ბრძანება N 11659

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2023
№ დოკუმენტი 11659
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11659

29.05.2023

სს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.:"-------"

2023 წლის 24 და 26 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა სს „---------“ (ს/ნ „--------“ ) 2023 წლის 24 იანვრის №78444/1/2023 და 26 იანვრის №13595/21 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-318 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება მოიჯარეების მიერ ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წინასწარ მიღებული თანხები წარმოადგენს არა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ ავანსის სახით ჩარიცხულ თანხას, არამედ დეპოზიტს (გარანტიას), რომელიც ჩარიცხულია კლიენტების მიერ შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე და უზრუნველყოფს სახელშეკრულებო პირობების სათანადოდ და დროულად შესრულებას, კერძოდ, მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ წინსწრებით იხდის გარკვეული ოდენობის თანხას დეპოზიტის სახით, რომელსაც კომპანია იყენებს მოიჯარის მიერ ქირის ან სხვა ფულადი სახსრების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ან მოიჯარის სახელით გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას დეპოზიტის სახით მიღებული თანხების ავანსად კვალიფიკაციის თაობაზე, არ არის ასახული ფაქტობრივი გარემოებები და არც სამართლებრივი ნორმები;

2. არ ეთანხმება საიჯარო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლის იჯარიდან მიღებულია შემოსავლები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდშივე აღიარებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და გადახდილია შესაბამისი გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8832 და 17 ივნისის №15460 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „-------“ (ს/ნ „--------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32949 ბრძანება და ამავე თარიღის №081-318 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 46 556 ლარი, მათ შორის, გადასახადი 31 844 ლარი, ჯარიმა 8 928 ლარი და საურავი 5 784 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 1. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემა და რეალიზაცია, ასევე, კრიპტოვალუტით მომსახურების პლატფორმა. 2022 წლის მარტის თვეში კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 65 488 ლარი შპს „------ -ის “ (ს/ნ „--------“ ) მიერ. წარმოდგენილი საბუღალტრო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჩარიცხვა გატარებულია სადეპოზიტო ანგარიშზე (3430). ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი ჩარიცხვის საფუძვლის დასადასტურებლად. შემოწმებით, ჩარიცხული თანხა განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სს „N1- სგან “ (ს/ნ „--------“ ) იჯარით აქვს აღებული ფ/პ „--------“ -ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ „--------“ , ------- ) არსებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება სს „--------“ -ს მიერ. ამასთან, სს „N1 ის “ მიერ გამოწერილია იჯარის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლა. შემოწმებით, კომპანიის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო იჯარაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ქონების იჯარით გაცემისას მოიჯარისგან წინასწარ მიღებული აქვს თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებით, მოიჯარეების მიერ ჩარიცხული თანხები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულებებში მოხსენიებული დეპოზიტის თანხებზე წვდომა არ აქვს შეზღუდული და სრულად განკარგავს სს „„--------“ .

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ ანალოგიური სადავო საკითხი ასევე განხილულ იქნა 2022 წლის 10 მაისის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შედეგების გასაჩივრებისას, რაზეც გამოცემულ იქნა 2022 წლის 9 ნოემბრის №28074 ბრძანება, რომლითაც სადავო საკითხი არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას იჯარით აქვს აღებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი და იჯარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს ჩათვლა. შემოწმებით, ვინაიდან აღნიშნული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დადასტურდა, დღგ-ის ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო იჯარაზე გადახდილი თანხა განხილულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი იჯარით აღებული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება მოიჯარეების მიერ ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრას

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას დეპოზიტის სახით მიღებული თანხების ავანსად კვალიფიკაციის თაობაზე, არ არის ასახული ფაქტობრივი გარემოებები და არც სამართლებრივი ნორმები;

2. არ ეთანხმება საიჯარო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იჯარით გაცემა და რეალიზაცია, ასევე, კრიპტოვალუტით მომსახურების პლატფორმა.კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია თანხა შპს-ს მიერ.გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი ჩარიცხვის საფუძვლის დასადასტურებლად.

ჩარიცხული თანხა განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანიას იჯარით აქვს აღებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება სს „--------“ -ის მიერ. ამასთან, სს -ის მიერ გამოწერილია იჯარის ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლა. კომპანიის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო იჯარაზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

159-ე (1 ბ“).1601 (1),163(1),164(1),174-(1),175(1 „ა“) ,176(1 „ა“) ,175 (1 „ა“ და „ბ“) ,982 (1 „ბ“ ),275