ბრძანება N 1654
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1654
01.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 23, 26 აგვისტოს და 2023 წლის 18 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 8 დეკემბრის და 2023 წლის 26 იანვრის სხდომებზე (ოქმები №116 და №6) განიხილა შპს „----------“-ს(ს/ნ ----------) 2022 წლის 23 აგვისტოს №153226/21-11, 26 აგვისტოს№155714/21და2023 წლის 18 იანვრის №361644 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №006-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ქონება გაასხვისა 2018 წლის 21 ნოემბერს შპს „----------“-ზე. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების გაუქმებას.
საჩივრების წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2022 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 20 აპრილის №10125 ბრძანება და ამავე თარიღის №006-160 საგადასახადო მოთხოვნა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 20 აპრილს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, თუმცა, ვერც ელექტრონულად და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით (გაეგზავნა ერთხელ - იურ. მის.: ----------) ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, 2022 წლის 2 ივნისს განხორციელდა 2022 წლის 20 აპრილის №10125 ბრძანების და ამავე თარიღის №006-160 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. აღნიშნული დოკუმენტები შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ ჩაბარებულად ითვლება 2022 წლის 22 ივნისს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ გამოცემულ 2022 წლის 20 აპრილის №10125 ბრძანებას და ამავე თარიღის №006-160 საგადასახადო მოთხოვნას შპს „----------“ (ს/ნ ----------), შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 26 აგვისტოს, ხოლო საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2022 წლის 23 და 26 აგვისტოს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ შეიტყო ---------- ბანკის მიერ გაგზავნილი საინკასო დავალების შესახებ წარდგენილი შეტყობინებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ იურიდიულ მისამართზე და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, შესაბამისად, დარღვეულია სადავო ადმინისტრაციული აქტების საჯაროდ გამოქვეყნების წესი. აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივრები დაშვებულ იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 მარტის №5283 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10125 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-160 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 29 601 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 18 443 ლარი, ჯარიმა 6 019 ლარი და საურავი 5 139 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს 2 საოფისე ფართი: 1. მდებარეობს -------------- ფართი შეძენილია ------ წელს ------ ლარად; 2. ---------- ფართი, შეძენილი აქვს ---------- წელს ------ ლარად. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საკუთრებაში 2019-2021 წლების 1 აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. კერძოდ, საწარმო ფლობს არასაცხოვრებელ ფართებს, რომელიც განთავსებულია საერთო საკუთრების მქონე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 205-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა მიწის გადასახადი თავისი წილი ქონების პროპორციულად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ)მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს−საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31
დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3.ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;
გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი ქონება გაასხვისა 2018 წლის ნოემბერში. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საკადასტრო კოდების ---------- და ---------- ფორმირების (გაერთიანების) შედეგად წარმოიშვა საკადასტრო კოდი ----------. საკადასტრო კოდის ---------- ფორმირების (დაყოფის) შედეგად კი წარმოიშვა საკადასტრო კოდები: ---------- და ----------. ს/კ ---------- 2011 წელს შეიძინა „----------“, ხოლო ს/კ ---------- 2018 წელს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საკუთრებაში გადავიდა. ზემოაღნიშნული ინფორმაცია ასევე დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ოქტომრბის №174168 კორესპონდენციით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების, ფაქტობრივი გარემოებებისა და შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით, ასევე, ქონების რეალიზაციის საკითხის შესწავლის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევეაში უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივრებში მითითებული არგუმენტების, ფაქტობრივი გარემოებებისა და შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით, ასევე, ქონების რეალიზაციის საკითხის შესწავლის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევეაში უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს 2 საოფისე ფართი. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საკუთრებაში 2019-2021 წლების 1 აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა. კერძოდ, საწარმო ფლობს არასაცხოვრებელ ფართებს, რომელიც განთავსებულია საერთო საკუთრების მქონე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საწარმოს დაერიცხა მიწის გადასახადი თავისი წილი ქონების პროპორციულად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტების, ფაქტობრივი გარემოებებისა და შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით, ასევე, ქონების რეალიზაციის საკითხის შესწავლის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევეაში უზრუნველყოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 203; 205.