ბრძანება N 5074
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5074
20 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----------ის (პ/ნ ----------------)
(ფაქტ. --------------------------;
იურ. მის.: --------------------)
2025 წლის 11 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ----------ის (პ/ნ ----------------) №19578/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1079 ბრძანებას „ფიზიკური პირი -------------თვის (ინდივიდუალური მეწარმე „----“, ს/ნ--------------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანებით დარიცხული თანხების კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ საქონელი მალულად არ შემოუტანია. ერთადერთი მისი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ ინვოისში საქონლის სეს ესნ კოდად 1704 იყო მითითებული, ხოლო წინასწარი გადაწყვეტილებით განისაზღვრა 9503. საქონელი იმდენად სპეციფიური იყო, რომ საბაჟო დეპარტამენტსაც კი გაუჭირდა მისი კოდის განსაზღვრა, რადგან თავდაპირველად საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის მიერ საქონელს მიენიჭა ორი სხვადასხვა სეს ესნ კოდი (1704 და 9503), ხოლო საბოლოოდ წინასწარი გადაწყვეტილებით მიენიჭა ერთი - 9503 კოდი. ამ პირობებში კი, რა გასაკვირია, რომ ექსპორტიორმა კოდის მინიჭებისას დაუშვა შეცდომა, როგორც ექსპორტის დეკლარაციაში, ასევე ინვოისშიც. მომჩივნის მოსაზრებით, არანაირი სამართლებრივი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საქონლის სეს ესნ კოდის არასწორად მითითება ექსპორტიორის მიერ ინვოისსა და ექსპორტის დეკლარაციაში, იმპორტიორს შეერაცხოს, როგორც საქონლის მალულად შემოტანა. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანს არც საქონლის დამალვის მცდელობა არ ჰქონია და არც გვედი აუვლია საბაჟო ორგანოსთვის. ამას არც საბაჟო დეპარტამენტი არ მიუთითებს სადავო ბრძანებაში. ერთადერთი ფაქტი, რაზეც საბაჟო დეპარტამენტი აპელირებს, არის სეს ესნ კოდის არასწორად მითითება, რასაც აკვალიფიცირებს, როგორც საქონლის მალულად შემოტანა. სასაქონლო კოდის არასწორად მითითება ექსპორტიორის მიერ ინვოისსა და ექსპორტის საბაჟო დეკლარაციაში, არ წარმოადგენს იმპორტიორის მიერ საქონლის მალულად შემოტანის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. თამბაქოს ნაწარმის ნაწილში მომჩივანი მიუთითებს ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპზე და აღნიშნავს, რომ მას დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება ფულის სათვლელი მოწყობილობის ნაწილს, უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანმა საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქონელი წარუდგინა საბაჟო ორგანოს, რაც გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც საქონლის მალულად შემოტანა. ავტომანქანაში არანაირი სამალავი არ ყოფილა მოწყობილი და ყველა სახეობის საქონელი იყო ხილულად განთავსებული და არანაირი მცდელობა საქონლის დამალვის არ ყოფილა.
აღნიშნულზე მითითით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. №------), რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და რომლით გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე --------ძე (ინდმეწარმე „-------“, ს/ნ ----------). ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (მ.შ. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №----------) მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მიხედვით, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“
საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის დათვალიერებით და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებით (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა №------/2023, 03.10.2023)) გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „-----“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „-----“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
– ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.
ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №21-10-11/--- წერილით ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის 28 მარტის №---/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №----- საქმეზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და --------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის ფიზიკურ პირ --------ძეს (ინდივიდუალური მეწარმე „------“, ს/ნ -----------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №9279 ბრძანება, რომლითაც -------ძეს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 25 302.52 ლარის ოდენობით.
დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 2024 წლის 25 აპრილს №C8956 საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------/2023 (03.10.2023) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით, და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანება -------ძემ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13857 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 18 სექტემბრის №23367/2/2024 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28 ივნისის №----21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთი, კერძოდ:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „-----“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
- ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
- საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
- პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ამდენად მიიჩნია, რომ ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ საქონელზე (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება.
საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), ვინაიდან ისინი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილების შემდგომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რის გამოც გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის №13857 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ოქტომბრის და პირველი ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №108 და №117) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 სექტემბრის №23367/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ----------ის (პ/ნ ----------------) საჩივარი. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივანმა 25.04.2024 წელს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს ნიმუშების სასაქონლო კოდის განსაზღრვის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რის შემდგომაც, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 3 წინასწარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც 2024 წლის 5 ნოემბრის №23596 ბრძანებით დაავალა საბაჟო დეპარტამენტს, შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1079 ბრძანება „ფიზიკური პირი --------თვის (ინდივიდუალური მეწარმე „-----“, ს/ნ --------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანებით დარიცხული თანხების კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის თაობაზე. ბრძანებაში საბაჟო დეპარტამენტმა მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის საქონლის წარდგენა განხორციელდა მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციით, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ითვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.
სადავო საქონლიდან აღებულ ნიმუშზე გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებებზე მომჩივნის მითითებასთან დაკაშირებით, საბაჟო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ინდმეწარმე „------ძის – -------“ (ს/ნ --------) მომართვისა და წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №-----/2024, №------/2024, №------/2024 წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის გარდა სხვა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლისგან მალულად, „ფიზიკური პირი -------თვის (ინდივიდუალური მეწარმე „-------“, ს/ნ --------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანება გამოცემულია სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების ან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას;
ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.
ამავე საკანონმდებლო აქტის 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
დასახელებული კოდექსის 73-ე მუხლისა და 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „-------“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „------“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
– ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ამდენად, ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ საქონელზე (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
ზემოდასახელებულ სამართლებრივი ნორმებთან ერთად, საგულისხმოა ასევე, რომ სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი წარმოადგენს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროს მიკუთვნებულ საქონელს.
სადავო საქონლის კლასიფიცირებისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“
ვინაიდან დეკლარირებული საქონლის გარდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული დანარჩენი საქონლის დეკლარირება არ მომხდარა, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, და ვინაიდან მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მართლზომიერად არის დაკისრებული პასუხისმგებლობა.
ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის კლასიფიცირებისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“.
საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მითითებული ინტერპრეტაციის ძირითადი წესები გულისხმობს შესაფუთ მასალებს და კონტეინერებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საქონლის შესაფუთად და არ არის განკუთვნილი განმეორებით გამოსაყენებლად (მაგ. საცალო გაყიდვისთვის წარმოდგენილი კამერა, რომელიც განთავსებულია საცალო ვაჭრობისთვის მუყაოს ყუთში. აღნიშნული წესის გამოყენებით მუყაოს ყუთი არ უნდა იყოს ცალკე საქონლად განხილული და უნდა კლასიფიცირდეს, როგორც შეფუთვა კამერის სასაქონლო კოდში). ამდენად, მითითებული წესის გამოყენება აღნიშნული საქონლის (პლასტმასის სათამაშოსა და დრაჟირებული კანფეტის კომბინაცია) მიმართ სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის დაუშვებელია.
დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 2024 წლის 25 აპრილს №C8956 საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------/2023 (03.10.2023) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით, და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
დეკლარირების მიზანს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლის წარდგენა წარმოადგენს. საქონლის წარდგენა გულისხმობს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოსთვის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალური სამალავით, საქონლის ფარული გადაზიდვისთვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სამალავით, ასევე, მის გარეშე, რადგან ასეთი ქმედება დაკავშირებულია ისეთ ქმედებასთან, რომელიც მოიცავს საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაადგილებას ან ისეთ ქმედებას, რომლითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების მიმართ საჭირო გულისხმიერების აუცილებელი მოთხოვნები, რასაც, შედეგად, მოჰყვა პირის მიერ საბაჟო საზღვარზე საქონლის წარუდგენლობა, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის საბაჟო ზედამხედველობისა თუ კონტროლის ეფექტური განხორციელებისთვის.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ საბაჟო სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და -------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) ჩადენისთვის. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობა დაეკისრა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №-----/2024, №-----/2024, №-----/2024 წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, ამდენად, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლის გარდა სხვა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლისგან მალულად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ სადავო საქონლიდან აღებულ ნიმუშზე გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებებზე მომჩივნის მითითებასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტმა სადავო აქტში განმარტა, შემდეგი: ინდმეწარმე „------ძის – ------“ (ს/ნ -------) მომართვისა და წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №-------/2024, №-----/2024, №-----/2024 წინასწარი გადაწყვეტილებებით საქონელი (პლასტმასის სათამაშო ბურგერი, რომელშიც მოთავსებულია კანფეტი, დაფასოებული პოლიეთილენის შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის; პლასტმასის სათამაშო მანქანა და დრაჟირებული კანფეტის კომპლექტი, საცალო ვაჭრობისთვის დაფასოებული; პლასტმასის სათამაშო ბურთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ტიპის სათამაშოები და კანფეტი, დაფასოებული მუყაოს შეფუთვაში საცალო ვაჭრობისთვის) კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით,რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 30 იანვრის №1079 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----------ის (პ/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას.ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1079 ბრძანება „ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმე) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ“ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანებით დარიცხული თანხების კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის თაობაზე. ბრძანებაში საბაჟო დეპარტამენტმა მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის საქონლის წარდგენა განხორციელდა მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციით, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ითვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად. ვინაიდან დეკლარირებული საქონლის გარდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული დანარჩენი საქონლის დეკლარირება არ მომხდარა, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, და ვინაიდან მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მართლზომიერად არის დაკისრებული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №23596 ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ №1079 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 164(5.6); 168(1);