გადაწყვეტილება №19191/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19191/2/2023
20 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19191/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 7.12.2022 წლის №ა219-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32005 გადასახადის დარიცხვისა და სანქციების დაკისრების შესახებ ბრძანება;
3. საბაჟო დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2816 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 665,49 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 2 979
ჯარიმა - 2 979
საურავი - 1707,49
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა რუსეთის ფედერაციაში ერთი №---------- (20.06.19) ინვოისის საფუძველზე, ინდ/მეწარმე - „----------“-ისაგან შეიძინა და ქვეყანაში შემოიტანა 50 ერთეული თვითგორიალა (სკუტერი - ----------1), რომელიც გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში №---------- (24.06.19) საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად.
საქონლის საბაჟო დეკლარაციასა და ინვოისის თანახმად, საქონლის ღირებულება შეადგენს - 500 000 რუსულ რუბლს, ხოლო ერთეულის ფასი - 10 000 რუბლს, თუმცა ექსპორტიორის №----------/21-10 (28.11.22) განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მოვაჭრე მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტისა (№----------, 19.03.19) და ინვოისის (№----------, 20.06.19) თანახმად 50 ცალ სკუტერის ერთეულის რეალური ფასი შეადგენს - 17 500 რუსულ რუბლს. შესაბამისად, საქონლის სრულმა ღირებულებამ ნაცვლად - 500 000.0 რუსული რუბლისა შეადგინა - 875 000 რუბლი.
ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული შემოწმების მასალებში და სკუტერის მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქციაში მოძიებული ინფორმაცია, სადაც იდენტიფიცირებულია სკუტერის მოდელი (----------) და მისი მწარმოებელი ჩინური კომპანია „----------“. კომპანიის საიტებზე (----------) თავისუფლად იძებნება ხსენებული მოდელის ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულების ინტერვალი (300-დან 400 აშშ დოლარამდე).
ექსპორტიორის განცხადებაში მოყვანილი მტკიცებულებით, პროდუქცია საქართველოში მიწოდებულია აბსოლუტურად ახალ მდგომარეობაში და ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში.
შესაბამისად, გამოიკვეთა საიტზე განთავსებული სკუტერის ფასსა და იმპორტირებული ანალოგის ფასებს (159 აშშ დოლარი) შორის სხვაობა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის №---------- (05.12.22 წ.) ბრძანებით ხსენებულ საბაჟო დეკლარაციაზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, ხოლო 7.12.2022 წელს შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №---------- აქტი, რომლის თანახმად №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ, ასევე სანქცია ჯარიმის სახით, გათვალისწინებული საბაჟო კოდექსის 167- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
20.12.2022 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №32005 ბრძანება მომჩივნისთვის გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ, ასევე №002-233 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელს აქტით დარიცხული თანხის გარდა, დამატებით დაერიცხა საურავი - 1 707.49 ლარის ოდენობით. ჯამში, დარიცხული გადასახდელისა და სანქციის ოდენობამ შეადგინა - 7 665.49 ლარი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.02.2023 წლის №2816 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქმის მასალებით დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა და წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების დარიცხვა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტიდან ირკვევა, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური შემოწმება და დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში საქართველოში შემოუტანია 50 ერთეული თვითგორიალა (სკუტერი ----------). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მითითებული ფასი არის 1 ერთეული 10 000 რუბლი, შესაბამისად 50 ერთეული - 500 000 რუბლი. შემმოწმებელი უთითებს, რომ როგორც შემოწმების მასალებიდან ირკვევა, კონტრაქტის (----------, 19.03.2019) და ინვოისის (№----- 20.06.19) მიხედვით, 1 ერთეულის რეალური ფასი ყოფილა 17 500 რუბლიო, ამიტომ 50 ერთეულის ჯამური ღირებულება ყოფილა 875 000 რუბლიო, ნაცვლად დეკლარაციაში მითითებული 500 000 რუბლისაო.
ზემოთ მოყვანილი პოზიციის გასამყარებლად შემმოწმებელმა მიუთითა ერთგვარ ბმულზე, რომელიც არის კონკრეტული თვითგორიალას მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც გასაყიდად გამოტანილია ახალი მოდელები, მითითებული 2022 წლის ფასები და ასევე მითითებულია საცალო და არა საბითუმო ფასები. ამ პირობებში იგი ეჭვებს გამოთქვამს, რომ ასეთი თვითგორიალა საშუალოდ 300-400 აშშ დოლარი ღირს და გადამხდელმა კიდევ 159 აშშ დოლარად დაადეკლარირაო.
შემდგომში შემოწმება ახსენებს რაღაც განცხადებას, რომელიც არის თავად გამყიდველის დაწერილი, რომელშიც მოყვანილია მტკიცებულებებიო რომლებითაც დგინდებოდა, რომ მითითებული თვითგორიალები მოწოდებულ იქნა აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვებშიო.
ამ ყველაფრის შედეგად დაადგინეს, რომ გადამხდელს შეუმცირებია გადასახადები და დაარიცხეს დღგ - 2979 ლარი, მისი 100 % ჯარიმა - 2979 ლარი, რომელსაც თავისთავად დღემდე ერიცხება საურავები.
ვინაიდან მომჩივანი არ ეთანხმება სადავო აქტებს, გაასაჩივრა იგი, შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნულ ბრძანებაში არაფერი ახალი არ წერია, რაც მას განასხვავებდა საბაჟო დეპარტამენტის აქტისგან. აიღეს საბაჟოს დასაბუთება და გამოწერეს შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
საჩივარში უთითებდა შემდეგს: „სწორედ იმის გამო, რომ გადამხდელისთვის უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით მოხდა სადავო აქტების მიღება, უჭირს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება. აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება საქმის წარმოების სრული მასალები, განსაკუთრებით კი საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში მითითებული შემოწმების მასალები (№----------/21-10, 28.11.2022), კონტრაქტი (----------, 19.03.2019) და ინვოისი (№----- 20.06.19), ასევე ხსენებული განცხადება, რომელზე დაყრდნობითაც დაადგინეს, რომ თვითგორიალები მოწოდებულ იქნა აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში, ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში.“ ამ მიზნით 27.12.2022 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღია.
მასალების გამოთხოვა უდავო ფაქტია და ამაზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებაშიც წერია ასეთი რამ : „2022 წლის 27 დეკემბერს გადამხდელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №----------/21-11 წერილით, სადაც მოითხოვა თანხის დარიცხვის საფუძვლები, კერძოდ აქტში მითითებული დოკუმენტაციის გაგზავნა, რომელიც შესაბამისი წერილის (21-10/----------, 22.12.22) თანხლებით თავისდროულად იყო გაგზავნილი გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge)“, თუმცა მომჩივანი მას გაეცნო მოგვიანებით - 3.01.2023 წელს“. ამ საკითხზე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო აქტები გამოცემულია 7 და 20 დეკემბერს, ხოლო rs.ge-ზე შემოწმების მასალები გაგზავნილია (ისიც არასრული) 22 დეკემბერს, რომელიც ნამდვილად მიიღო და გაეცნო, თუმცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და შესაბამისად ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება შეუძლებელი იყო. პირველად პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ საჩივრით შეძლო, ისიც არასრულად, რამეთუ მასალები არ ჰქონდა და მიუხედავად შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულისა, თითქოს ყველაფერი გააგზავნეს, დღემდე არ მიუღია მაგალითად შემოწმების აქტში მითითებული განცხადება და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ თვითგორიალები იყო აბსოლუტურად ახალ მდგომარებაში, ორიგინალურ ქარხნულ შეფუთვაში.
რეალურად პროდუქცია არ იყო ქარხნული. იგი იყო გადაკეთებული და არც ქარხნულ შეფუთვაში ყოფილა. პროდუქციის ჩამოტანიდან შემოწმებამდე გასული იყო 3 წელი და 6 თვე, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას ამ დროის შემდეგ ამტკიცოს ის, რომ პროდუქცია არ იყო ახალი, ქარხნული შეფუთვებში. პროდუქცია ყუთებშიც კი არ ყოფილა, მხოლოდ გადაფუთული იყო სპეციალურ ცელოფანში (ე.წ ბალიშებიან ცელოფანში). პროდუქცია ქარხნულია თუ არა, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ფასს.
საქმის სწორად გადაწყვეტისთვის, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსი ინდ. ----------, გარკვეულ მიზეზთა გამო, იმყოფება კონფლიქტურ დამოკიდებულებაში „----------“-თან, რის გამოც იღებს ყველა ზომებს, რომ მას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს. აღნიშნული შემოწმებაც ხომ სწორედ ---------- მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაიწყო საბაჟო დეპარტამენტმა?!
---------- იმყოფება რუსეთში და მისთვის არ არის საფრთხის შემცველი ყალბი და ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ იგი უკან არ იხევს და ყველაფერზე მიდის, რათა ზიანი მიაყენოს „----------“ და მასთან კავშირს მყოფ პირებს, ეს იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასევე მისი საჩივრის/განცხადების/მიმართვის საფუძველზე დაიწყო შპს „----------“ შემოწმებაც, ზუსტად იგივე პერიოდზე, ისევ თვითგორიალების შესყიდვასთან დაკავშირები, რაზედაც საბაჟო დეპარტამენტს 20.12.2022 წელს გამოცემული აქვს ბრძანება №32006, რომელიც ასევე სადავოდაა გამხდარი მომჩივნის მიერ და რომელზეც მიდის განხილვა.
მხარეთა შორის არ შეთანხმებულა ---------- მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი ინვოისი, რომლის მიხედვით 1 თვითგორიალას ფასია 17 500 რუბლი. ვინაიდან ინვოისს ადგენს მხოლოდ ერთი მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში კი ---------- ანუ პირი, რომლის მიზანიცაა „----------“ ზიანის მიყენება ნებისმიერი ფორმით ანუ მიკერძოებულია და „----------“ დასჯით პირდაპირ დაინტერესებული პირია, იგი ჭრის და კერავს, ისე როგორც მას უნდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის წინამდებარე საჩივარს თან ურთავს ორ ინვოისს, რომელთაგანაც:
1. ერთი (დანართი 6) არის ---------- მიერ ხელმოწერილი ინვოისი, რომელშიც 2 ენაზე წერია: „ვადასტურებ, რომ ინვოისში მითითებული ინფორმაცია სწორია„, ამ ინვოისის მიხედვით ერთეულის ფასია 10 000 რუბლი და ეს ინვოისი იქნა წარდგენილი საბაჟოზე განბაჟების დროს.
2. ხოლო მეორე ინვოისი (დანართი 7) არის ---------- მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ საჩივარზე/განცხადებაზე დართული, ხელმოუწერელი, გაყალბებული ინვოისი, რომელზეც თვითონვე ადასტურებს, რომ ასლი სწორია. საკითხავია რას გულისხმობს ასლი სწორიაში, რისი სწორია?! ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებს იგი შპს „----------“ წინააღმდეგაც.
ასევე, განმხილველს ეჭვები, რომ არ დარჩეს, ასევე აღნიშნავს იმ ხელშეკრულებაზე და მის დანართებზე (19.03.2019 წლის), რომელიც ---------- მიერ არის გამოგზავნილი აღნიშნული ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო. მხარეები ნამდვილად შეთანხმდნენ. შეთანხმების პირობა იყო ახალი, ქარხნული თვითგორიალების მიწოდება შეთანხმებულ ვადაში, თუმცა მომწოდებელმა აღნიშნული ვერ მოახერხა, ამიტომ მარტის შეთანხმებაც და მისი დანართიც გაუქმდა. მხარეებს აღარ უხელმძღვანელიათ მისით. ამას ერთგავარად ისიც ადასტურებს რომ ვიქტორის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების დანართის მიხედვით (დანართი 8) გადახდა უნდა მომხდარიყო 2 ნაწილად - 645 000 გადარიცხვა და 230 000 ნაღდი ანგარიშსწორებით, არაუგვიანეს 22.03.2019 წლისა. ვინაიდან ეს გარიგება არ შესრულდა ამიტომ არც გადახდა მომხდარა.
გავიდა გარკვეული პერიოდი, კერძოდ მოვიდა 2019 წლის მაისი და მხარეები შეთანხმდნენ ახალ პირობებზე, კერძოდ 1 თვითგორიალა 10 000 რუბლად, თუმცა იგი არ იქნებოდა ქარხნული. მას ექნებოდა მცირედი გადაკეთებები, რის გამოც იგი არ ჩაითვლებოდა ახლად, ქარხნულად, რომელსაც ბუნებრივია სხვა ფასი აქვს. აუცილებელია დავის განმხილველმა ორგანომ იცოდეს შემდეგი. „----------“ მონაწილეობით დაფუძნებულია შპს „----------“. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია ----------, რომელიც არის სწორედ მომჩივან - ---------- ძმა. ---------- ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, თუმცა ---------- არა.
„----------“ მაისის შეთანხმებით განსაზღვრული ფასის (1 ცალი 10 000 რუბლი, ჯამში 500 000 რუბლი). სრულად გადახდის მიზნით სრული თანხა - 500 000 რუბლი მიაწოდა ----------, რომელსაც აღნიშნული უნდა გადაეხადა სწორედ ----------, ეს ასეც მოხდა. 10.06.2019 წელს ----------მა კუთვნილი ანგარიშიდან ----------ს გადაურიცხა 500 000 რუბლი, სადაც დანიშნულებაში მიუთითა 1.05.2019 წლის ნასყიდობაზე, რომელიც დადებულია ----------სა და „----------“ შორის და ეს საბუთი გაუგზავნა „----------“ იმისა დასტურად, რომ მან ნამდვილად გადაიხადა ეს თანხა დანიშნულებისამებრ. (დანართი 10). რაც შეეხება ინვოისს, ინვოისი გამოიწერა პროდუქციის განბაჟებისთვის, მისი საბაჟოზე წარდგენის მიზნით.
საბაჟო დეპარტამენტი რატომღაც ბრმად ენდო ---------- და ასკვნის, რომ გადასახადის გადამხდელს შეუმცირებია გადასახადები... ანუ მაგალითად ხვალე ----------მა ახალი ინვოისი, რომ შექმნას და სულ სხვა ციფრები მიუთითოს, მასზე უნდა იყოს დამოკიდებული?! ასე მუშაობს საბაჟო დეპარტამენტი?! ასე მუშაობს საგადასახადო სისტემა ?!
ყველაფერი ნათელია და სადავო აქტების გამოცემას წინ უძღვოდა დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ყალბი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადავო აქტების სამოქალაქო სამართლებრივ ჭრილში შეფასებაც. „----------“ გადახდილი აქვს ის თანხები, რაც მის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისშია მითითებული, ხოლო საბაჟო დეპარტამენტი ამბობს, რომ 10 000 რუბლი კი არა 17 500 რუბლად იყიდეო. ეს იმას ნიშნავს, რომ ---------- სახელმწიფო, საბაჟო დეპარტამენტის სახელით ეუბნება, რომ ყოველ 1 თვითგორიალაზე დამატებით 7 500 რუბლიო.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლი მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზეც კი ბოლომდე უცნობია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია შემმოწმებელმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად. ფაქტია, რომ კანონმდებელმა ეჭვის საფუძველზე გამორიცხა სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 7.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა219-21-10 აქტი. 20.12.2022 წლის №32005 საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება და 20.12.2022 წლის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების 16.02.2023 წლის №2816 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახდო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი ადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პროდუქცია არ იყო ქარხნული. იგი იყო გადაკეთებული და არც ქარხნულ შეფუთვაში ყოფილა. პროდუქციის ჩამოტანიდან შემოწმებამდე გასული იყო 3 წელი და 6 თვე, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას ამ დროის შემდეგ ამტკიცოს ის, რომ პროდუქცია არ იყო ახალი, ქარხნული შეფუთვებში. პროდუქცია ყუთებშიც კი არ ყოფილა, მხოლოდ გადაფუთული იყო სპეციალურ ცელოფანში (ე.წ ბალიშებიან ცელოფანში). პროდუქცია ქარხნულია თუ არა, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ფასს.
მხარეთა შორის არ შეთანხმებულა ---------- მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი ინვოისი, რომლის მიხედვით 1 თვითგორიალას ფასია 17 500 რუბლი. ვინაიდან ინვოისს ადგენს მხოლოდ ერთი მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში კი ---------- ანუ პირი, რომლის მიზანიცაა „----------“ ზიანის მიყენება ნებისმიერი ფორმით ანუ მიკერძოებულია და ---------- დასჯით პირდაპირ დაინტერესებული პირია, იგი ჭრის და კერავს, ისე როგორც მას უნდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის წინამდებარე საჩივარს თან ურთავს ორ ინვოისს, რომელთაგანაც:
1. ერთი (დანართი 6) არის ---------- მიერ ხელმოწერილი ინვოისი, რომელშიც 2 ენაზე წერია: „ვადასტურებ, რომ ინვოისში მითითებული ინფორმაცია სწორია„, ამ ინვოისის მიხედვით ერთეულის ფასია 10 000 რუბლი და ეს ინვოისი იქნა წარდგენილი საბაჟოზე განბაჟების დროს.
2. ხოლო მეორე ინვოისი (დანართი 7) არის ---------- მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ საჩივარზე/განცხადებაზე დართული, ხელმოუწერელი, გაყალბებული ინვოისი, რომელზეც თვითონვე ადასტურებს, რომ ასლი სწორია. საკითხავია რას გულისხმობს ასლი სწორიაში, რისი სწორია?! ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებს იგი შპს თუ გოუ გეოს წინააღმდეგაც.
მიუთითებს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლი მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზეც კი ბოლომდე უცნობია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია შემმოწმებელმა იმპორტის გადასახადის ოდენობა შემცირებულად. ფაქტია, რომ კანონმდებელმა ეჭვის საფუძველზე გამორიცხა სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა.
ითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 7.12.2022 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა219-21-10 აქტი. 20.12.2022 წლის №32005 საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება და 20.12.2022 წლის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების 16.02.2023 წლის №2816 ბრძანება.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საქონლის განბაჟებისას წარმოდგენილი ინვოისში მთითებული ინფორმაცია განსხვავდება ექსპორტიეროს მიერ მოწოდებული ინვოისისგან, საბაჟო დეპარტამენტი კი შემოწმებისას დაეყრდნო ექსპორტიორის მიერ მიწოდებულ ინვოისს. ამასთან საქმე შესაბამისი რეაგირებისთვის შპს „----------“ საქმესთან ერთად ერთობლიობაში გადაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ფაქტობრივი გარემოებების და წარმოდგენილი არგუმენტების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2816 ბრძანება;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და დარიცხული იმპორტის გადასახდელები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პროდუქცია არ იყო ქარხნული. იგი იყო გადაკეთებული და არც ქარხნულ შეფუთვაში ყოფილა. პროდუქციის ჩამოტანიდან შემოწმებამდე გასული იყო 3 წელი და 6 თვე, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას ამ დროის შემდეგ ამტკიცოს ის, რომ პროდუქცია არ იყო ახალი, ქარხნული შეფუთვებში. პროდუქცია ყუთებშიც კი არ ყოფილა, მხოლოდ გადაფუთული იყო სპეციალურ ცელოფანში (ე.წ ბალიშებიან ცელოფანში). პროდუქცია ქარხნულია თუ არა, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ფასს. მხარეთა შორის არ შეთანხმებულა მომწოდებლის მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი ინვოისი, რომლის მიხედვით 1 თვითგორიალას ფასია 17 500 რუბლი. ვინაიდან ინვოისს ადგენს მხოლოდ ერთი მხარე, კონკრეტულ შემთხვევაში კი პირი, რომლის მიზანიცაა მომჩივანის ზიანის მიყენება ნებისმიერი ფორმით ანუ მიკერძოებულია და მომჩივანის დასჯით პირდაპირ დაინტერესებული პირია, იგი ჭრის და კერავს, ისე როგორც მას უნდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის წინამდებარე საჩივარს თან ურთავს ორ ინვოისს, რომელთაგანაც: 1. ერთი (დანართი 6) არის მომწოდებლის მიერ ხელმოწერილი ინვოისი, რომელშიც 2 ენაზე წერია: „ვადასტურებ, რომ ინვოისში მითითებული ინფორმაცია სწორია„, ამ ინვოისის მიხედვით ერთეულის ფასია 10 000 რუბლი და ეს ინვოისი იქნა წარდგენილი საბაჟოზე განბაჟების დროს. 2. ხოლო მეორე ინვოისი (დანართი 7) არის მომჩივანის მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ საჩივარზე/განცხადებაზე დართული, ხელმოუწერელი, გაყალბებული ინვოისი, რომელზეც თვითონვე ადასტურებს, რომ ასლი სწორია. საკითხავია რას გულისხმობს ასლი სწორიაში, რისი სწორია?! ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებს იგი შპს-ს წინააღმდეგაც.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით საქონლის განბაჟებისას წარმოდგენილი ინვოისში მთითებული ინფორმაცია განსხვავდება ექსპორტიეროს მიერ მოწოდებული ინვოისისგან, საბაჟო დეპარტამენტი კი შემოწმებისას დაეყრდნო ექსპორტიორის მიერ მიწოდებულ ინვოისს. ამასთან საქმე შესაბამისი რეაგირებისთვის შპს-ს საქმესთან ერთად ერთობლიობაში გადაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები, საჩივარზე წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალიწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167.