ----- ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო 2021 წლის ოქტომბრის თვეში და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 179-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა შესაბამის პერიოდებში ჩათვლილი თანხების ოდენობები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.03.2025 წლის N 3670 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანმა ევროპული სამშენებლო ჰოლდინგისგან შეიძინა ბინები, რომლის ბუღალტერს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რომ ანგარიშ - ფაქტურები საავანსოები და ჩვეულებრივიც რომელიც გამოწერილი იყო მისი მხრიდან დაეწყვილებინათ (დაწყვილებას გამომწერი მხარე აკეთებს და უთანხმდება ჩამთვლელ მხარეს, რომ ერთნაირად იყოს დაწყვილებული). 2022 წელსაც ჰქონდა მათთან ურთიერთობა ბინების სარემონტო სამუშაოების გამო და არაერთხელ მიმართა ამ საკითხთან დაკავშრებით. აღმოჩნდა, რომ სამშენებლო ჰოლდინგში აუდიტი იყო შესული.
მომჩივანი აღიარებს, რომ მოიქცა დაუდევრად. განზრახ არ მომხდარა ეს ყოველივე. ყველაფერი მოხდა უყურადღებობით. გადასახადის გადამხდელთანაც შევიდა აუდიტი. ისევ დაუკავშირდა ა/ფაქტურის გამომწერ მხარეს, შედეგადაც რევიზიის აქტი გამოუგზავნეს და უთხრეს ანახეთ შემოსავლების სამსახურს და აღარ დაგაჯარიმებენო.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო 2021 წლის ოქტომბრის თვეში და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. საგადასახადო შემოწმებით დაკორექტირდა ჩათვლილი თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
საჩივარში მომჩივანი აღიარებს თავის შეცდომას, თუმცა უთითებს, რომ განზრახ არ მომხდარა ჩათვლების გაზრდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელს ბინების შეძენისას მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით ჩათვლილი ჰქონდა როგორ ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, ასევე, მათი გამნაშთველი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც. გარდა აღნიშნულისა, არასრულყოფილად იყო გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებიც, კერძოდ, ოპერაცია გაუქმებული იყო 2021 წლის ოქტომბრის თვეში და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის ჩათვლა არ იყო ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდში. საგადასახადო შემოწმებით დაკორექტირდა ჩათვლილი თანხები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 04.03.2025 წლის N 3670 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საჩივარში მომჩივანი აღიარებს თავის შეცდომას, თუმცა უთითებს, რომ განზრახ არ მომხდარა ჩათვლების გაზრდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 179;.