ბრძანება N 16951
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16951
17 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ას (ს/ნ -------------------)
(მის.: ----------------------------------)
2024 წლის 8 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ი/მ -----------ს (ს/ნ -------------------) 2024 წლის 8 ივლისის №90607/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №041-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის სრულად მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3467 და 23 აპრილის №9476 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----------ას (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 18 ივნისის №14242 ბრძანება და ამავე თარიღის №041-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 169 337 ლარი, მათ შორის, გადასახადი 94 950 ლარი, ჯარიმა 46 997 ლარი, საურავი 27 390 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. ი/მ -----------ას (ს/ნ -------------------) საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლით (ქსოვილით) ვაჭრობა. იმპორტს ახორცილებს ------დან. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება უმეტესწილად უდოკუმენტოდ (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 31.4%). თუმცა შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რადგან რეალიზაციის დოკუმენტში დასახელებულად მითითებულია „ქსოვილი“ და ვერ ხდება იდენტიფიცირება. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში. მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომლის შესწავლის შედეგადაც ირკვევა, რომ ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს და ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი (2021 წელს54.44%, 2022-2024 წლებში-65.77%). ფასნამატები, წლების მიხედვით, გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად, გაიზარდა 2021-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დამატებით დაერიცხა დღგ, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი (2021 წელს54.44%, 2022 წელს-65.77%). ფასნამატები, წლების მიხედვით, გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად, გაიზარდა 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. ი/მ -----------ას (ს/ნ -------------------) იმპორტირებულ საქონელზე არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ). ამასთან, შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, შემოწმებით არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. შესაბამისად, 2021-2022 საანგარიშო წლებში შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ს ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარმოდგენილია 3 100 ლარიანი ზარალით. შემოწმების პროცესში ასევე დაკორექტირდა სმფების საწყისი და საბოლოო ნაშთები. სულ გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 85 135 ლარით. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
. საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ი/მ -----------ას 2021 წელს უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო 2022 წელს 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს 2020 წლის 30 ივნისიდან საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინა, რომლის შეძენის ღირებულება შეადგენს 105 253 ლარს. ასევე, მის მეუღლეს ---------ის (პ/ნ ---------) საკუთრებაშია დასაბეგრი ქონება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით სულ 1 599 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -----------ას (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა/საურავის სრულად მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3467 და №9476 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14242 ბრძანება და №041-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 169 337 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანის მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება უმეტესწილად უდოკუმენტოდ (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 31.4%). თუმცა შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რადგან რეალიზაციის დოკუმენტში ვერ ხდება პროდუქციის იდენტიფიცირება. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში. მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომლის შესწავლის შედეგადაც ირკვევა, რომ ჩამოწერებს ახორციელებს თვის ბოლოს და ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შედეგად, გაიზარდა 2021-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დამატებით დაერიცხა დღგ, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე,შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. დაკორექტირდა სმფების საწყისი და საბოლოო ნაშთები. სულ გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა . აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.
ამასთან,გადასახადის გადამხდელს 2021 წელს უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო 2022 წელს 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. გმომჩივანს და მის მეუღლეს საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);