ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №132
2005 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი
ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე -ტყის დამზადების მიზნით სპეციალური ლიცენზიების (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია ), გაცემის წესსა და პირობებს .
მუხლი 11. ტერმინთა განმარტებები
1. ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10 - წლიანი ვადით).
2. სატყეო კვარტალი - ტყის ფონდის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული, რომელიც შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან).
3. (ამოღებულია - 21.06.2011, №249).
4. (ამოღებულია - 21.06.2011, №249).
5. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყე:
ა) ტყეები, სადაც აღინიშნება ბიომრავალფეროვნების ელემენტების მაღალი კონცენტრაცია გლობალურ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე (ქვეყნის კანონმდებლობით დაცული სახეობები, IUCN-ის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები და ერთზე მეტი ენდემური სახეობა). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა;
ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი (მათ შორის სუბალპური) ტყეები. მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ლანდშაფტისა და მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები;
გ) ტყეები, რომლებიც მოიცავენ იშვიათ ან საფრთხის ქვეშ მყოფ ეკოსისტემებს (ეკოსისტემები, რომლებიც მაღალი ანთროპოგენული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონსერვაცია აქტიური მენეჯმენტის გზით. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები;
დ) ტყეები, რომლებიც ასრულებს უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ ფუნქციებს (35 გრადუსზე მეტი დაქანების მქონე ფერდობებზე განლაგებული ტყეები; ტყეები, რომლებიც მოიცავს სასმელად გამოსაყენებელ, სულ ცოტა – ერთ წყაროს; მდინარეების გასწვრივ 200 მეტრის სიგანის ზოლში მდებარე ტყეები, მწვანე ზონის ან საკურორტო ტყეები და სხვ.). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა;
ე) ტყეები, რომლებიც ასრულებენ სასიცოცხლო ფუნქციებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის (საშეშე და სამასალე მერქანი, სათიბები და საძოვრები, არამერქნითი პროდუქტები, მეფუტკრეობა და სამკურნალო მცენარეები). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ლანდშაფტისა და მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის ჭრები;
ვ) ტყეები, რომლებსაც აქვთ უაღრესად დიდი მნიშვნელობა რელიგიური და/ან კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისათვის. მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები.
6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – ტყითმოსარგებლის მიერ, დადგენილი წესით, მომავალი 10-წლიანი პერიოდისთვის შემუშავებული დოკუმენტი, რომლის შემუშავებისა და დამტკიცების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №,100 ,11.08.2009წ., მუხ.1099
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №198 - სსმ III, №,137 ,06.11.2009წ., მუხ.1562
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №376 - სსმ III, №,162 ,13.12.2010წ., მუხ.2286
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
მუხლი 2. გენერალური ლიცენზია
1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია არის დოკუმენტი , რომელიც მოიცავს სამონადირეო მეურნეობისა და ხე -ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს .
2. ერთ -ერთი სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გენერალური ლიცენზიის მოპოვება სავალდებულო არ არის .
3. ლიცენზირებას არ ექვემდებარება სოციალური ჭრა, სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე‑ტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარგებლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.
31. (ამოღებულია – 01.06.2011, №229).
32 . (ამოღებულია – 21.06.2011, №249).
33 . (ამოღებულია – 21.06.2011, №249).
4. (ამოღებულია – 21.06.2011, №249).
41 . (ამოღებულია).
42. (ამოღებულია – 01.06.2011, №229).
43 . (ამოღებულია).
44. (ამოღებულია).
45 . (ამოღებულია).
5. (ამოღებულია – 21.06.2011, №249).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია - 31.10.2014, №608).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №113, 27.09.2005 წ ., მუხ .1235
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №200 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ ., მუხ .1438
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №149 - სსმ III, №108, 15.08.2006 წ ., მუხ .1482
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №165 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ ., მუხ .1605
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №118, 21.08.2007 წ ., მუხ .1288
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის დადგენილება №6 - სსმ III, №4, 14.01.2008 წ ., მუხ .57
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ ., მუხ .479
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №129 - სსმ III, №75, 23.05.2008 წ ., მუხ .811
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №166 - სსმ III, №109,31.07.2008 წ ., მუხ .1209
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №192 - სსმ III, №142,26.09.2008 წ ., მუხ .1395
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №220 - სსმ III, №163,14.11.2008წ., მუხ.1640
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №236 - სსმ III, №174,05.12.2008წ., მუხ.1779
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №246 - სსმ III, №183,25.12.2008წ., მუხ.1865
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის დადგენილება №34 - სსმ III, №22,27.02.2009წ., მუხ.286
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №,38, 27.03.2009წ., მუხ.436
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №,66 , 01.06.2009წ., მუხ.729
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის დადგენილება №114 - სსმ III, №,78,26.06.2009წ., მუხ.843
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №153 - სსმ III, №,105 ,25.08.2009წ., მუხ.1173
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №243 - სსმ III, №,159 ,30.12.2009წ., მუხ.1937
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №222 - სსმ III, №,96 ,04.08.2010წ., მუხ.1410
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №244 - სსმ III, №,103 ,24.08.2010წ., მუხ.1535
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №122 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №145 - ვებგვერდი, 04.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №171 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №200 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის დადგენილება №229 - ვებგვერდი, 03.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №257 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
მუხლი 21. ტყით სარგებლობის განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიისათვის დამტკიცებულია ტყის მართვის გეგმა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სამონადირეო მეურნეობის მოწყობისათვის.
11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მოთხოვნები.
2. ტყის აღრიცხვის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახსრებიც.
3. ტყის მართვის გეგმა წარმოადგენს ტყით სარგებლობის გეგმის საფუძველს.
4. ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანო იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის წინასწარ შერჩეული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების ადგილმდებარეობის ან/და მოსაჭრელი მერქნული რესურსების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე, ექვემდებარება ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №,100 ,11.08.2009წ., მუხ.1099
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №198 - სსმ III, №,137 ,06.11.2009წ., მუხ.1562
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №409 - სსმ III,№,172 ,31.12.2010წ., მუხ.2482
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 30.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №400 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.
მუხლი 22. ხე-ტყის დამზადება სანიტარიული ჭრებით
1. სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს მიერ, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ტყის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ლიცენზიის მფლობელზე არ ვრცელდება ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის ვალდებულება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №211 - სსმ III, №,143 ,20.11.2009წ., მუხ.1658
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №376 - სსმ III, №,162 ,13.12.2010წ., მუხ.2286
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №409 - სსმ III,№,172 ,31.12.2010წ., მუხ.2482
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №257 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 05.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − ლიცენზიის გამცემი).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება №124 - სსმ III, №89, 03.07.2006წ., მუხ.1185
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
მუხლი 4. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი
1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს
ლიცენზიის გამცემი. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემის ვებგვერდის ან ვებგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.
2. ლიცენზიის გამცემი აუქციონს აცხადებს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც ლიცენზიის გამცემი იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.
31. მაძიებლის განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, მაძიებლის განცხადების საფუძველზე აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ტერიტორიის ზოგადი დახასიათება, მოთხოვნილი ტერიტორიის შეიპფაილები (Shp);ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ტერიტორია მოქცეულია ტყის საზღვრებში, საქართველოს ტყის კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) და ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან და სხვ.) შესახებ ინფორმაცია (სამონადირეო მეურნეობის საზღვრები წარმოდგენილი უნდა იყოს სატყეო კვარტალების საზღვრების ფარგლებში);
დ) ლიცენზიის მოქმედების მოთხოვნილი ვადა, შესაბამისი დასაბუთებით;
ე) სალიცენზიო ფართობის წინასწარი შესწავლის/კვლევის ანგარიში, რაც უნდა მოიცავდეს საველე გასვლების საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას (კვლევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის თანდართვით) მოთხოვნილ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეთა და ცხოველთა შესახებ, სახეობების ქართული და სამეცნიერო (ლათინური) დასახელებების მითითებით, მათ შორის, ნადირობის ობიექტები, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები, სხვა მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობები; მათი არსებული მდგომარეობის შეფასება, რიცხოვნობა; ტერიტორიაზე არსებული ძირითადი ჰაბიტატებისა და მათი მდგომარეობის შესახებ; საჭიროებისამებრ, სხვა დამატებითი ინფორმაცია;
ვ) სალიცენზიო ფართობის წინასწარი შესწავლის ჩატარების მეთოდის აღწერა და კვლევის განმახორციელებელი სპეციალისტის/სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია;
ზ) ინფორმაცია მეურნეობის მართვის გეგმის კონცეფციის, მათ შორის, დაცვისა და შემდგომი განვითარების გეგმების შესახებ;
თ) ინფორმაცია დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ.
4. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე, ლიცენზიის გამცემის ვებგვერდზე ან ვებგვერდზე – www.eauction.ge .
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი.
6. აუქციონის გამოცხადებამდე, ლიცენზიის გამცემი სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ადგენს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობას, მერქნიანი მცენარეების ჯიშებს, დამზადების მოცულობას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს, ასევე, სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს, რომლებიც მტკიცდება ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სანიტარიული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის გამოცხადებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ადგენს ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობას, მერქნიანი მცენარეების სახეობას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს და სხვა.
8. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.
9.ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №112 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ ., მუხ .1086
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.463
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №409 - სსმ III,№,172 ,31.12.2010წ., მუხ.2482
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №433 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №87 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №108 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის დადგენილება №251 – ვებგვერდი, 26 .03.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №400 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.
მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ლიცენზიის გამცემი.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №168 - სსმ III, №114, 28.09.2005წ., მუხ.1258
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №87 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
მუხლი 6. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 7. საწყისი ფასი
1. აუქციონზე გატანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.
2. სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №87 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №224 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
მუხლი 8. სალიცენზიო პირობები
1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი (შემდგომში – ლიცენზიანტი) ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;
ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა, სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყითსარგებლობის გეგმა, რომელსაც უნდა ერთვოდეს მოკლე ანოტაცია. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ საქმიანობა ტყის დაცვის მიზნით და არ დაიშვება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის მოპოვება და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელება, გარდა ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებისა;
დ) უზრუნველყოს დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ე) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;
ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე, განახორციელოს გადასაცემ ფართობზე არსებული ტყეკაფების დახურვის ან გაუქმებისათვის საჭირო პროცედურები;
ზ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
ზ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
ზ.ბ) ინფორმაციას ათვისებული და გადაცემული (ასათვისებელი) ხე-ტყის რესურსის შესახებ;
ზ.გ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
თ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) მიღება-ჩაბარების აქტი, მისი გაფორმებიდან 7 დღის ვადაში, წარედგინება ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ. გადასაცემი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინება გასხვისებული ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ;
ი) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები წარმოადგენენ ახალ ტყით სარგებლობის გეგმას (გეგმებს). ახალი ტყით სარგებლობის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ხე-ტყის დამზადება და სხვა სატყეო-სამეურნეო საქმიანობა არ დაიშვება;
კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს;
ლ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, აითვისოს ტყეკაფი, მისი გამოყოფიდან ორი წლის ვადაში. ყოველწლიურად შესაძლებელია, მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;
მ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყეში სამუშაოების ჩატარებისას, გამოიყენოს ეკოლოგიური თვალსაზრისით მისაღები მანქანა-იარაღები და ტექნოლოგიები;
ო) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:
ო.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;
ო.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ო.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;
ო.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;
პ) ხე-ტყის პირველადი გადამუშავება (პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება შემდეგი პროდუქცია: ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი), შავად ნამზადი დეტალი) სრულად განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე;
ჟ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;
რ) დაიცვას წყალდაცვითი ზოლის რეჟიმი;
ს) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეების ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიანტის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;
ტ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
უ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ფ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა), არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
ქ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირადი მოხმარების მიზნით, შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (გარდა „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობებისა), ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით;
ღ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;
ყ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
შ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ჩ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოებულ სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-ს უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი მოსახლეობა იმ მუნიციპალიტეტების, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია;
ც) მომუშავე პერსონალთან (ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან) გააფორმოს შრომითი ან/და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები სამუშაოს აღწერილობით, დაქირავებულთა საცხოვრებელი ადგილის მითითებით. შემოწმებისას, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემმოწმებელს;
ძ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს;
წ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის, მის მიერ წერილობითი თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;
ჭ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანოს, ასევე ხე-ტყის ნარჩენებისგან ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულ პირს (რომელსაც „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებისა და „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება), ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე არსებული ხე-ტყის ნარჩენების გამოტანაში, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსის დამზადებაში. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული რესურსი განკარგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიცენზიანტი უფლებამოსილია, თვითონ აითვისოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ იგი შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრულ, ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს. ამ გზით მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება ლიცენზიით განსაზღვრულ საერთო ოდენობაში. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიანტი იხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის მოსაკრებელს.
2. 5 წლამდე ვადით გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;
ბ) საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმის წარდგენამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც, შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად;
გ) ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოში შესათანხმებლად წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
დ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
დ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
დ.ბ) ინფორმაციას ათვისებული და გადაცემული (ასათვისებელი) ხე-ტყის რესურსის შესახებ;
დ.გ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
ე) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოში შესათანხმებლად წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;
ვ) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, აითვისოს ტყეკაფი, მისი გამოყოფიდან ორი წლის ვადაში. ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა), ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში.
3. ტყის მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ;
ბ) მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში მონიშნოს მოსაჭრელი რესურსი და შესაბამისი მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ტყეკაფის გამოყოფის მიზნით. გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადად განისაზღვროს 2 წელი;
გ) ტყეკაფზე განსაზღვრული მოსაჭრელი რესურსის მოცულობის შესაბამისად, ტყეკაფის გამოყოფამდე გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი;
დ) ხე-ტყის დამზადება განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების დასრულებისა და ტყეკაფის დადგენილი წესით გამოყოფის შემდგომ;
ე) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ე.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;
ე.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
ვ) დაიცვას სანიტარიული ჭრის წესები;
ზ) აწარმოოს სამუშაოები ისეთი მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ნიადაგის ეროზიასა და ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე;
თ) ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან შეთანხმებით, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს განახორციელოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობების გამოვლენა, აღდგენის ღონისძიების, ფორმების შერჩევა და აღდგენას დაქვემდებარებულ თითოეულ ფართობზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოში შესათანხმებლად წარადგინოს ტყის აღდგენის პროექტი (სარგავი მასალის მისაღებად დროებითი სანერგეების მოწყობის, ხელოვნური ნარგაობის გაშენებისა და ხელოვნურად გაშენებული ნარგაობის ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე მოვლითი სამუშაოების გათვალისწინებით, აგრეთვე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, გასატარებელი კონკრეტული ქმედებების შესახებ). ტყის აღდგენა განახორციელოს აღდგენას დასაქვემდებარებელ ფართობებზე, თითოეული ფართობისათვის წარდგენილი ტყის აღდგენის პროექტის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
ი) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;
კ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ლ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
მ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ნ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა) არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
ო) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;
პ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
ჟ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
რ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს.
4. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებამდე, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიანტი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც, შესაბამისად, აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;
ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:
ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ნადირობისა და ტყით სარგებლობისაგან;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;
გ) ლიცენზიის აღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელმა, რომლის დამტკიცებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას ამოეწურა კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების ვადა, უნდა წარადგინოს მართვის გეგმის ახალი პროექტი ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შემდეგ, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის მფლობელისთვის შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში, სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი;
გ1) მართვის გეგმის დამტკიცებამდე აკრძალულია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, გარდა ტერიტორიის დაცვის ვალდებულებისა და აუცილებელი ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებებისა;
დ) უზრუნველყოს დამტკიცებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;
ე) ტერიტორიაზე არსებული ფაუნის წარმომადგენლების ზუსტი რაოდენობების დადგენის მიზნით, ყოველწლიურად, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის/აღრიცხვის მასალები, მათ შორის, ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღრიცხვის მასალები, აღრიცხვის, ასევე კვოტების განსაზღვრის მეთოდის აღწერითა და ცხოველთა სახეობების მიხედვით მოპოვების შეთავაზებული ოდენობების (კვოტების) მითითებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს ფოტომასალა ან/და ვიდეომასალა GPS-კოორდინატების აღნიშვნით (დროისა და თარიღის მითითებით), რომელთა განხილვის შემდეგ ლიცენზიის გამცემი ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას;
ვ) დაიცვას დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;
ზ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში, ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;
თ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;
ი) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს სამინისტროს. მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;
კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;
ლ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების მსურველი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს:
ლ.ა) განაცხადს, რომელშიც აღინიშნება მონაცემები გადასაცემი ფართობის შესახებ (სატყეო კვარტალების მითითებით);
ლ.ბ) ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს (ხელშეკრულება) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შესახებ;
მ) ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისებისას, ლიცენზიის მფლობელმა და ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღებმა, გადაცემული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარება უნდა მოახდინონ ლიცენზიის ან მისი ნაწილის გადაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ. გადასაცემი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. დეპარტამენტს მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინება ლიცენზიის ან მისი ნაწილის მიმღების მიერ;
ნ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გადამცემი და ლიცენზიის მიმღები სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას;
ო) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:
ო.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;
ო.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;
ო.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;
ო.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;
პ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;
ჟ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეებისათვის ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიანტის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;
რ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადებების მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს სამინისტროს;
რ1) სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანოს, ასევე ხე-ტყის ნარჩენებისგან ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულ პირს (რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებისა და „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოსთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება), ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ნარჩენების გამოტანაში, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი, მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსის დამზადებაში. სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული რესურსი განკარგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ლიცენზიანტი ვალდებულია, დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;
ტ) ნარჩენები (გარდა ხე-ტყის დამზადების ნარჩენების დადგენილი წესით განთავსების შემთხვევისა) არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;
უ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას: იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირადი მოხმარების მიზნით, შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (გარდა „წითელი ნუსხით“ დაცული მერქნიანი სახეობებისა), ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით;
ფ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;
ქ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და ტყის მართვის გეგმის შედგენის მიზნით, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ წარმოებული ტყის აღრიცხვის სამუშაოების განხორციელებას;
ღ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;
ყ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში (ეს პირობა ვრცელდება 2021 წლამდე გაცემული ლიცენზიების მფლობელებზე);
ყ1) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (მათ შორის, სამეურნეო ჭრის) განხორციელებაში. სამეურნეო ჭრა არ დაიშვება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული შეზღუდვის არეალებში (აღკვეთილი და აღწარმოების უბანი) (ეს პირობა ვრცელდება 2021 წლიდან გაცემული ლიცენზიების მფლობელებზე);
შ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით. დასაბრუნებელი ტერიტორიის დაცვისათვის, ამ აქტის გაფორმებამდე, პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილ ლიცენზიანტს.
41. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
6. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასა და მის საფუძველზე დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმით ან/და შესაბამისი ტყის ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ ტყის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის (ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობასთან, ჭრის სახესთან, ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სატყეო უბნ(ებ)ის სატყეო კვარტალ(ებ)ის ფარგლებში, საერთო ფართობთან, მათ შორის, ტყით დაფარულ ფართობსა და საექსპლუატაციო ფართობთან მიმართებაში) განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია, შესაბამის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ. ამასთან, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში, ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა საქართველოს კანონმდებლობით ჭრას დაქვემდებარებული ტყის მერქნიანი (გარდა „წითელი ნუსხით“ გათვალისწინებულისა) სახეობით (ჯიშით) შესაძლებელია, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა დადგენილი წესით არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი შესაბამისი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში, ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტყის მერქნიან სახეობათა სხვა ჯგუფში შემავალი სახეობით (ჯიშით), ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში, გადაიხადოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფორმულით დაანგარიშებული თანხისა (Y) და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას შორის სხვაობა. ლიცენზიანტს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა აღემატება ლიცენზიის აღებისთვის გადახდილ საბოლოო თანხას. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდამდე, ლიცენზიატს მთელ სალიცენზიო ფართობზე ეკრძალება ხე-ტყის მოჭრა ან/და გამოზიდვა. Y გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც:
ა.ა) Q - ტყის იმ მერქნიანი სახეობის (ჯიშის) მთლიანი მოცულობა, რომლითაც ხდება ლიცენზიით გათვალისწინებული, დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა;
ა.ბ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში). ამასთან, L-ის ოდენობა განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებული მასალებით დგინდება ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფი და შესაბამისი კატეგორია;
ა.გ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;
ა.დ) n – ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან ლიცენზიის მოქმედების ამოწურვამდე არსებული ვადა (წლებში);
ა.ე) t – პერიოდები წლების მიხედვით;
ბ) ამ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გამოანგარშებისას, არასრული წლის მიღების შემთხვევაში, ხორციელდება ბოლო წლის დამრგვალება სრულ წლამდე.
8. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ სამინისტროს მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება). ამასთან, დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის თანხმობით, სამინისტროს შუამდგომლობით.
9. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული ტყით სარგებლობის გეგმით დაზუსტებულ ფართობს შორის განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, ლიცენზიით განსაზღვრული ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვების პირობით. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
10. იმ შემთხვევაში, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დაზუსტებულ იქნა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ტყით სარგებლობის გეგმით ან ინვენტარიზაციის მასალებით, არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხე-ტყის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნიანი მცენარის ერთსა და იმავე ჯგუფში შემავალი ჯიშით (სახეობით) შეცვლა ან/და დამატება მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის შეუცვლელად. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, დადგინდეს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავებების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (სამინისტროსთან შეთანხმებით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის სხვაობა, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
111. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ლიცენზიის მაძიებელს, ხოლო ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას − ლიცენზიის მფლობელს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები. გაცემული ლიცენზიის შემთხვევაში, დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრისას საჭიროა ლიცენზიის მფლობელის წინასწარი თანხმობა.
12. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №113, 27.09.2005წ., მუხ.1235
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 26.09.2007წ., მუხ.1452
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №,100 ,11.08.2009წ., მუხ.1099
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №198 - სსმ III, №,137 ,06.11.2009წ., მუხ.1562
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №,27 ,12.03.2010წ., მუხ.398
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №222 - სსმ III, №,96 ,04.08.2010წ., მუხ.1410
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №233 - სსმ III, №,98 ,12.08.2010წ., მუხ.1442
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №244 - სსმ III, №,103 ,24.08.2010წ., მუხ.1535
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №311 - სსმ III, №,134 ,29.10.2010წ., მუხ.1948
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №409 - სსმ III,№,172 ,31.12.2010წ., მუხ.2482
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №351 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 13.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №397 - ვებგვერდი, 25.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №70 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №235 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №257 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №336 - ვებგვერდი, 22.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №181 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №224 – ვებგვერდი, 16.05.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №400 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის დადგენილება №364 – ვებგვერდი, 14.07.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №431 - ვებგვერდი, 30.09.2025წ.
მუხლი 81. ლიცენზიის გაუქმება
1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, თუ ლიცენზიატი წარმოადგენს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც არ არის გადამუშავებული შენიშვნების სრულად გათვალისწინებით და ამის გამო შეუძლებელია მისი დამტკიცება, ეს შეიძლება, გახდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №400 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.
მუხლი 82 . (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
მუხლი 9. გარდამავალი დებულება
1. ხე-ტყის დამზადების (ტყით სარგებლობის) უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს საქართველოს „ტყის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია).
21 . (ამოღებულია).
3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის ფორმები მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია - 31.10.2014, №608).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. (ამოღებულია).
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია – 21.06.2011, №249).
16. ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები ასევე გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე, მათ შორის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებზე, ამ მუხლის მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
161. ამ დებულების 81 მუხლით განსაზღვრული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები ასევე გავრცელდეს, როგორც 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებზე.
17. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებმა, მათ შორის, „ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებმა, რომელთაც არა აქვთ განხორციელებული ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების პროცედურები, აღნიშნული სამუშაოების დასრულება უზრუნველყონ 2010 წლის 1 ივლისამდე.
18. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები, განაგრძობენ ტყით სარგებლობას დამტკიცებული ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების შესაბამისად.
19. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები დასამტკიცებლად, ვალდებული არიან, წარმოადგინონ გეგმები 2010 წლის 1 ივლისამდე.
20. (ამოღებულია – 08.10.2011, №385).
21. (ამოღებულია – 29.01.2013, №12) .
22. 22 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 1 დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.
23. (ამოღებულია – 08.10.2011, №385).
24. ლიცენზიის მფლობელს 2012 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადა განესაზღვროს 2015 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აგვისტომდე გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების ვადა − 2016 წლის 1 აგვისტომდე.
25. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლიდან გაცემულ ლიცენზიებზე.
26. 2021 წლამდე გაცემულ ლიცენზიებზე ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ მართვის გეგმის ახალი პროექტის წარმოდგენის ნაწილში და ამავე მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. ამ თარიღის დადგომამდე ლიცენზიატები იმოქმედებენ მანამდე მოქმედი წესით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 მარტის დადგენილება №68 - სსმ III, №46, 05.04.2006წ., მუხ.516
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის დადგენილება №48 - სსმ III, №40, 23.03.2007წ., მუხ.463
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №117 - სსმ III, №83, 19.06.2007წ., მუხ.887
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №118, 21.08.2007წ., მუხ.1288
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის დადგენილება №164 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1243
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №64 - სსმ III, №41, 19.03.2008წ., მუხ.479
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის დადგენილება №81 - სსმ III, №55, 11.04.2008წ., მუხ.628
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №96 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.648
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მაისის დადგენილება №120 - სსმ III, №71, 13.05.2008წ., მუხ.777
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის დადგენილება №129 - სსმ III, №75, 23.05.2008წ., მუხ.811
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №220 - სსმ III, №163,14.11.2008წ., მუხ.1640
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №142 - სსმ III, №,100 ,11.08.2009წ., მუხ.1099
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №244 - სსმ III, №,159 ,30.12.2009წ., მუხ.1938
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №49 - სსმ III, №,22 ,25.02.2010წ., მუხ.272
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №74 - სსმ III, №,27 ,12.03.2010წ., მუხ.398
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №222 - სსმ III, №,96 ,04.08.2010წ., მუხ.1410
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №244 - სსმ III, №,103 ,24.08.2010წ., მუხ.1535
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №376 - სსმ III, №,162 ,13.12.2010წ., მუხ.2286
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №409 - სსმ III,№,172 ,31.12.2010წ., მუხ.2482
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 27.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 13.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 28.05.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 30.01.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №608 – ვებგვერდი, 04.11.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივლისის დადგენილება №351 – ვებგვერდი, 17.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №400 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.
დანართი №1
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 აპრილის დადგენილება №81 - სსმ III, №55, 11.04.2008წ., მუხ.628
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
დანართი №2
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №96 - სსმ III, №56, 14.04.2008წ., მუხ.648
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ივნისის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 29.06.2011წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე