გადაწყვეტილება №27566/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27566/2/2026
22 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 12.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27566/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.03.2026 წლის №26657/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის №039-19 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 53 695,34 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 31 118,25
ჯარიმა - 14 856,46
საურავი - 7 720,63
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა ავტონაწილებით და ავტომობილის საპოხი მასალებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 23 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ანალიზის შედეგად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 2023 წლის 27 ივნისი და შესაბამისად ამ თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დასადეკლარირებელი დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 158-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მომჩივანი არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს, ის არ იღებდა ჩათვლას შეძენილ საქონელზე. საბოლოო გაანგარიშებაში გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 176-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩასათვლელი თანხების ოდენობა განისაზღვრა 22 365 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 2 დეკემბრის №26454 ბრძანება და ამავე თარიღის №039-29 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1465 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.03.2026 წლის №26657/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №412 დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის №039-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გადაანგარიშებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების (№26657/2/2026) შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები და არც შესამოწმებელ პერიოდზე არ არის დამატებითი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი. ამის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
მათ აქვთ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონელი დღგ-ის გადამხდელი პირებისაგან მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტამდე, ასევე მას მერეც, რაზედაც არ ჰქონდათ მოთხოვნილი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და არ ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა მიღებული.
ეხლა როდესაც შემოწმების შედეგად გახდნენ დღგ-ის გადამხდელები ამიტომაც საქონლის გამყიდველებს სთხოვენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, მათი გამოწერის შემდგომ მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ უნდა იქნეს გათვალისწინებული აქტით ჩასათვლელი თანხის მოცულობაში.
სამწუხაროდ ის ვადა 15 დღე რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ იქნა მოცემული მომჩივნისთვის ძალზედ მცირე აღმოჩნდა, რომ უზრუნველეყო საქონლის მომწოდებლებისაგან ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
ამას გააჩნია ობიექტური მიზეზები, როგორიცაა - გადამხდელთან დაკავშირება, ადგილზე მათი ნახვა, ახსნა, მათი მხრიდან მიზეზების მოყვანა, რომ დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება დასჭირდებათ ანგარიშ-ფაქტურის მიბმის გამო და ა. შ. ამიტომაც მიაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ითხოვს, სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭოში, მომჩივნის მიერ 2026 წლის 17 თებერვალს წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ჩასათვლელი თანხის მოცულობა დადგენილ იქნა 22 365 ლარის ოდენობით, როდესაც ჩასათვლელი თანხა მომჩივნის გაანგარიშებით შეადგენდა 24 636, 77 ლარს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით.
საბჭოს 5.03.2026 წლის №26657/2/2026 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.03.2026 წლის №26657/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.05.2026 წლის №412 დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გაიზრდებოდა დღგ-ის ჩათვლის მოცულობა, ასევე აქტის გამოცემის შემდეგ არ არის გამოწერილი დამატებითი ანგარიშ-ფაქტურები შესამოწმებელ პერიოდზე. შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხი შესწავლილია საბჭოს №26657/2/2026 გადაწყვეტილებით მითითებულ ფარგლებში, რის შედეგადაც არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №412 დასკვნა გამოცემულია საბჭოს 5.03.2026 წლის №26657/2/2026 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ანალიზის შედეგად განისაზღვრა გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 2023 წლის 27 ივნისი და შესაბამისად ამ თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დასადეკლარირებელი დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების ოდენობა. სსკ-ის 165-ე, 159-ე და 158-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა სსკ-ის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მომჩივანი არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს, ის არ იღებდა ჩათვლას შეძენილ საქონელზე. საბოლოო გაანგარიშებაში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ. სსკ-ის 174-ე, 176-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩასათვლელი თანხების ოდენობა განისაზღვრა 22 365 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიიჩნევს,რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).