ბრძანება N 30196

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30196
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30196

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„-------“ (ს/ნ ------)

(მის: ---------)

2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125) განიხილა უცხოური საწარმოს „-------“ (ს/ნ ------) №188039/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №EL227218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11113/256 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ავტომანქანაზე განთავსებულ საქონელზე, რომელზეც დარეგისტრირებული იყო წინასწარი საბაჟო დეკლარაცია 2023 /-------/C------- არ დასრულებულა საბაჟო პროცედურები და საქონელი გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ კერძო ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვა. საქონლის დათვალიერებისას იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა და განკარგული საქონლის გადასახდელების ოდენობამ შეადგინა 26767,26 ლარი.

შეფარდებულმა სანქციამ შეადგინა 26767, 26 ლარი, რასაც ასევე დაემატა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელიც 26775,13 ლარი, რასაც კომპანია არ ეთანხმებოდა თუმცა, მისი მხრიდან მაინც განხორციელდა მათი გადახდა, რაც განპირობებული იყო იმით, კომპანიას უნდა განეხორციელებინა კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული მოქმედებები. კომპანიის მხრიდან განსახორციელებელი პროექტის შესრულება საფრთხის ქვეშ დადგებოდა. დაზარალდებოდა კომპანიის საქმიანობა, რადგან საქონელი წარმოადგენდა განუყოფელ ნაწილს იმ დანადგარებისა, რომელთა მონტაჟი ხორციელდება კომპანიის ტერიტორიაზე, სადაც უნდა დაიწყოს ნავთობის მოძიება.

კომპანია, არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, ის საქართველოს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ნავთობისა და გაზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლისა და 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ განკუთვნილი მოწყობილობა - დანადგარების, საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული სატრანსპორტო კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორების და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი, მიწოდება ა/ნ და მომსახურების გაწევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მოქმედებდა კანონით დადგენილი შეღავათები, რაც საბაჟო ორგანოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივნის განმარტებით, მებაჟის მხრიდან არ იქნა განმარტებული ის პროცედურები თუ, როგორ უნდა ემოქმედა ავტომანქანის მძღოლს, რომელიც იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე და ჩათვალა, რომ ტვირთი იყო განბაჟებული. შესაბამისად, ტვირთი მიიტანა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. მებაჟის მხრიდან, მართალია გამოწერილ იქნა „დ“ მოწმობა, მაგრამ პროცედურები არ იქნა განმარტებული. შესაბამისად, მიაჩნია, რომ მძღოლს არ შეეძლო სცოდნოდა ის ფაქტი, რომ ის არღვევდა საბაჟო პროცედურებს.

საჩივრის ავტორის მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მხრიდან არ იქნა შეფასებული ხსენებული გარემოებები, რადგან სანქციის შეფარდების დროს შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო გაფრთხილება, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს „-------“ (ს/ნ --------) მიერ №-------/C------- საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 147775.51 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ჯალამბარი – 1 ერთეული და საბურღი დანადგარის ნაწილი – 1 ერთეული). მითითებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა №-----/----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციის დამუშავების გარეშე, გამოიწერა №-----/------ აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით.

2023 წლის 12 ოქტომბერს „--------“ (ს/ნ ------) №------/21-10-19 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №------/------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან „-------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL227218 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „-------“ (ს/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 26767.26 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, გაუქმდა №-------/------- (03.10.2023) საბაჟო დეკლარაცია და 2023 წლის 13 ოქტომბერს გამოიცა №-------/----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც „---------“ (ს/ნ -------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 26767.26 ლარი, ასევე საურავი – 7.87 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

„ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება; ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

დადგენილია ასევე, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეუძლებელი გახდა №11117/C88259 საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დადეკლარირებულ საქონელსა (ჯალამბარი – 1 ერთეული და საბურღი დანადგარის ნაწილი – 1 ერთეული) და საწყობში განთავსებული საქონელს შორის შესაბამისობის, იგივეობის დადგენა, ამოცნობა (იდენტიფიცირება). ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და წარმოშობილი ვალდებულების საგადასახადო მოთხოვნით დარიცხვა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის ირკვევა, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა საქონელი. დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციის დამუშავების გარეშე, გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით. საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ ნაცვლად გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეუძლებელი გახდა საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დადეკლარირებულ საქონელსა და საწყობში განთავსებული საქონელს შორის შესაბამისობის, იგივეობის დადგენა, ამოცნობა, ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟოო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

172.