ბრძანება N 20918
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20918
23 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ა(ა)იპ „-------ის“ (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------------------------)
2026 წლის 24 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა ა(ა)იპ „-------ის“ (ს/ნ ---------------) 2026 წლის 24 ივლისის №690879 (რეგ.:---/21) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №021-68 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ, მათ მიერ განხორციელდა მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობის დაზუსტება. აღმოჩნდა, რომ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში მიღებულ მომსახურებებსა და განხორციელებულ გადახდებზე პარტნიორებს არ ჰქონდათ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც აღნიშნული ოპერაციები ვერ აისახა პირველად გაანგარიშებაში. დღეის მდგომარეობით საკითხი სრულად მოწესრიგებულია. მომსახურების მომწოდებელთა მიერ ატვირთული და დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ჩასათვლელი დღგ - 4 968 ლარი). ითხოვს, ელექტრონულ სისტემაში (rs.ge) დადასტურებული შვიდი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ჯამური დღგ-ის თანხით 4,968.30 ლარი) გათვალისწინებას და შესაბამისი ოდენობით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. გადამხდელი დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმებით მოცულ პერიოდში ა(ა)იპ „------ის“ მიერ ----ის მუნიციპალიტეტის შეკვეთით განხორციელებული პროექტი (------- პერიოდში, თანხა: 19,644.00 ლარი) წარმოადგენდა 18 წლამდე ასაკის მოზარდთა საბავშვო ბანაკის ორგანიზებას (CPV კოდი:----- –საბავშვო ბანაკების მომსახურება). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აღნიშნული ოპერაცია ატარებდა სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათს. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს აღნიშნული თანხის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან კორექტირების/ამოღების შესაძლებლობაზე მსჯელობას, რაც შესაბამისად გამოიწვევს დასაბეგრი თანხის 19 644 ლარით შემცირებას და დარიცხული დღგ-ის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10235 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ „-------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14177 ბრძანება და ამავე თარიღის №021-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 45 278 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 914 ლარი, ჯარიმა 9 143 ლარი და საურავი 3 221 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ა(ა)იპ „-------ი“ (ს/ნ ---------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 11 ნოემბრიდან. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში საგანმანათლებლო, სოციოლოგიურ და კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებული სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული მომსახურებების შესწავლის შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების თანხები, ხოლო დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული მომსახურება ტენდერის ნომრით: -------, ვინაიდან სახეზე გვქონდა საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ქ.----ის მერია პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ის, იმპორტის და აქციზის გადასახადისგან. შემოწმების პროცესში ა(ა)იპ „-------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები, ბანკის ცნობები და ამონაწერები, გადამხდელი არ სარგებლობდა რაიმე სახის ბუღალტრული პროგრამით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 158-ე, 159-ე,172-ე მუხლების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ა(ა)იპ „----ს" დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 21 ოქტომბერი. პირს, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ; გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომწოდებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების შემდეგ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და შესაბამისი კორექტირების განხორციელებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში საგანმანათლებლო, სოციოლოგიურ და კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებული სატრენინგო მომსახურების გაწევა. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი მომსახურების თანხები და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ა(ა)იპ „------ს“ დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
რაც შეეხება, გადამხდელის მიერ -----ის მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე დღგ-ისგან გათავისუფლებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, -------ის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „----ს“ შორის არსებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების საგნად მითითებულია ----ის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის შემცველი ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა. აღნიშნული არ იძლევა ინფორმაციას მომსახურების მიმღები ბენეფიციარების ვინაობის, მათი ასაკისა და იდენტიფიკაციის მონაცემების შესახებ. ასევე, ხელშეკრულებიდან ვერ დგინდება მომსახურების კონკრეტული სახე და დანიშნულება. გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს. მუნიციპალიტეტის ძირითად საქმიანობას კი არ წარმოადგენს უშუალოდ 18 წლამდე ასაკის პირთათვის საგანმანათლებლო/სასპორტო ღონისძიებების ჩატარება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ „-------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩიავანი ითხოვს:
1.საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ ატვირთული და დადასტურებული შვიდი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინებას და შესაბამისი ოდენობით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10235 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14177 ბრძანება და №021-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 45 278 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 914 ლარი, ჯარიმა 9 143 ლარი და საურავი 3 221 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები, ბანკის ცნობები და ამონაწერები, გადამხდელი არ სარგებლობდა რაიმე სახის ბუღალტრული პროგრამით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 158-ე, 159-ე,172-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 21 ოქტომბერი. პირს, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,მეორე სადავოს საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1.20; 170(1 „ზ“); 172(5); 174(1.2.3); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 ,,ა“ და „ბ“);